საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ირაკლი კობახიძეს


N28 საარჩევნო  გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით...“

თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღია მიმართვა

2017 წ. 13 ოქტომბერს მიღებული ცვლილებების შემდგომად

 საქართველოს კონსტიტუციაში

დაგეგმილი შესწორებების ინიცირებისას

საპარლამენტო ფრაქციის შექმნის საკითხის

გათვალისწინების თაობაზე

 

ბატონო ირაკლი!

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, 2017 წ. 13 ოქტომბერს მიღებული ცვლილებების შემდგომად ფორმირებულ საქართველოს კონსტიტუციის ტექსტში, მოსალოდნელი შესწორებების ინიცირების თაობაზე გაკეთებული განცხადების შინაარსიდან გამომდინარე,

წინამდებარე წინადადებაში გვინდა შევეხოთ კონსტიტუციაში, 2020 და 2024 წ.წ. დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებისს შემდგომად ფორმირებულ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - საპარლამენტო ფრაქციების შექმნის წესის მარეგულირებელ ჩანაწერებს.

როგორც მოგეხსენებათ, ამ თვალსაზრისით, ხსენებული საქართველოს კონსტიტუციის ტექსტი ადგენს სამი სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის  საქმიანობის მარეგულირებელ წესს:

მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში, 2016 წლის 8 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტთან მიმართებაში არსებული ჩანაწერის პარალელურად, კონსტიტუციაში  მოცემულია, ერთის მხრივ - 2020 წლისა, და მეორეს მხრივ 2024 წლიდან ათვლით ასარჩევ პარლამენტში, განსახილველი საკითხის მარეგულირებელი თემატიკა. კერძოდ:

 

1. მე-2 მუხლის მე-9 პუნქტში,

2020 წლის მოწვევის პარლამენტთან მიმართებაში

ვკითხულობთ:

საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც. არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები, აგრეთვე პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით“.

 

კომენტარი:

როგორც ვხედავთ, კანონპროექტში არაფერია ნათქვამი:

 - არც: ფრაქციის შექმნის წესზე [რამდენი ფრაქციის შექმნის უფლება აქვთ:

1) 3%-იანი საარჩევნო ბარიერგადალახულ პოლიტიკურ პარტიებს; და

2) მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებს]; და

- არც: საპარლამენტო ფრაქციის წევრთა მინიმალურ რაოდენობაზე.

 

აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, გთავაზობთ, რომ განსახილველ მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „მე-91“ პუნქტი:

„91. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეულ პარლამენტ:

ა) ერთი პარტიული სიით არჩეულმა პარლამენტის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია.

ბ) ერთ პარტიულ სიაში მყოფმა პარლამენტის მაჟორიტარმა წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია.

გ) პარლამენტის წევრს, თუ მისი წარმდგენი პარტიული სიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება აქვს იყოს მხოლოდ ამ პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით შექმნილი ფრაქციის წევრი.

დ) საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად არჩეულ წევრებს უფლება აქვთ შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია.’’.

 

 

2. 2024 წლისა და მისი შემდგომი მოწვევის პარლამენტთან მიმართებაში

ვკითხულობთ:

... პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან[მუხლი 37,3];

 

პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც...“ [მუხლი 37,6].

 

უშუალოდ ფრაქციის შექმნის საკითხთან მიმართებაში კი, ჩანაწერი ასეთია:

 

პარლამენტის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საპარლამენტო ფრაქციაში რეგლამენტით დადგენილი წესით. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს შვიდზე ნაკლები. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით[მუხლი 41,3].

 

კომენტარი:

როგორც ვხედავთ, საკონსტიტუციო ჩანაწერი ადგენს საპარლამენტო ფრაქციების შექმნის ახლებურ წესს, რომლის მიხედვითაც - ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია“, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ 

- საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 5%-იანი მინიმალური საარჩევნო ბარიერის გადამლახავ პოლიტიკურ პარტიას, მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მეშვეობით, მიუხედავად მის მიერ მოპოვებული სადეპუტატო მანდატის რაოდენობისა, უფლება ეძლევა შექმნას მხოლოდ ერთი საპარლამენტო ფრაქცია;

შესაბამისად, საკონსტიტუციო კანონპროექტში, სრულიად ზედმეტია, ახლებური წესის მიხედვით შესაქმნელი საპარლამენტო ფრაქციის წევრთა მინიმალური რიცხვის დადგენა, რადგანაც - საპარლამენტო პოლიტიკური პარტიის მიერ, საპარლამენტო ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა აღარ არის დამოკიდებული ფრაქციის წევრთა მინიმალურ რაოდენობაზე.

 

ბატონო ირაკლი!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ანუ 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტთან მიმართებაში, საპარლამენტო ფრაქციების შექმნის წესის დახვეწის აუცილებლობის მიზნით, ჩვენის მხრივ, გთავაზობთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებათა მომზადებისას, დღის წესრიგში დააყენოთ ზემოთგანხილული ორი საკითხი. კერძოდ:

 

1. 2020 წლის მოწვევის პარლამენტთან მიმართებით, არსებული საკონსტიტუციო ჩანაწერის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „მე-91“ პუნქტი:

„91. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეულ პარლამენტ:

ა) ერთი პარტიული სიით არჩეულმა პარლამენტის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია.

ბ) ერთ პარტიულ სიაში მყოფმა პარლამენტის მაჟორიტარმა წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია.

გ) პარლამენტის წევრს, თუ მისი წარმდგენი პარტიული სიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება აქვს იყოს მხოლოდ ამ პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით შექმნილი ფრაქციის წევრი.

დ) საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად არჩეულ წევრებს უფლება აქვთ შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია.’’.

 

2. 2024 წლის მოწვევის პარლამენტთან მიმართებით. კონსტიტუციის არსებული ჩანაწერიდან ამოღებულ იქნეს წინადადება - „ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს შვიდზე ნაკლები“. შესაბამისად:

კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის რედაქცია შემდეგ სახეს მიიღებს:

„3. პარლამენტის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საპარლამენტო ფრაქციაში რეგლამენტით დადგენილი წესით. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით“.

 

მინაწერი:

ვიზიარებთ რა - ზემოთქმული საკითხის დარეგულირებისათვის საჭირო ორმხრივი კონსულტაციის გამართვის აუცილებლობას, მზად ვართ თქვენთვის ხელსაყრელ დროსა და ფორმატში გასამართ შეხვედრაში მონაწილეობისათვის.

პატივისცემით

N28 საარჩევნო გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით...“

 თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2017 წ. 17 ოქტომბერი

 

წერილის ჩაბ. N20259

17. 10. 2017 წ.