საქართველოსპარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

 

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

 

ღ ი ა   მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში 2016 წლის ოქტომბერში ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა, რომ საარჩევნო პროცესთან მიმართებაში, ყველას ვალია იზრუნოს:

ერთის მხრივ - მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა მკაცრად დაცვისა, და

მეორეს მხრივ, სწორედ ამ საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით,  სამართლიანი და თანაბარი პირობების მქონე საარჩევო სისტემის უზრუნველსაყოფად,

უფლებამოსილნი ვართ მოგახსენოთ შემდეგი:

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით:

1. არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებებისათვის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღები, ანუ საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იწყება - საარჩევნო წლის 1 იანვარს, და მთავრდება, იმავე წლის - 25 აგვისტოს, რომელიც, ამავე დროს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 59- დღეს უნდა წარმოადგენდეს [იხ. მუხლი 113,10];

თავის მხრივ, 25 აგვისტოდან ათვლით [26, 27...] 59-ე დღე - 23 ოქტომბერზე მოდის; ხოლო

მორიგი საპარლამენტო არჩევნების ოქტომბრის თვეში ჩატარების საკონსტიტუციო  მოთხოვნიდან გამომდინარე [მუხლი 50,21], გამოკვეთილია საპარლამენტო არჩევნების ჩატარების - ზედა მიჯნა, და ესაა - 31 ოქტომბერი; ამიტომ:

2. საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38- და 113- მუხლებით განსაზღვრული ვადების სრული დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, მხოლოდ საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის გასრულებიდან, არანაკლებ - 59 დღის შემდეგ, ანუ: 23 ოქტომრიდან - 31 ოქტომბრამდე არსებულ რომელიმე დღეს; ამასთანავე:

3. ვინაიდან, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად - „წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით“ [მუხლი 45,1],

საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებული საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისათვის, კანონმდებლობით განსაზღვრული - „თანასწორი უფლების“ უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე,

საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩვევნების ოფიციალური საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის:

ა) ქვედა მიჯნად, არჩევნების თარიღად 23 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 25 აგვისტო, ხოლო

) ზედა მიჯნად, არჩევნების თარიღად 31 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 1 სექტემბერი უნდა განისაზღვროს.

 

ბატონო დავით

მოგეხსენებათ, რომ - 2016 წლი 3 ივნისს, „საქართველოს კონსტიტუციის“ 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა ბრძანებულება - „საქართველოს პარლამენტის რჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02].

როგორც ზემოთ განხილულ დროითი რეგულაციებიდან ვნახეთ - საქართველოს პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის მიერ მორიგი საპარლამენტო არჩევნების თარიღად - 2016 . 8 ოქტომბრის დადგენაწინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38- და 113- მუხლების მოთხოვნებთან.

 

ზემოთქმული საფუძველს იძლევა დავასკვნათ, რომ სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი, რამეთუ:

ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა ბოროტად გამოიყენა რა საქართველოს პრეზიდენტისათვის კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილება:

1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლით გაწერილი ვადების გაუთვალისწინებლად გამოსცა უკანონო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი:  ბრძანებულება - „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.];

2. თავის მხრივ, - საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი: ბრძანებულება „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.], - 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აძლევს - „უკანონო არჩევნების“ სტატუსს;

3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის [№03/06/02; 03. 06. 2016 .] საფუძველზე დანიშნული უკანონო არჩევნების ჩატარების შედეგად, ქვეყანას ეყოლება - უკანონო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო [პარლამენტი].

4. 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე [25 აგვისტო], კანონით განსაზღვრული ორთვიანი პერიოდის მაგივრად, წინასაარჩევნო კამპანიის - 8 ივნისიდან, ანუ 4 თვით ადრე დაწყება:

ერთის მხრივ - აკანონებს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის არათანაბარ საარჩევნო გარემოს. ასე მაგალითად:

მარტო დღეის მდგომარეობით, საარჩევნო რეგისტრაციის უფლების მისაღებად ცესკოში შესულია 41 პოლიტიკური გაერთიანების განაცხადი [ეს მაშინ, როდესაც განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 1 აგვისტომდეა და შესაძლებელია რეგისტრაციის მსურველთა რიცხვის გაზრდა], რომელთაგან საარჩევნო რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 13 პოლიტიკურმა სუბიექტმა [8 ივნისის მდგომარეობით მხოლოდ ხუთ პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდა რეგისტრაცია გავლილი - იხ. http://www.cesko.ge/uploads/other/34/34098.pdf];

მეორეს მხრივ - იწვევს დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს. კერძოდ:

- 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 4 იანვრის №1/2016 დადგენილებით ორთვიანი საარჩევნო კამპანიის მთლიანი ხარჯი - 34 371 400 ლარს შეადგენდა.

- წინასაარჩევნო კამპანიის 8 ივნისიდან დაწყების გამო, ცესკოს მიერ 2010 წლის 10 ივნისს მიღებულ იქნა დადგენილება [№31/2016] - „2016 წლის 4 იანვრის №1/2016 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლის შემდეგაც საარჩევნო კამპანიის ხარჯი მიმდინარე ეტაპისათვის - 38 136 230 ლარით განისაზღვრა [იხ .https://matsne.gov.ge/ka/document/view/3306138].

ამდენად, დღეისათვის სახეზე გვაქვს - 3 764 840 ლარის ოდენობის დამატებითი საბიუჯეტო ხარჯი.

 

აღნიშნულის თაობაზე, სათანადო რეაგირებისა თუ ინფორმირების მიზნით, სპეციალური მიმართვები დაეგზავნათ:

- საქართველოს პრეზიდენტს 2016 წ. 6 აპრილს [წერ. ჩაბ. № 1/7219];

- საქართველოს პრემიერ მინისტრს 2016 წ. 7 აპრილს [წერ. ჩაბ. № 1/742];

- ცესკოს თავმჯდომარეს 2016 წ. 11 მაისს;

- საქართველოს პრემიერ მინისტრს 2016 წ. 6 ივნისი [წერ. ჩაბ. № 19974];

- ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2016 წ. 10 ივნისი [რეგ. №16001391974];

- საქართველოს მთავარ პროკურორს 2016 წ. 21 ივნისი [წერ. ჩაბ. № 01/13-57836];

- საქართველოს პრეზიდენტს 2016 წ. 21 ივნისი [წერ. ჩაბ. № 1/12820].

ქვეყანაში არალეგიტიმური, ანუ „უკანონო პარლამენტის“ არჩევისა და საბიუჯეტო ხარჯების არამიზნობრივად გამოყენების თავიდან აცილებისათვის საარჩევნო გაერთიანებას „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, ერთადერთ კანონიერ გამოსავლად გვესახება - საქართველოს პრეზიდენტმა გააუქმოს მის მიერვე გამოცემული ბრძანებულება „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.],

და

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 113- მუხლით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღად გამოაცხადოს: 23 ოქტომბრიდან - 31 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთში მოქცეული მისთვის სასურველი ნებისმიერი დღე.

 

ბატონო დავით!

როგორც მოგეხსენებათ „საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად  „პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ან მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია კონსტიტუციის 63-ე მუხლითა და კანონით დადგენილი წესით თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი...“ [მუხლი 75,2].

ჩვენის აზრით, ზემოთ წარმოდგენილი ფაქტობრივი მდგომარეობიდან ძნელი არ უნდა იყოს იმ სამართლებრივი საფუძვლების დანახვა, რომ სახეზე გვაქვს - საქართველოს პრეზიდენტის ბატონი გიორგი მარგველაშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი, ანუ მის ქმედებაში გამოკვეთილია - „დანაშაულებრივი ნიშნების არსებობა“.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მოგმართავთ წინადადებით, რათა:

საქართველოს პარლამენტის ბიუროს წინაშე დააყენოთ საკითხი - საქართველოს პრეზიდენტის ქმედებაში „საქართველოს კონსტიტუციის“ 75-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული - „დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის“ გამო, „საქართველოს კონსტიტუციის“ 63-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დაწყების აუცილებლობის თაობაზე.

 

მინაწერი:

თქვენი სურვილის შემთხვევაში [საქმესთან დაკავშირებული მასალების არსში უკეთ გაცნობის მიზნით] მზად ვართ თქვენთვის სასურველ დროს თქვენთან გამართულ ორმხრივ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა.

 

პატივისცემით

 

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე,

სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

 სალუაშვილი

წერ. ჩაბარების № 11346,

22. 06. 2016 წ.