თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს

ქალბატონ თეა წულუკიანს!

 

N28-ე საარჩევნო გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღია წერილი

 

ქალბატონო თეა!

შეგახსენებთ, რომ - უწყებათაშორისო კომისიის 2016 წლის 13 და 27 ივლისის სხდომებზე, განხილულ საკითხთან მიმართებაში [იხ. ოქმი N1 და N2], გამოცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაცია [27 ივლისი, 2016 წ.]:

სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე, პოლიტიკური პარტიების ბეჭდური სააგიტაციო მასალის თანაბარი პირობებით გაკვრის შესაძლებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით, ამავე რეკომენდაციაზე დაყრდნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა შეიმუშავეს შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები.

 

მიზეზთა გამო, არც - 2012 წლის, და არც - 2016 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტმა, არ გაითვალისწინა პ/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადება, რომლის ერთ-ერთი პუნქტის თანახმადაც, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატებოდა ჩანაწერი:

„...სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი)“.

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს დღეს მოქმედი ნორმა ასეთია::

 - „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, და განსაზღვრონ ადგილები ან/და დადგან სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი იმ ზომის უნდა იყოს, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი“ [მუხლი 46,4].

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე

N28-ე საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

მოგმართავთ წინადადებით,

რათა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა უწყებათაშორისი კომისიამ: „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“, ერთის მხრივ - 2017 წ. ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისა, და მეორეს მხრივ - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ზედამხედველობის საქალაქო /რაიონული სამსახურებისათვის, ზემოთხსენებულ საკითხთან მიმართებაში,  კვლავ შეიმუშაოს შემდეგი სახის  რეკომენდაცია:

 

პროექტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული

უწყებათაშორისი კომისიის თავისუფალი და

სამართლიანი არჩევნებისთვის

რეკომენდაცია

 

2017 წ. ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის 46-ე მუხლით გარანტირებული თანაბარი პირობების უზრუნველყოფისათვის, კერძოდ საარჩევნო პლაკატებისათვის განკუთვნილი სტენდების მთელი ფართის მხოლოდ რომელიმე ერთი, ან რამოდენიმე საარჩევნო სუბიექტის მხრიდან ათვისების ფაქტის გამორიცხვის მიზნით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო სუბიექტებმა, გაითვალისწინონ, რომ:

1. ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების მიერ 2016 წელს მიღებული დადგენილებით, საარჩევნო პლაკატების გასაკრავად განთავსებულ სპეციალურ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას მხოლოდ 1 ცალი საარჩევნო პლაკატი, ზომით არა უმეტეს: - სიგრძე 60 სმ, და - სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი);

2. ზედამხედველობის საქალაქო თუ რაიონულმა სამსახურებმა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის მე-80 მუხლით გათვალისწინებული სანქციები გამოიყენონ მხოლოდ ამ რეკომენდაციის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების დამრღვევი არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიმართ.

პატივისცემით

საარჩევნო გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

13 ივლისი, 2017 წ.