საქართველოს იუსტიციის მინისტრს

 ქალბატონ თეა წულუკიანს!

 

N28 საარჩევნო გაერთიანების:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ქალბატონო თეა!

ვითვალისწინებთ რა იმის აუცილებლობას, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტს გარანტირებული უნდა ჰქონდეს თანაბარი წინასაარჩევნო პირობები, და

გამოვხატავთ რა თქვენდამი პატივისცემას ზემოთ აღნიშნულის პრაქტიკულად რეალიზებისათვის გაწეული ძალისხმევის გამო,

წარმოგიდგენთ - სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის დარეგულირების მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილების განსახორციელებად საჭირო წინადადებათა პაკეტს:

საქართველოს ორგანულ კანონში: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებდა საქართველოს ორგანული კანონში: საქართველოს საარჩევნო კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ.

ჩვენს მიერ შემუშავებული რეგულაციის ძირითადი პრინციპები ასეთია:

 

1. წინათქმა

წინამდებარე რეგულაციის მიზანია ახლებურად დარეგულირდეს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების წესი.

ჯანსაღი კონკურენციის ძირეული პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარე უარი უნდა ითქვას პოლიტიკური გაერთიანებების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მანკიერ პრაქტიკაზე.

პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა მოქმედებდნენ ქვეყნის მოსახლეობის რეალური მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური გაერთიანებები. შესაბამისად, მათი დაფინანსებაც უნდა ხდებოდეს, მხოლოდ, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების კონკრეტული პროგრამის მხარდაჭერის მიზნით. მოსახლეობის მხრიდან გაღებული მატერიალური თუ არამატერიალური სახსრების მეშვეობით.


2. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“

საქართველოს ორგანულ კანონში

შესატანი ცვლილებები

ცვლილებები უნდა შევიდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 თავში - „პარტიის ქონება და ფინანსები, პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი“. კერძოდ:

- სახელმწიფო დაფინანსებაზე უარის თქმის პრინციპიდან გამომდინარე, პარტიის ქონების განმსაზღვრელ კანონის 25 თავის პირველი პუნქტის ჩამონათვალში: უნდა გაუქმდეს - „გ“ ქვეპუნქტისმიერი ჩანაწერი: „გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა“; აღნიშნულის გათვალისწინებით ახლებურად უნდა შემუშავდეს, ამავე პუნქტის - „დ“ ქვეპუნქტი;

- პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად თანხის გამოყოფის განმსაზღვრელი  კანონის 291-ე, 30-ე და 31-ე მუხლები - უნდა გაუქმდეს;

- საჭიროა ცვლილებები შევიდეს კანონით განსაზღვრული „დაფინანსების ფონდის“ დამარეგულირებელ ჩანაწერში [კანონის 301-ე მუხლის: პირველი, მე-2; მე-4 და მე-12 პუნქტები]. კერძოდ, ამ ფონდის მეშვეობით აღარ უნდა მოხდეს პარტიების დაფინანსება, და ფონდისთვის განკუთვნილი თანხა მხოლოდ არასამთავრობო სექტორის განვითარებისათვის განისაზღვროს.

- უნდა  გაუქმდეს კანონის 301-ე მუხლის მე-7; მე-8 და მე-11 პუნქტები;

- კანონის 32-ე მუხლის: პირველი პუნქტიდან ამოღებულ უნდა იქნეს ფრაზა:სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი“;

- პარტიის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადებში წარუდგენლობისათვის [მუხლი 34], ნაცვლად კანონის არსებული დეფინიციისა: „იგი კარგავს ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში“, სანქციის მიზნით, შემოთავაზებულია, ასეთი პოლიტიკური პარტიებისათვის - უახლოეს არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა.


3. საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“

შესატანი ცვლილებები

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის თითოეული მუხლი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტებისათვის მაქსიმალურად თანაბარ პირობები იყოს უზრუნველყოფილი. შემოთავაზებული რეგულაციების თაობაზე შეიძლება ითქვას შემდეგი:

- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის გაუქმების გამო, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების პრინციპზე უარიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს ცნება - „კვალიფიციური პარტია“.  პარტიათა ერთგვარი კლასიფიკაციის თვალსაზრისით შემოთავაზებულია ცნება - „საპარლამენტო პარტია“, რომლის ქვეშაც მოიაზრება პარტია რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში|

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მე-2 მუხლში [„ტერმინთა განმარტება“], „რ1“ [კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი] და „უ1“ [კვალიფიციური პარტია ] პუნქტები უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ1) საპარლამენტო საარჩევნო სუბიექტი - ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საპარლამენტო პარტია ან საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია საპარლამენტო პარტია.“;

„უ1) საპარლამენტო  პარტია - პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.“;

- მთლიანობაში, სხვადასხვა სახის ცვლილებას დაექვემდებარება კანონის: 43-ე, 48-ე, 50-ე, 51-ე, 54-ე, 113-ე, 129-ე, 142-ე, 1858-ე და 18510-ე  მუხლები;

- კანონის „მუხლი 56. საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“ სრულიად ახლებური შინაარსით უნდა ჩამოყალიბდეს. კერძოდ:

წინამდებარე რეგულაცია ითვალისწინებს, რომ, თანაბარი პირობების მქონე წინასარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაბამისი არჩევნებისათვის, გამოყოფილი იქნეს წინასწარ დადგენილი კონკრეთული თანხა, ჩვენი შემოთავაზებით  - ხუთი მილიონის ოდენობის ფულადი თანხა.

ხსენებული ხუთი მილიონი თანაბრად გადანაწილდება - შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებზე, და ჩაირიცხება მათ საარჩევნო ფონდში, ამ კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მეორე დღეს.

საარჩევნო სუბიექტებს, ამ კანონით უზრუნველყოფილ უფასო სარეკლამო საეთერო დროსთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრებით, სურვილისამებრ, შეიძინონ - ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად საჭირო საეთერო დრო.

დანართი

- ზემოთქმულის გათვალისწინებით შემუშავებულ, საკანონმდებლო ცვლილებათა ამსახველი რეგულაციის პროექტი [დანართი N1];

- 2013-2016 წ.წ. პარტიების მიერ მიღებული საბიუჯეტო თანხები [დანართი N2];

- ე.წ. კვალიფიციური პარტიების მიერ 2017 წ. არჩევნებში მიღებული შედეგები [დანართი N3].

პატივისცემით

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი,  2017 წლის  9 ნოემბერი

ტელ.: 5 (91) 63-63-36;

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.



დანართი N 1

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

და

საქართველოს ორგანული კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ


თავი პირველი:

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანული კანონში:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1.მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. გაუქმდეს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი;

2. კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) სიმბოლიკის დამზადებითა და გავრცელებით, ლექციების, გამოფენებისა და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობით, აგრეთვე საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო და სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.“;

3. გაუქმდეს კანონის 291-ე მუხლი;

4. გაუქმდეს კანონის 30-ე მუხლი;

5. კანონის 301-ე მუხლის: პირველი, მე-2; მე-4 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გადაირიცხება თანხა ფონდში, რომლის მიზანია არასამთავრობო სექტორის განვითარებისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

2. ფონდიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესით.“;

„4. ფონდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასარიცხი თანხა უნდა იყოს ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს ცესკოსთვის გამოყოფილი თანხის 20%.“;

„12. თუ არასამთავრობო სექტორი ვერ გამოიყენებენ ამ ფონდიდან მათთვის გასაცემ თანხას, ეს თანხა გასანაწილებლად გადავა მომდევნო წელს.“;

6. გაუქმდეს კანონის 301-ე მუხლის მე-7; მე-8 და მე-11 პუნქტები;

7. გაუქმდეს კანონის 31-ე მუხლი;

8. კანონის 32-ე მუხლის: პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„1. პარტია ყოველი წლის 1 თებერვლამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უგზავნის გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად. პარტიის იურიდიული მისამართის მიხედვით ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში იგზავნება დეკლარაციისა და აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნის ასლები. დეკლარაციაში აისახება პარტიის წლიური შემოსავალი (საწევრო შენატანებისა და შემოწირულებების ოდენობები, საწევრო შენატანების განმახორციელებელ მოქალაქეთა ვინაობა, მონაცემები შემოწირულებების განმახორციელებელი მოქალაქეებისა და იურიდიული პირების თაობაზე, პარტიის მიერ საგამომცემლო საქმიანობიდან და სხვადასხვა ღონისძიების მოწყობით მიღებული თანხები) და გასავალი (არჩევნებზე, სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსებაზე, შრომის ანაზღაურებასა და მივლინებაზე გაწეული და სხვა ხარჯები), აგრეთვე ქონებრივი მდგომარეობის ანგარიში (კუთვნილი შენობა-ნაგებობებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და სახეობა, მათი საერთო ღირებულება, საბანკო დაწესებულებებში რიცხული თანხების ოდენობა).

9. კანონის 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„მუხლი 34, თუ პარტია დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მას წერილობით გააფრთხილებს და მოსთხოვს ხარვეზის 5 დღის განმავლობაში აღმოფხვრას. თუ პარტია 5 დღის გასვლის შემდეგაც არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, იგი კარგავს მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

თავი მეორე

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება

1. მე-2 მუხლის „რ1“ და „უ1“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ1) საპარლამენტო საარჩევნო სუბიექტი - ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საპარლამენტო პარტია ან საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია საპარლამენტო პარტია.“;

„უ1) საპარლამენტო  პარტია - პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.“;

 

2. 43-ე მუხლის პირველი და პირველი1 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არჩევნებში მონაწილე საპარლამენტო საარჩევნო სუბიექტი (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე საპარლამენტო პარტია, აგრეთვე საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია საპარლამენტო პარტია) არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით, ხოლო ის საარჩევნო ბლოკი, რომელშიც 2 ან 2-ზე მეტი საპარლამენტო პარტიაა გაერთიანებული, დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 150 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 200 ლარის ოდენობით. ის საარჩევნო ბლოკი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის არცერთი საპარლამენტო პარტია, მაგრამ მასში გაერთიანებული პარტიების მიერ ბოლო საპარლამენტო ან ბოლო მუნიციპალიტეტების ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საერთო არჩევნებში, ერთ-ერთში მაინც, მიღებული ხმების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ია ან 3%-ზე მეტია, არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით. ერთი საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი თანხა გაიცემა მხოლოდ ამ საარჩევნო უბანზე დანიშნულ წარმომადგენელზე (წარმომადგენლებზე).

11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება შესაბამის საარჩევნო ოლქებსა და საარჩევნო უბნებში არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში გაიცემა მხოლოდ იმ საპარლამენტო საარჩევნო სუბიექტებზე, რომელთა მიერ წარდგენილი კანდიდატებიც მონაწილეობენ არჩევნების მეორე ტურში.“;

 

3. 48-ე მუხლის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისიის საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ საარჩევნო სუბიექტები, აგრეთვე პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც უწყებათაშორის კომისიას მიაწვდიან ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ.“;

 

4. 50-ე მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება:

„1. კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-30 - დღიდან...“ [შემდეგ როგორც ტექსტშია];

 

5. 50 - მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ტელე - ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს;

 

6. 51 - მუხლის მე-2, მე-3; მე-5; მე-6, მე-61, მე-62, მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს.“;

„3. ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები საეთერო დროის თანაბრად განაწილების, დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის შესახებ ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-5, მე-6 და 61 პუნქტებში აღნიშნულ მაუწყებლებზე და ძალაში შედის მხოლოდ, ამ კანონის მიხედვით, შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის დადგენის დღიდან;

 „5. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის დადგენის დღიდან თავიანთ ეთერში ყოველ საათში 5 წუთი გამოყონ წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის“;

„6. საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის დადგენის დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში გამოყოს არანაკლებ 7,5 წუთისა წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.“;

„61. მაუწყებელი, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული მაუწყებლებისა, ვალდებულია უსასყიდლოდ განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა არჩევნების დღემდე ბოლო 20 დღის განმავლობაში, საარჩევნო სუბიექტისათვის - მის მიერ შეძენილი სარეკლამო დროის ტოლი დრო, რომელიც ისე უნდა განაწილდეს, რომ 3 საათში 90 წამზე მეტი არ დაიკავოს. საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს (თუ ფასიანი რეკლამა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საუკეთესო დროის შუალედში განთავსდა, უფასო სარეკლამო დროც ქვემოთ დადგენილი პროპორციით იმავე შუალედში, იმავე დღეს ან დამკვეთთან შეთანხმებით − სხვა დღეს უნდა გამოიყოს. ყველა სხვა შემთხვევაში უფასო სარეკლამო დრო უნდა გამოიყოს სამაუწყებლო ბადეში ფასიანი რეკლამის განთავსების დროიდან სამსაათიან შუალედში, იმავე დღეს ან დამკვეთთან შეთანხმებით − სხვა დღეს. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი უფასო სარეკლამო დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა სარეკლამო დროისათვის).“;

„62. ამ მუხლის 61 პუნქტში აღნიშნული მაუწყებლები, რომლებსაც სურთ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება, არჩევნების დანიშვნის დღიდან 15 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 55-ე დღისა, ცესკოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცემენ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკისა და სარეკლამო დროის ფასის შესახებ ინფორმაციას. ამ ინფორმაციას ცესკო 1 დღის ვადაში განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. საარჩევნო სუბიექტი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-20 დღისა ცესკოსა და შესაბამის მაუწყებელს გადასცემს ინფორმაციას ყოველ კონკრეტულ მაუწყებელში, ზემოაღნიშნული გრაფიკის გათვალისწინებით, სარეკლამო დროის შეძენის შესახებ (ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და შესაძენი სარეკლამო დროის ხანგრძლივობა). მაუწყებელი, რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა სარეკლამო დრო შეიძინა, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა ცესკოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცემს ინფორმაციას ამ მუხლის 61 პუნქტის შესაბამისად რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად გამოყოფილი დროის შესახებ (ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და სარეკლამო დროის ხანგრძლივობა). ამ ინფორმაციას ცესკო 1 დღის ვადაში განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.“;

„12. საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო (საჯარო სამართლის იურიდიული პირები) ვალდებულია, საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით, გამოყოს დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ამ სუბიექტებს შორის.“;

„13. პარტიები, საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შემთხვევაში, მიუხედავად მათი რაოდენობისა, საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის მომდევნო დღიდან კარგავენ უფასო საეთერო დროის გამოყენების უფლებას, ხოლო ეს საარჩევნო ბლოკი იმავე დღიდან იძენს მას, როგორც ერთი საარჩევნო სუბიექტი.“;

 

7. 51-ე მუხლის მე-7, მე-8, მე9, მე-10 და მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

 

8. 54-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ, ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისათვის, მათ შორის ფასიანი სარეკლამო დროის შეძენის მიზნით, შესაბამის საარჩევნო ფონდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმორიცხული ფულადი სახსრების გარდა სხვა ფულადი სახსრების გამოყენება.“;

 

9. 54-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

10. მუხლი 56. საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო სუბიექტებისათვის საარჩევნო დაფინანსების მიზნით გამოყოფილია ხუთი მილიონი ლარი, რომელიც თანაბრად ნაწილდება, შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებზე.

2. შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებული საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო ფონდში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრის ჩარიცხვა უნდა მოხდეს, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის დადგენის მეორე დღეს.“.

 

11. 113-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით დადგენილ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-) ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 38- მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.“;

 

12. 129-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ პირობებს, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57- დღისა. განცხადების მიღებისთანავე მას გადაეცემა ცესკოს მიერ დადგენილი ფორმის პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია, რომელიც არ არის საპარლამენტო საარჩევნო სუბიექტი, ვალდებულია შუალედური არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50- დღისა ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-) ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სია მოწმდება ამ კანონის 38- მუხლით დადგენილი წესით. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 113- მუხლით დადგენილი წესით.“; 

 

13. 142-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოსსაკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-) ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 38- მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში ამოწმებს. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.“.

 

14. კანონის 1858-ე და 18510-ე მუხლებში ტერმინი „კვალიფიციური“ შეიცვალოს ტერმინით „საპარლამენტო“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

დანართი N2

2012 – 2016  წ.წ. 

ერთ მილიონზე მეტი დაფინანსება მიიღო - 13 კვალიფიციურმა პარტიამ,

რომელთა დასაფინანსებლადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცა - 40 397 763 ლარი

 

N

კვალიფიც. პარტია

2012

2013

2014

2015

2016

სულ

1

[1]

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

 

1 967 074

 

2 321 528

 

2 743 264

 

2 649 280

 

2 526 395

 

12 207 541

2

 [1]

ქრისტიან-კონსერვატიული პარტია

 

-

 

-

 

715 132

 

835 416

 

835 417

 

2 385 964

 

 

 

 

 

 

 

14 593 505

3

 [2]

ქართული ოცნება-

დემოკრატიული საქართველო

 

90 337

 

602 352

 

951 217

 

843 752

 

1 029 798

 

3 517 456

4

 [2]

საქართველოს კონსერვატიული პარტია

 

245 278

 

479 952

 

723 280

 

721 352

 

674 000

 

2 843 862

5

[2]

თავისუფალი დემოკრატები

203 066

479 952

669 743

721 352

717 721

2 791 834

6

[2]

საქართველოს რესპუბლიკური პარტია

 

213 066

 

479 952

 

696,280

 

721 352

 

674 000

 

2 784 650

7 [2]

ეროვნული ფორუმი

147 759

479 952

698 280

721 352

674 000

2 072  143

8 [2]

ხალხის პარტია

228 737

315 978

214 943

-

-

759 658

 

 

 

 

 

 

 

14 769 603

9

[3]

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა

 

-

 

-

 

649 925

 

1 470 484

 

1 470 484

 

3 590 893

10

[3]

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

 

679 769

 

 

383 199

 

 

898 246

 

-

 

-

 

1 152 794

 

 

 

 

 

 

 

4 743 687

11

მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

 

351 177

 

 

479 952

 

723 280

 

721 352

 

709 000

 

2 984 761

12

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

 

392 894

 

 

-

 

489 728

 

 

610 020

 

621 630

 

2 114 272

13

საქართველოს პატრიოტთა

ალიანსი

 

-

 

-

 

516 639

 

 

636 936

 

675 296

 

1 191 935

წლიური ჯამური მაჩვენებელი

4 518 657

6 502 769

9 992 177

10 652 648

10 607 741

40 397 763

 


დანართი N 3

2016 წ. კვალიფიციურ პარტიებს ბიუჯეტიდან ჩაერიცხათ - 10 872 898 ლარი

დაწესებული 3% საარჩევნო ბარიერი გადალახა - 6 კვალიფიციურმა პარტიამ

კვალიფიციური პარტიის სტატუსის მისაღებად საჭირო 3% ზღვარი ვერ გადალახა

9 კვალიფიციურმა პარტიამ [ჯამური დაფინანსება - 2 270 737 ლარი]

არჩევნებში საერთოდ  არ მიიღო მონაწილეობა - 5 კვალიფიციურმა პარტიამ

[ჯამური დაფინანსება - 2 788 338 ლარი]

 

 

N

კვალიფიციური

პოლიტიკური

გაერთიანება

2016 წ. დაფინანსება

[ლარი]

 

სულ

2017 წ. არჩევნების მაჩვენებელი

1

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

2 526 395

 

3 361 812

256 452

(17.08 %)

 

2

საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია

835 417

3

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა

1 470 484

 

892

(0.06 %)

4

ქართული ოცნება-

დემოკრატიული საქართველო

1 029 798

 

837 119

(55.74 %)

5

თავისუფალი დემოკრატები

717 721

 

-

6

მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

709 000

 

-

7

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

675 296

 

98 453 (6.56%)

8

საქართველოს კონსერვატიული პარტია

674 000

 

-

9

საქართველოს რესპუბლიკური პარტია

674 000

 

11 174 (0.74%)

10

ეროვნული ფორუმი

674 000

 

-

11

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

621 630

 

49 108(3.27 %)

12

ევროპული საქართველო

125 287

 

156 221

(10.4 %)

13

დემოკრატიული მოძრაობა-

ერთიანი საქართველო

38 582

 

52 199

38 888

 

(2.59 %)

14

თავისუფალი საქართველო

13 617

15

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

33 203

 

606 (0.04 %)

16

სამოქალაქო პლატფორმა -

ახალი საქართველო

 

33 203

 

18 429

(1.23 %)

17

თავისუფლება-

ზვიად გამსახურდიას გზა

13,617

 

9 101 

(0.61 %)

18

ახალი ქრისტიან-დემოკრატები

13,617

 

267 (0.02 %)

19

ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი

13,617

 

226 (0.02 %)

20

საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და

პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა

13,617

 

-