დღეს მოქმედი

საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან

[24 აგვისტო 1995 წ.]

პროპორციული წესით ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცენტული მაჩვენებელი

 

1992 წლის 11 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის მიღების შემდგომ, პირველი საპარლამენტო არჩევნები 1995 წ. 5 ნოემბერს ჩატარდა.

არჩევნები ტარდებოდა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით.

პარლამენტის 235 მანდატიდან 150 მანდატი მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდებოდა იმ პარტიებზე, რომლებ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე მეტ.

85 დეპუტატი კი აირჩეოდა საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებიდან. მათგან 12 მაჟორიტარ დეპუტატს ავტომატურად მიენიჭა უფლებამოსილება, რადგანაც ისინი წარმოადგენდნენ აფხაზეთის რაიონების მაჟორიტარ დეპუტატებს, ხოლო დანარჩენ 73 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები ჩატარდა ჩვეულებისამებრ.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო -3 121 075.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო -2 127 946, ანუ ამომრჩეველთა 68.18 პროცენტმა.

დადგენილი 5%-იანი ბარიერი მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა. ესენია:

საქართველოს მოქალაქეთა კავშირი: 504 586 ხმა, ანუ -23,71%   

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია:  169 218 ამა, ანუ 7,95%                   

დემოკრატიული აღორძინების კავშირი: 145 625 ხმა, ანუ 6,84%             

მთლიანობაში საპარლამენტო პარტიებმა მოიპოვეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმის - 38,5%

ბარიერს მიღმა დარჩენილმა პარტიებმა მთლიანობაში მიიღეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 61,5%

 

 

საქართველოს პარლამენტის არჩევნები

1999 წ. 31 ოქტომბერი

რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო -2 882 646.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო -1 948 659 , ანუ ამომრჩეველთა 68 პროცენტმა.

დადგენილი 7%-იანი ბარიერი მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა, ესენია:

საქართველოს მოქალაქეთა კავშირი: 41,75%

დემოკრატიული აღორძინების კავშირი:      25,18%

მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს:      7,08%

მთლიანობაში საპარლამენტო პარტიებმა მოიპოვეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმის - 74,01%

ბარიერს მიღმა დარჩენილმა პარტიებმა მთლიანობაში მიიღეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 25,99%.

 

საქართველოს პარლამენტის არჩევნები

2004 წ. 28 მარტი

2004 წლის 28 მარტს. არჩევნები ტარდებოდა მხოლოდ პროპორციული სისტემით, რადგანაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაუქმებული იყო 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შედეგები მხოლოდ პროპორციული სისტემით, ხოლო მაჟორიტარული არჩევნების შედეგები სასამართლომ ძალაში დატოვა.

7%–იანი ბარიერი გადალახა ორმა პარტიამ, ესენია:

1. ნაციონალური მოძრაობა დემოკრატები: 66.24% [992 275 ხმა],

2. მემარჯვენე ოპოზიცია-მრეწველები, ახლები: 7.56% [113 313 ხმა].

მთლიანობაში საპარლამენტო პარტიებმა მოიპოვეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმის - 73,8%

ბარიერს მიღმა დარჩენილმა პარტიებმა მთლიანობაში მიიღეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 26,2%

 

საქართველოს პარლამენტის არჩევნები

2008 წ. 21 მაისი

საქართველოს პარლამენტის შემადგენლობა 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად განისაზღვრა 150 დეპუტატით. შესაბამისი ცვლილებები კონსტიტუციაში შეტანილი იქნა ჯერ 2005 წლის 23 თებერვალს, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტში არჩეული უნდა ყოფილიყო 100 დეპუტატი პროპორციული და 50 დეპუტატი მაჟორიტარული სისტემით.

აღნიშნული ნორმა მოქმედებდა 2008 წლის 12 მარტამდე.

2008 წლის მარტში საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის წევრების მანდატები გადანაწილდა შემდეგნაირად: 75 დეპუტატი აირჩეოდა პროპორციული და 75 - მაჟორიტარული სისტემით, 75 ერთმანდატიანი ოლქიდან.

პროპორციულ სისტემაზე საარჩევნო ბარიერმა 7% - დან დაიწია 5% - მდე,

არჩევნებში მონაწილეობდა 12 პარტია და 5%–იანი ბარიერი გადალახა ოთხმა პარტიამ, ესენია:.

1. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული საქართველოსათვის”: 59.18% [1 050 237 ხმა],

2. გაერთიანებული ოპოზიცია: 17.73% [314 668 ხმა],

3. გიორგი თარგამაძე -ქრისტაინ დემოკრატები: 8.66% [153 634 ხმა],

4. შალვა ნათელაშვილი -საქართველოს ლიბორისტული პარტია: 7.44% [132 092 ხმა].

მთლიანობაში საპარლამენტო პარტიებმა მოიპოვეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმის - 93,01%

ბარიერს მიღმა დარჩენილმა პარტიებმა მთლიანობაში მიიღეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 6,99%

 

საქართველოს პარლამენტის არჩევნები

2012 წ. 1 ოქტომბერი

პარლამენტში, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული 150 დეპუტატიდან: 73 მაჟორიტარული, 77 კი პროპორციული წესით აირჩა.

5%–იანი ბარიერი გადალახა ორმა პარტიამ, ესენია:

1. ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება: 1 184 588 ხმა, ანუ 54,9%

2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: 872 336 ხმა, ანუ 40,4%     

მთლიანობაში საპარლამენტო პარტიებმა მოიპოვეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმის - 95,3%

ბარიერს მიღმა დარჩენილმა პარტიებმა მთლიანობაში მიიღეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 4,7%

 

 

საქართველოს პარლამენტის არჩევნები

2016 წ. 8 ოქტომბერი

კანონმდებლობით დაწესებული 5%–იანი ბარიერი გადალახა სამმა პარტიამ, ესენია:

1. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო: 856 563 ხმა, ანუ 48,67%

2.  ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: 477 165 ხმა, ანუ 27,11%,

3. დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია: 88 109 ხმა, ანუ 5,01%                       

მთლიანობაში საპარლამენტო პარტიებმა მოიპოვეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმის - 80,79%

ბარიერს მიღმა დარჩენილმა პარტიებმა მთლიანობაში მიიღეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 19,21%

 

ამდენად, დღეს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან [1995 წ. 24 აგვისტოს] პროპორციული სისტემით ჩატარებულ ექვს საპარლამენტო არჩევნებში, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების მიერ მიღებული პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:

5 ნოემბერი 1995 წ. მთლიანობაში საპარლამენტო პარტიებმა მოიპოვეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმის - 38,5%; ბარიერს მიღმა დარჩენილმა პარტიებმა მთლიანობაში მიიღეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 61,5%;

31 ოქტომბერი 1999 წ. მთლიანობაში საპარლამენტო პარტიებმა მოიპოვეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმის - 74,01%; ბარიერს მიღმა დარჩენილმა პარტიებმა მთლიანობაში მიიღეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 25,99%;

28 მარტი 2004 წ. მთლიანობაში საპარლამენტო პარტიებმა მოიპოვეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმის - 73,8%; ბარიერს მიღმა დარჩენილმა პარტიებმა მთლიანობაში მიიღეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 26,2%;

21 მაისი 2008 წ. მთლიანობაში საპარლამენტო პარტიებმა მოიპოვეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმის - 93,01%; ბარიერს მიღმა დარჩენილმა პარტიებმა მთლიანობაში მიიღეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 6,99%;

1 ოქტომბერი 2012 წ. მთლიანობაში საპარლამენტო პარტიებმა მოიპოვეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმის - 95,3%; ბარიერს მიღმა დარჩენილმა პარტიებმა მთლიანობაში მიიღეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 4,7%;

8 ოქტომბერი 2016 წ. მთლიანობაში საპარლამენტო პარტიებმა მოიპოვეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმის - 80,79%; ბარიერს მიღმა დარჩენილმა პარტიებმა მთლიანობაში მიიღეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 19,21%.

 

მთლიანობაში, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების მიერ, პროპორციული სისტემით ჩატარებულ პარლამენტის არჩევნებში მიღებული საშუალო პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:

საპარლამენტო პარტიებმა მოიპოვეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმის - [38,5 + 74,01 + 73,8 + 93,01 + 95,3 + 80,79] : 6 = 74,9%, ხოლო

ბარიერს მიღმა დარჩენილმა პარტიებმა მთლიანობაში მიიღეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა -[61,5 + 25,99 + 26,2 + 6,99 + 4,7 + 19,21] : 6 = 25,01%.

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი