ისტორიული სამართლიანობის აღდგენისაკენ გადასადგმელი მორიგი ნაბიჯი

 

მეოცე საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში, საქართველოში მძლავრ ტალღად აზვირთებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის ფაქტობრივმა ლიდერმა - ზვიად გამსახურდიამ, ზუსტად გათვლილი სტრატეგიისა და ტაქტიკური ელემენტების შეჯერების გზით, ქვეყნის სათავეში მყოფ კომუნისტურ პარტიას, 1990 წ. მრავალპარტიული არჩევნების დანიშვნა აიძულა.

რუსეთის - საბჭოთა იმპერიის ოკუპაციისა და ანექსიის პირობებში 70 წლიანი ყოფნის მიჯნაზე, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის საჭირო იურიდიული ბაზის შექმნა დაიწყო.

პირველსავე სესიაზე, 1990 წ. 14 ნოემბერს, სხვა მნიშვნელოვან აქტებთან ერთად, მიღებული იქნა კანონი - „გარდამავალი პერიოდის გამოცვადების შესახებ“;

ახალი კონსტიტუციის შემუშავება-მიღებამდე, 1978 წ. რედაქციის კონსტიტუციური ტექსტი, მთლიანად გაიწმინდა საბჭოური თემატიკის შემცველი ჩანაწერისაგან.

1918-1921 წლების სქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამრათალმემკვიდრეობის საკითხი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა - საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებთან მიმართებით.

შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საფუძვლად დადებოდა, ხსენებული საზღვრების იურიდიულად გამომკვეთი - 1918 წ. 26 მაისს მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცადებასან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

აღნიშნული დოკუმენტის სულისკვეთებით ჩატარებული - 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმზე დაფიქსირებული, საქართველოს მოსახლეობის 90%-ის მხარდაჭერის საფუძველზე, 1991 წ. 9 აპრილს, ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარებით მოქმედი, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოცხადებული: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, რომელიც აფიქსირებს საქართველოს კანონიერ სწრაფვას ჩვენი ქვეყნის რეალურ საზღვრებთან დაკავშირებით.

დღეისათვის მოქმედ კონსტიტუციურ კანონში, ზემოთქმული სულისკვეთების დამადასტურებელი ჩანაწერი, ზვიად გამსახურდიას მაღალი პოლიტიკური ალღოს დამადასტურებელი ის მორიგი სამართლებრივი აქტია, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ეფუძნება.

1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი სამხედრო გადატრიალების გამო, სისხლიანი დაპირისპირების მზარდი მაშტაბის თავიდან აცილების მიზნით - საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, თავის მომხრე პოლიტიკური გუნდის ნაწილთან ერთად - იძულებით დატოვა საქართველო.

ქვეყნის სათავეში მოსულ კრიმინალურ ბანდებთან გათქვეფილი ე.წ. ოპზიციური ძალების მოსვლის დღიდან მოყოლებული - დღემდე, ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ საქმიანობასთან შინაგანი დაპირისპირების მატარებლობისა გამო, არც ერთმა ხელისუფლებამ არ ისურვა სათანადი კუთხით წარმოეჩინა ზვიად გამსახურდიას პიროვნული როლი საქართველოს უახლოეს ისტორიაში.

კერძოდ, საქართველოს ბედზე მაფიქრალი მოსახლების უდიდესი ნაწილის ზემოქმედების გამო:

2007 წელს, ჩეჩნეთის მიწაში დამარხული ზვიად გამსახურდიას ნეშტი - მთაწმინდის პანთეონში იქნა გადმოსვენებული;

2013 წელს ზვიად გამსახურდიას მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება;

2018 წლს, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდა; და სხვა.

 

წინამდებარე სათქმელის მთავარი არსის თაობაზე საუბრის გაგრძელებამდე, აი რა გვინდა მოგახსენოთ.

ლასკარისეულ ცნობიერებასთან ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ბოლო ჟამის მდინარებაში ყველას და ყველაფერს თავისი დრო აქვს.

1996-1997 წლების გასაყარზე „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის“ დაარსებიდან მოყოლებული, გარკვეული შესამზადებელი კვლევის ჩატარების შემდეგ, 1999 წელს, ჩვენს გაზეთში „დედა[ნი] ენის სასწაული“ გამოვაქვეყნეთ ვრცელი წერილი - „ვინ არსის ბიბლიის მიხედვით ზვიად გამსახურდია“;

ამ საკითხის სხადასხვა კუთხით გაშუქებას - ჩვენი ორგანიზაციის მიერ გამოცემული არაერთი კრებული მივუძღვენით;

2004 და 2012 წლებში, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სინოდის წინაშე დავაყენეთ - ზვიად გამსახურდიას წმინდანად შერაცხვის საკითხი, და სხვა.

 

სულიერი თემატიკის გარდა, ზვიად გამსახურდიას ფენომენის საკითხის წინწამოწევას დაეთმო, 1992 წ. იანვარში დაარსებული, ჩვენი პარტიის - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“- პოლიტიკური საქმიანობის ძირითადი ნაწილი. კერძოდ:

1994 წ. სექტემბერში პარტიის ბაზაზე დავაფუძნეთ - „ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მემკვიდრეობის“ მოსამზადებელი - სარედაქციო საბჭო.

მოძიებული მასალის ბაზაზე, 1995 წლიდან მოყოლებული, ეტაპობრივად გამოვეცით ათზე მეტი პოლიტიკური ხასიათის კრებული;

1995 წ. 31 მარტს დავაარსეთ: „ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია“;

1995 წ. 5 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკს ვუწოდეთ: „ზვიადის გზა - ხმა ერისა’;

1996 წ. 9 აპრილს გამოვეცით, ჩვენივე გაზეთის: „არჩევანის“ დამატება, გაზეთი „ზვიადის გზა’;

2018 წელს დავაარსეთ: „ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის“ აკადემია“; და სხვა.

 

ბოლო ჟამის სათანადოდ გააზრებაში, განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია იოანეს სახარების მე-17 თავი. საიდუმლო სერობისას, მაცხოვრის მიერ გადმოცემული კოდირებული ტექსტში, სხვა საკითხთან ერთად - „ზეციური მამის არსისა“ და მისი „სახელის“ არსსობრივი მხარის ორი ეტაპია მოცემული.

პირობით 1-ელ ნაწილში, რომელიც, ჩვენი აზრით - ზემოთ გადმოცემულ დროის მონაკვეთში ლასკარის მიერ განხორციელებულ საქმიანობას ეხება, კერძოდ ვკითხულობთ:

„1. ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ...

4     მე განგადიდე დედამიწაზე [აქ -საქართველოში]; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად...           

6     გამოვუცხადე შენი სახელი [აქ, „ ძე შობილობის“ არსის მატარებელი - ზვიად გამსახურდიას თემატიკის გასაჯარისება] ადამიანებს, რომლებიც მომეცა ქვეყნისაგან; შენი იყვნენ და მე მომეცი, და დაიცვეს შენი სიტყვა [აქ, მათ - ვისაც, ბოლო ჟამში, ყური სასმენლად აქვს მომართული]...     

25   მამაო მართალო! ქვეყანამ ვერ გიცნო, მე კი გიცანი [აქ - ლასკარზეა მინიშნება], და მათაც სცნეს, რომ შენ მომავლინე“ [იოანე 17,1; 4; 6; 25].

 

იოანეს სახარების მე-17 თავის პირობით მე-2 ნაწილში მოცემულია ის კოდირებული მინიშნება, რომელიც ბოლო ჟამში, -მაცხოვრის მიერ ამქეყნიური საქმიანობის მიწურულს, ანუ - ზეცად ამაღლებამდე [აქ, „ძე კაცისას“ არსის მატარებელის პირის - ძალმოსსილებით აღჭურვამდე] უნდა აცხადდეს.

უფალი იესუ ქრისტე ბრძანებს - 26. მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ...“-ო [იოანე 17,26].

 

ზემოთ გადმოცემული მიზეზისა გამო, დღემდე, საქართველოს ვერც ერთ კუთხეში ვერ ნახავთ 1991 წ. 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდბელობის აღდგენისა, და ამ საქმეში ზვიად გამსახურდიას პიროვნული როლის სათანადოდ წარმომჩენი, ვიზუალური აღქმის მინიშნებას.

ყოველგვარი ლოგიკის თანახმად ეს უნდა მოხდეს, ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დოკუმენტის მიღების ადგილის, ანუ საქართველოს პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიაზე.

ამდაგვარი გადაწყვეტილების თაობაზე მსჯელობის დაწყებისა, თუ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდელ დროში წარმართულ ძალისხმევაზე „დასახარჯი“ ბოლო ჟამის კონკრეტული მონაკვეთი, ჩვენის აზრით, ზემოთ უკვე აღნიშნულ - „ძე კაცისა“ მიწიური საქმიანობის დამამთავრებელი ეტაპს ე.წ. „ჩარჩოებშია“ მოქცეული.

 

სწორედ ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე, 2019 წ. ივნისის ბოლოდან დაწყებული ერთგვარი შესამზადებელი საქმიანობის ბოლოს, კერძოდ 24, 25 და 26 სექტემბერს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მომზადებული „ღია მიმართვის“ ტექსი ჩაბარდა:

საქართველოს მთავრობას [ბ-ნ გიორგი გახარიას], ჩაბ. N37532, 24/09/2019;

საქართველოს პარლამენტს [ბ-ნ არჩილ თალაკვაძეს], ჩაბ N 1-17919/19, 25/09/2019; და

ქ. თბილისის მერიას [ბ-ნ კახი კალაძეს], ჩაბ. N 10/01192693067-01, 26/09/2019.

ხსენებულ სამივე სახელმწიფო სტრუქტურას შევთავაზეთ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სათანადოდ შერჩეულ ადგილას დაიდგას: „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდბელობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალი“;

მომზადდა: 6 წთ და 26 წმ-ის ხანგრძლივობის ვიდეო სიუჟეტი [ოპერატორი - სოლომონ ბაიაშვილი]; და მემორიალის მაკეტი [1:20 მაშტაბი; არქიტ, ზაალ სალუაშვილი];

ჩატარდა მემორიალის სრული კონსტრუქციული ანგარიში [კონსტრ. ტექნიკურ მეცნიერებათა აკად, დოქტორი, სტუ-ს პროფესორი ბექს (ბიჭიკო) სურგულაზე].

 

ამ ე.წ. შესავლის შემდეგ, წარმოგიდგენთ სახარებაში დაფიქსირებული, ზემოთ გადმოცემული მინიშნების - მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ...“-ო [იოანე 17,26], პრაქტიკული გამოვლენის დამადასტურებელი მასალის შემცველ დოკუმენტურ მასალას.

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ არჩილ თალაკვაძეს!

 

ზვიად გამსახურდიას სახელობის

„თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“

 

ღია მიმართვა

 

ბატონო არჩილ!

როგორც მოგეხსენებათ - გასული საუკუნის 80-90 წლების გასაყარზე, ორ წლიანი ინტერვალით მომხდარი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პროცესი - 1989 წ. 9 აპრილის ტრაგედია, და - 1991 წ. 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება - ორგანულად დაუკავშირდა ერთმანეთს.

 

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აღმართული, 1989 წ. 9 აპრილს საბჭოთა იმპერიის ჯარის მიერ საპროტესტო მშვიდობიანი მიტინგის სისხლიანი დარბევის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, ყველა მნახველს ახსენებს ამ ადგილას განვითარებულ მოვლენას.

 

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა ტრაგიკული დაღუპვიდან ორი წლის თავზე - 1991 წ. 9 აპრილს, ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით მოქმედმა, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, მიიღო - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

მიზეზთა გამო, დღემდე - ვერც ერთი მოწვევის პარლამენტმა ვერ შეძლო, ამ ფაქტის შესაბამისი წარმოჩენის თაობაზე პოზიციის დაფიქსირება.

 

ბატონო არჩილ!

ვიზიარებთ რა ისტორიული სამართლიანობის აღდგენისაკენ ორიენტირებული დღევანდელი მმართველი ძალის საქმიანობის სულისკვეთებასა და

ვითვალისწინებთ რა ქვეყნის ისტორიის ამსახველ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოთა წარმოჩენისაკენ გადაგმული ნაბიჯის მნიშვნელობას, გთავაზობთ:

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების ადგილას, ანუ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დაიდგას ამ მოვლენის სათანადო ვიზუალური აღთქმისათვის განკუთვნილი მემორიალი.

 

აღნიშნული საკითხის ამ კუთხით გადაწყვეტა, ვფიქრობთ, ხაზს გაუსვამს არა მარტო 1989 წ. 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წარმომადგენელთა წვლილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მიღწევის საქმეში,

არამედ, ყველა მნახველს შესაძლებლობას მისცემს სათანადოდ გაიაზროს საქართველოს უახლეს ისტორიაში 1989 წ. 9 აპრილსა და 1991 წ. 9 აპრილს მომხდარი, ამ ორი, უმნიშვნელოვანესი მოვლენის ორგანული ურთიერთ კავშირის მნიშვნელობა.

 

პარლამენტის შენობის საერთო ფასადური ფონის გათვალისწინებით - „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალი“, უნდა დაიდგას 1989 წ. 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი მემორიალის მარჯვენა გვერდითა მხარეს იმ მანძილზე, რომ დაცული იყოს ამ ორი ძეგლის პარლამენტის შენობის ფონზე განთავსების სიმეტრიულობა.

 

ბატონო არჩილ!

თქვენი და თქვენი გუნდის მიერ, მოახლოებული 2020 წ. საპარლამენტო არჩევნების ფონზე, სათანადო პოლიტიკური ნების დაფიქსირების შემთხვევაში, ხსენებული - „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის“, თუნდაც:

- 2019 წლის 31 დეკემბერს,

ანდა - 2020 წ. 9 აპრილის დღეებში გახსნა, კარგი საჩუქარი იქნება:

არა მარტო - ჩვენი ქვეყნის ბედზე მაფიქრალთათვის;

არამედ ხელს შეუწყობს - დღევანდელ მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და საქართველოს ამომრჩეველთა შორის სათანადო თანამოაზრეობის სულისკვეთების გამყარებას.

 

ჩვენ კი, როგორც - მიმდინარე ბოლო ჟამის კვლევის კუთხიდან მომზირალი, და დღევანდელობაში განვითარებული მოვლენების ობიექტურად შემსწავლელი ჯგუფის წარმომადგენლებმა,

თქვენგან გამოხატული მზაობის შემთხვევაში, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის“ პრაქტიკული განხორციელების საკითხთან დაკავშირებით გამართულ ნებისმიერ შეხვედრაში.

 

16-17 ათასი ლარის სავარაუდი ხარჯთახრიცხვის მქონე - „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის“

დანართი: სულ - 24 გვერდი; მათ შორის:

1. დანართი N1: აღწერილობა - 4 გვ.; შესაბამისი სურათები - 8 გვ.;

2. დანართი N2: კონსტრუქციული გაანგარიშება - 2 გვ.;

3.დანართი N3: სამუშაოის თანამიმდევრობა - 3 გვ.; შესაბამისი სურათები - 7 გვ.;

 

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი,

2019 წ. 19 სექტემბერი  

 


...

საძმო გზებს ეძებენ და

საქართველოს ღმერთს ავედრებენ:

„ღმერთს ებარებოდე შენ ჩემო ერო,

სულით ძლიერო, გაუტეხელო,

ღვთისმშობლის სათაყვანებელო.

ზეცის საწმინდარზე ზეამაღლებულო.

დაილოცოს საქართველოს კუთხე-კუნჭულ

ნაწილ-ნაწილ კი არა,

დაილოცოს საქართველო მთლიანად;

ფუძიანად; შტოიანად; სისხლ-ძარღვიან ვაზიანად - „ჯვრიანად“.

დაილოცოს საქართველო მთლიანად.

დინა [დიანა] ჯიქია


...

მოგესალმები, ლასკარო!

დაგილოცავ მსმენელებსა,

ის ჟამი მოგვიახლოვდა,

გნახავთ გახარებულსა!

 

იმისმა ზარმაც დარეკა,

ვინც ფეხით ბევრი იარა,

თბილისიდან გერგეთამდე

ფეხით რომ შემოიარა!

 

უფალი მოწყალე არის,

არავის უკარგავს ამაგსა,

მძიმე ტვირთი რომ ატარეთ,

ის გადაგიხდით სამმაგსა!

სუყველას გააგებინეთ,

გაიგოს მათმა ყურებმა,

განკითხვა კარს გვიკაკუნებს

არ გვინდა ცოდვილთ ყურება.

მე ჩემგან სუყველას გეტყვით,

გაისუფთავეთ გულები,

ვეღარაფერს ვერ გიშველით

ეგ დამღუპველი ფულები!

 

ეკატერინე

ხრიკული