საქართველოს პრეზიდენტს

ბატონ გიორგი მარგველაშვილს!

 

N28 საარჩევნო  გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით...“

თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღია მიმართვა

საქართველოს პარლამენტის მიერ

2017 წლის 26 სექტემბერს მესამე მოსმენით მიღებულ

საკონსტიტუციო კანონპროექტში არსებული

საპარლამენტო ფრაქციის შექმნის საკითხისათვის

 

ბატონო გიორგი!

წინამდებარე წინადადება ეხება - საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 26 სექტემბერს მე-3 მოსმენით მიღებულ  საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ, - საპარლამენტო ფრაქციების შექმნის წესის მარეგულირებელ ჩანაწერებს.

როგორც მოგეხსენებათ, ამ თვალსაზრისით, კანონპროექტი ადგენს სამი სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის  საქმიანობის მარეგულირებელ წესს. კერძოდ:

 

1. კანონპროექტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში,

2016 წლის 8 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტთან მიმართებაში

ვკითხულობთ:

პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ფრაქციაში ერთიანდება არანაკლებ ექვსი პარლამენტის წევრი. პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.

 

 

2. კანონპროექტის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტში,

2020 წლის მოწვევის პარლამენტთან მიმართებაში

ვკითხულობთ:

საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც. არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები, აგრეთვე პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით“.

 

კომენტარი:

როგორც ვხედავთ, კანონპროექტში არაფერია ნათქვამი:

 - არც: ფრაქციის შექმნის წესზე

[რამდენი ფრაქციის შექმნის უფლება აქვთ:

1) 3%-იანი საარჩევნო ბარიერგადალახულ პოლიტიკურ პარტიებს; და

2) მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებს]; და

- არც: საპარლამენტო ფრაქციის წევრთა მინიმალურ რაოდენობაზე.

 

 

3. საკონსტიტუციო კანონპროექტში -

2024 წლის მოწვევის პარლამენტთან მიმართებაში

ვკითხულობთ:

 „პარლამენტის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საპარლამენტო ფრაქციაში რეგლამენტით დადგენილი წესით. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს შვიდზე ნაკლები. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით[მუხლი 41,3].

 

კომენტარი:

როგორც ვხედავთ, კონსტიტუციური კანონპროექტის ეს ჩანაწერი ადგენს საპრლამენტო ფრაქციების შექმნის ახლებურ წესს, რომლის მიხედვითაც - ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია“, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ 

- საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 5%-იანი მინიმალური საარჩევნო ბარიერის გადამლახავ პოლიტიკურ პარტიას, მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მეშვეობით, მიუხედავად მის მიერ მოპოვებული სადეპუტატო მანდატის რაოდენობისა, უფლება ეძლევა შექმნას მხოლოდ ერთი საპარლამენტო ფრაქცია;

შესაბამისად, საკონსტიტუციო კანონპროექტში, სრულიად ზედმეტია, ახლებური წესის მიხედვით შესაქმნელი საპარლამენტო ფრაქციის წევრთა მინიმალური რიცხვის დადგენა, რადგანაც - საპარლამენტო პოლიტიკური პარტიის მიერ, საპარლამენტო ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა აღარ არის დამოკიდებული ფრაქციის წევრთა მინიმალურ რაოდენობაზე.

 

ბატონო გიორგი!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ დღის წესრიგში თავისთავად დგება - 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტთან მიმართებაში, საპარლამენტო ფრაქციების შექმნის წესის დარეგულირებისა და დახვეწის აუცილებლობა.  კერძოდ:

 

კონსტიტუციური კანონპროექტში - 2020 წლის მოწვევის პარლამენტთან მიმართებით არსებულ ჩანაწერში დაშვებულია ხარვეზი - გამორჩენილია საპარლამენტო ფრაქციების შექმნის წესი.

აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად, საჭიროა არსებულ ჩანაწერში, მცირეოდენი ცვლილებით, აისახოს კანონპროექტის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისეული რედაქცია, კერძოდ:

პარლამენტის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საპარლამენტო ფრაქციაში რეგლამენტით დადგენილი წესით. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთ ფრაქციაში. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით“. შესაბამისად:

კანონპროექტის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც. პარლამენტის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საპარლამენტო ფრაქციაში რეგლამენტით დადგენილი წესით. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთ ფრაქციაში. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით. არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები, აგრეთვე პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით;

 

2. კანონპროექტში, 2024 წლის მოწვევის პარლამენტთან მიმართებით არსებული ჩანაწერიდან ამოღებულ იქნეს წინადადება - „ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს შვიდზე ნაკლები“. შესაბამისად:

საკონსტიტუციო კანონპროექტის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის რედაქცია შემდეგ სახეს მიიღებს:

„3. პარლამენტის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საპარლამენტო ფრაქციაში რეგლამენტით დადგენილი წესით. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით“.

 

ბატონო გიორგი!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, გთავაზობთ ვეტო დაედოს, საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 26 სექტემბერს მე-3 მოსმენით მიღებული  საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტის საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ, ზემოთგანხილულ ორი მუხლის შესაბამის პუნქტებს. კერძოდ:

1. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტს და შეთავაზებული იქნეს მისი, შემდეგი ახლებური რედაქცია:

პარლამენტის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საპარლამენტო ფრაქციაში რეგლამენტით დადგენილი წესით. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით“;

და

2.  მე-2 მუხლის მე-9 პუნქტს და შეთავაზებული იქნეს მისი, შემდეგი ახლებური რედაქცია:

საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც. პარლამენტის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საპარლამენტო ფრაქციაში რეგლამენტით დადგენილი წესით. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთ ფრაქციაში. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით. არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები, აგრეთვე პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით

 

მინაწერი:

ვიზიარებთ რა - ზემოთქმული საკითხის დარეგულირებისათვის საჭირო ორმხრივი კონსულტაციის გამართვის შესაძლო აუცილებლობას, მზად ვართ თქვენთვის ხელსაყრელ დროსა და ფორმატში გასამართ შეხვედრაში მონაწილეობისათვის.

 

პატივისცემით

N28 საარჩევნო გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით...“

 თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილ

2017 წ. 27 სექტემბერი

წერ. ჩაბ. N1/18276