თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს

ქალბატონ თეა წულუკიანს!

 

N28-ე საარჩევნო გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღია წერილი

 

ქალბატონო თეა!

 

მოგეხსენებათ, რომ „საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულებაა უზრუნველყოს ქვეყნის მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიღების თანაბარი პირობები [იხ. მუხლი 24]..

ვფიქრობთ ახალი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ. საქართველოს რეგიონებში, მცირე გამონაკლისის გარდა უაღრესად შეზღუდულია სხვადასხვა სატელევიზიო მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.

ყოველივე ეს განსაკუთრებით საგანგაშო ხასიათს იძენს მოახლოებული არჩევნების პირობებში.

როგორც მოგეხსენებათ,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“ მე-6 მუხლის თანახმად, კომისიის აპარატში ფუნქციონირებს „სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი“ [მუხლი 6,2-ვ].

ამავე დებულების მე-13 მუხლის თანახმად „სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის“ საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს, როგორც

- „გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების უზრუნველყოფა“ [მუხლი 13,1-გ]; ასევე

- „კომისიის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების დადგენის მიზნით მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებში კონკურენციის კვლევისა და ანალიზის პერიოდულად ჩატარება“ [მუხლი 13,2-ბ], და

- „მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების და ამ ვალდებულებათა შესრულების კონკრეტული პირობების შესრულების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება“ [მუხლი 13,2-ე].

თავის მხრივ - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება არის: 

- „...ისეთი მდგომარეობა, როცა კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ ავტორიზებულ პირს არ ჰყავს კონკურენტები, დაცულია მნიშვნელოვანი კონკურენციისაგან ან მისი კონკურენტული პოზიცია საშუალებას აძლევს მას, ცალმხრივად არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზრის ამ სეგმენტზე და შეზღუდოს კონკურენცია“ [მუხლი 2, ჰ-6]; კანონის თანახმად

- „მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება[მუხლი 23,1].

 

 

ვითვალისწინებთ რა, საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა სატელევიზიო მედიის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაზე, მოსახლეობისათვის თანაბარი ხელმისაწვდომობის პირობების შექმნის აუცილებლობას; და

ვეყრდნობით რა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კანონის“ 51 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს [„წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისსაინფორმაციო უზრუნველყოფა“]

N28-ე საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

მოგმართავთ წინადადებით,

რათა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ უწყებათაშორისი კომისიამ, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ სახელზე შეიმუშაოს შემდეგი სახის  რეკომენდაცია:

 

პროექტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“

უწყებათაშორისი კომისიის

რეკომენდაცია

 

2017 წ. ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის 51-ე მუხლით გარანტირებული თანაბარი პირობების უზრუნველყოფისათვის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმაი კომისიამ“, კომისიის დებულებითა [მუხლი 13,1-გ; მუხლი 13,2-ბ; მუხლი 13,2-ე] და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს მოსახლების მიერ „საქართველოს კონსტიტუციის“ 24-ე მუხლით განსაზღვრული უფლებების სრულად გამოყენებისათვის საჭირო სათანადო პირობების შექმნის მიზნით, უზრუნველყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა სატელევიზიო მედიის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაზე, მოსახლეობისათვის თანაბარი ხელმისაწვდომობის პირობები.

 

პატივისცემით

საარჩევნო გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

28 ივლისი, 2017 წ.