№28 საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარის განკარგულება

2016 წლის 8 ოქტომბრის მორიგი საპარლამენტო არჩევნების  წინასაარჩევნო პროცესის სათანადოდ ორგანიზების მიზნით, ვადგენ:

1. საარჩევნო შტაბის თავმჯდომარედ დაინიშნოს: საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე - ავთანდილ იოსელიანი;

2. საარჩევნო შტაბის აღმოსავლეთ საქართველოს კოორდინატორად დაინიშნოს - ვლადიმერ მჭედელაძე;

3. საარჩევნო შტაბის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორად დაინიშნოს -ილია ცხაკაია.

№28 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

12 სექტემბერი, 2016 წ