I. "უფლის სახელით..." - მოქმედების მიზანი
"და რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით,
იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით,
რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას"
[და ყოველსავე, რასაცა იქმოდით სიტყჳთ გინა თუ საქმით,
ყოველსავე სახელითა უფლისა იესუჲსითა
ჰმადლობდით ღმერთსა და მამასა მის მიერ]
[კოლ. 3,17]
სამოთხეში ყოფნის, ანუ მარადისობაში განივთებული „დროის“ რაღაც მონაკვეთში - ცოდვით დაცემას, სასჯელად - ედემის, ანუ სამოთხის ბაღიდან გამოძევება მოჰყვა.
უზენაესი ძალის ჭვრეტის მადლს მოკლებული ადამის მოდგმა „წუთისოფლის“, ანუ სიკვდილს დაქვემდებარებული ხრწნადი სხეულის მქონებელი გახდა, და ასე დაადგა იმ გზასავალს, რომელიც - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადების შემდგომად, განკითხვის დღეზე გავლით, რჩეულთათვის, კვლავ სამოთხეში დაბრუნებით, ანუ - დარღვეული სამართლიანობის აღდგენით უნდა დასრულდეს.
სასუფევლის ძეებად შერაცხულთათვის - „... აღარ იქნება არავითარი წყევლა (აქ - ცოდვით გამოწვეული სასჯელი), და ტახტი ღმრთისა და კრავისა იქნება მასში, და მონები მისი ემსახურებიან მას. და ღამე აღარ იქნება იქ, და აღარ დასჭირდებათ სანთელი, და აღარც ნათელი მზისა, რადგანაც უფალი ღმერთი გაანათებს მათ, და ექნებათ სუფევა უკუნითი უკუნისამდე“ (გამოცხ. 22,3-5).
პოლიტიკური ტერმინოლოგიით, ასეთ მმართველობით ფორმას - "თეოკრატია" [ანუ ღმერთის ("თეოს") ხელისუფლება ("კრატოს")] ეწოდება.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს პოლიტიკურ ასპარეზზე საქმიანობის მთავარი მიზანი სწორედ ამაში მდგომარეობს - ხელი შეუწყოს თეოკრატიის პრინციპების დამკვიდრებას, რაც ითვალისწინებს ღმერთის ღია მმართველობის, ანუ მეორედ მოსვლის შემდეგ უფალ იესუ ქრისტეს მეუფების დამყარებას.
ბოლო ჟამად სახელდებული დროის დასასრულზე მოსახდენის თაობაზე, მაცხოვარი ასე მიგვანიშნებს - „აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს“-ო [იოანე 12,31].
წინასწარმჭვრეტი უზენაესი ძალისათვის _ „ამ ქვეყნის მთავრის“, ანუ ეშმაკის საბოლოო ხვედრი, წინასწარვეა ცნობილი - „და როცა მოვა (აქ _ მეორედ გაცხადებული უფალი იესუ ქრისტე), ამხილებს ქვეყანას ცოდვის, სიმართლისა და განკითხვისათვის... რადგანაც ამ ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია“ [იოანე 16,8; 11].
ბიბლიურ მინიშნებებზე დაყრდნობილი ლასკარისეული ცნობიერებიდან გამომდინარე, ბოლო ჟამში „იოანე ნათლისმცემლისეული“ ეტაპი - 2011 წლის მიწურულიდან უნდა იღებდეს სათავეს, რომელიც - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებით მთავრდება.
წმიდა წერილის კოდირებული მინიშნების თანახმად, ამ ორ მოვლენას შორის არსებულ დროის მონაკვეთს - მხილებისეული, ანუ სამსჯავროსეული ეტაპის სახელდება აქვს - „შემდეგ დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას (აქ: 1. ზოგადად _ ამ წუთისოფლის მთავარს, ანუ ეშმაკს; და 2. მცირე მასშტაბით - ცრუწინასწარმეტყველს), რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს.
მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა, მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მისი მსახური და მორჩილი იქნება~ [დან. 7,26-27], ანუ - თეოკრატია დამყარდება.
ღია თეოკრატიული მმართველობის დამყარებამდე, პოლიტიკურ ასპარეზზე მოქმედმა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-მ, ღმერთის ნებითა და შეწევნით, მხილებისეული მისიის უმძიმესი ტვირთის ტარება უნდა შეიძლოს.
მეოცე საუკუნის მიწურულს ზვიად გამსახურდიას უდიდესი ძალისხმევით ფუძეჩაყრილი დამოუკიდებელი საქართველოს გზასავალი, 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად, არასწორი მიმართულებით წარიმართა.
უკვე ოცი წელია - დაბინძურებული სათავიდან მომდინარე წყაროს წყალი, ქართველ ერს საწამლავად აქვს ქცეული. სათავე აუცილებლად უნდა გაიწმინდოს, ანუ გამრუდებული სამართლი უნდა გასწორდეს.
სამართლიანობის აღდგენა კი, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ხმა ერისა _ უფლისმიერ სიმართლეზე დამყარებული ნების აღსრულებას მოითხოვს. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის სახელდებაც, სწორედ აღნიშნული შინა-არსის მატარებელია - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“.
ყველას გასაგონად უნდა გასაჯარისდეს 1992 წლიდან დაწყებული, ბიბლიური _ „გატიალებისეული სიბილწის“ სახელდებით მოხსენიებული ეტაპები:
_ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მოქმედი კანონიერი ხელისუფლების იარაღის ძალით დამხობა;
_ სამხედრო და სახელმწიფო საბჭოების უკანონობა;
_ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის მხარეებში დაწყებული ომის სივერაგე;
_ შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობითი რეჟიმის მთელი სიმძიმე;
_ 2008 წლის აგვისტოს ომი და საქართველოს სახელმწიფოს ერთიანი იურიდიული სივრციდან ქართული მხარეების დროებით ჩამოცილებით შექმნილი რეალობის მტკივნეული ასპექტები...
ასეთი მისიის ტარება, ყველას ხვედრი არ არის. დიახ - წვეული ბევრია, მაგრამ რჩეულია ცოტა... ღმერთი თუ ინებებს, ბოროტებასთან წარმატებით საბრძოლველად, მცირე ძალაც სავსებით საკმარისია.
უფალმა ბიბლიურ გედეონს, მასთან მყოფი რამოდენიმე ათასი მებრძოლის წყალზე ჩაყვანა უბრძანა - „... წყალზე ჩაიყვანე ისინი და იქ გამოგირჩევ მათ. ვისზეც გეტყვი, გამოგყვეს-მეთქი, ის გამოგყვეს, ვისზეც გეტყვი, ნუ გამოგყვება-მეთქი, ნუ გამოგყვება.
ჩაიყვანა მან ხალხი წყალზე. უთხრა უფალმა გედეონს: ვინც ენით შესვლეპს წყალს, როგორც ძაღლები სვლეპენ, ცალკე დააყენე, აგრეთვე ისინიც, ვინც ჩაიმუხლებს და ისე დალევს. ენით მსვლეპელთა რიცხვი სამასი იყო. დანარჩენმა ხალხმა ჩაიმუხლა და ისე დალია წყალი. უთხრა უფალმა გედეონს: სამასი მსვლეპელით გიხსნით...~ [მსაჯ. 7,4-7].
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს რიგებში გაერთიანებულთა შინაგანი სულისკვეთება, ბიბლიის მოხმობილ შეგონებაზე უნდა იყოს დამყარებული.
არჩევანი ერმა უნდა გააკეთოს! ჩვენი საქციელის განკითხვა კი ქრისტესმიერია _ "რადგან მამა არც განსჯის არავის, არამედ მთელი მსჯავრი მისცა ძეს" [იოანე 5,22].
ხალხური სიბრძნე ასეთ მინიშნებას იძლევა -„დალოცვილი ქრისტე ღმერთი ოქროს ტახტზე დაბრძანდება, ხელში სასწორი უჭირავს, ცოდვა-მადლი იწონება"-ო.
ჯვრის ურყევ სიმტკიცეზე დაყრდნობილი ღვთაებრივი სასწორი _ უტყუარია... უფლისმიერი სამართალი მიუკერძოებელია!
ამიტომაც, მხილებისეულ ეტაპზე მავალნო - ნუ შედრკებით;
გვახსოვდეს - უფალია ჩვენი სიმართლე. ამენ!
II. უფლისმიერი სამართალი მიუკერძოებელია
ბოლო ჟამის მიწურულს პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი სახელდებით მოქმედი _ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, უფლებამოსილია განაცხადოს:
1. ვინაიდან უკვე - „... დროა, რომ დაიწყოს განსჯა ღმერთის სახლიდან; ხოლო თუ თავდაპირველად ჩვენგან დაიწყება, რა აღსასრული ელით ღმერთის სახარების ურჩთ? თუ მართალნი ძლივძლივობით ცხონდება, უკეთური და ცოდვილი სადღა იყოს? მაშ, ღმრთის ნებით ვნებულთ, დაე, კეთილი საქმით შეავედრონ მას, როგორც სარწმუნო შემოქმედს, თავიანთი სული“ [I პეტრ. 4,17-19];
2. თანახმად დაწერილისა - „... უთხრა უფალმა გედეონს: ვინც ენით შესვლეპს წყალს, როგორც ძაღლები სვლეპენ, ცალკე დააყენე, აგრეთვე ისინიც, ვინც ჩაიმუხლებს და ისე დალევს. ენით მსვლეპელთა რიცხვი სამასი იყო, დანარჩენმა ხალხმა ჩაიმუხლა და ისე დალია წყალი. უთხრა უფალმა გედეონს: სამასი მსვლეპელით გიხსნით და ხელში ჩაგაგდებინებთ მიდიანს [„მიდიან“-; ანუ მათ, ვინც „მიდიან“], დანარჩენი ხალხი შინ წავიდეს“ [მსაჯ. 7,5-7];
3. მაცხოვარი ბრძანებს - „არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო! - შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს მამის ჩემის ზეციერის ნებას“ [მათე 7,2];
4. და ბოლოს - „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება მე, არ არის ჩემი ღირსი“ [მათე 10,37-38].
ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს - უფლისმიერი სამართალი მიუკერძოებელია! ამიტომ:
- „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს რიგებში მხოლოდ მან უნდა მოიაზროს თავი - „... ვინც ენით შესვლეპს წყალს, როგორც ძაღლები სვლეპენ“;
- „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს რიგებში მხოლოდ მან უნდა მოიაზროს თავი, ვინც ცდილობს - „ჯერ შიგნიდან“ გაიწმინდოს - „სასმისი თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც“ [მათე 23,26];
- „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს რიგებში მხოლოდ მან უნდა მოიაზროს თავი, ვინც მზადაა ყოველგვარ პირადულზე წინ - უფლისმიერი საკეთებელი დააყენოს; ვინაიდან იცის, რომ - „ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას, და ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას“ [მათე 10,39];
- „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს რიგებში მხოლოდ მან უნდა მოიაზროს თავი, ვისაც სწამს, რომ - წმიდა წერილი, უზენაესი ძალის ნებით, ჩვენდა გასაგონად დაწერილი ის კრებულია, რომელიც - აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ღაღადებს; რომელთა ცხოვრებაში გასატარებლადაც, ცნება - „დემოკრატია“ [„დემოს“ - ხალხი, „კრატოს“ - ხელისუფლება], - რაც თავის თავში: „უმრავლესობის უმცირესობაზე“ მმართველობას გულისხმობს, - ყოვლად შეუსაბამოა.
ღმერთის ნება - უზენაესია!
ღმერთის ნება - აბსოლუტური ჭეშმარიტებაა!
ღმერთის ნება - განსაგნებისათვის, დემოკრატიაზე დამყარებულ განსჯას (მცდარია, თუ ჭეშმარიტი) - არ ექვემდებარება.
„და კვლავ (აქ - მეორედ მოსვლისას) ამბობდა იესუ, და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება არ ივლის ბნელში, არამედ ექნება საუკუნო ნათელი“ [იოანე 8,12].
უფლისმიერი სიმართლის გზის მაძიებელნო - ავირჩიოთ ნათელი, და მარადჟამს - „ეზიარეთ სწავლას (კოდია) თუნდაც დიდძალი ვერცხლის ფასად. და მისი წყალობით უამრავ ოქროს შეიძენთ. გაიხაროს სულმა თქვენმა მისი მოწყალებით და ნუ შეგრცხვებათ მისი ქებისა. დროულად აკეთეთ თქვენი საქმე და თქვენს საზღაურს თავის დროზე გადაგიხდით“ [ზირ. 51,28-30].
ვისაც ყური აქვს ისმინოს.
ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!
სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლეს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ(გელა)
სალუაშვილი