საქართველოს მთავარ პროკურორს

ბატონ ირაკლი შოთაძეს!

 

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“,

თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის


ღ ი ა   მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

მოგახსენებთ, რომ 2016 წლი 3 ივნისს, „საქართველოს კონსტიტუციის“ 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა ბრძანებულება - „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02]; რის შემდეგაც: საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების თარიღად - 2016 წლის 8 ოქტომბერი დადგინდა.

საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე 2016 წლის 8 ივნისს გამოქვეყნდა, და -   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად - 2016 წლის 8 ივნისი გამოცხადდა [იხ. http://www.cesko.ge/uploads/other/33/33940.pdf].

 

ერთის მხრივ - საქართველოს პარლამენტის მორიგიარჩევნებისთარიღად - 2016 . 8 ოქტომბრისდადგენა,

და

მეორეს მხრივ - საქართველოს პარლამენტის წინასაარჩევნო კამპანიის - 2016 წ. 8 ივნისს დაწყება,

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38-ე, 45-ე და 113-ე  მუხლების მოთხოვნათა სრული დარღვევით განხორციელებული ქმედებაა; რამეთუ:

1. არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებებისათვის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღები, ანუ საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იწყება - საარჩევნო წლის 1 იანვარს,და მთავრდება, იმავე წლის - 25 აგვისტოს,რომელიც, ამავე დროს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 59-ე დღეს უნდა წარმოადგენდეს [იხ. მუხლი 113,10];

თავის მხრივ, 25 აგვისტოდან ათვლით [26, 27...] 59-ე დღე - 23 ოქტომბერზე მოდის; ხოლო

მორიგი საპარლამენტო არჩევნების ოქტომბრის თვეში ჩატარების საკონსტიტუციო მოთხოვნიდან გამომდინარე [მუხლი 50,21],გამოკვეთილია საპარლამენტო არჩევნების ჩატარების - ზედა მიჯნა, და ესაა - 31 ოქტომბერი;ამიტომ:

2. საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნოკოდექსის 38-ე და 113-მუხლებით განსაზღვრული ვადების სრული დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, მხოლოდ საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის გასრულებიდან, არანაკლებ - 59 დღის შემდეგ, ანუ: 23 ოქტომრიდან - 31 ოქტომბრამდე არსებულ რომელიმე დღეს; ამასთანავე:

3. ვინაიდან, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად - „წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით“ [მუხლი 45,1],

საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებული საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისათვის, კანონმდებლობით განსაზღვრული - „თანასწორი უფლების“ უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე,

საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩვევნების ოფიციალური საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის:

ა) ქვედა მიჯნად, არჩევნების თარიღად 23 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 25 აგვისტო, ხოლო 

ბ) ზედა მიჯნად, არჩევნების თარიღად 31 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 1 სექტემბერი უნდა განისაზღვროს. 


ბატონო ირაკლი! 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის მიერ  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი, რომლის შედეგადაც: 

1. სახეზე გვაქვს - საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლით გაწერილი ვადების გაუთვალისწინებლად გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი:  ბრძანებულება - „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.];

2. თავის მხრივ, - საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი: ბრძანებულება „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.], - 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აძლევს - „უკანონო არჩევნების“ სტატუსს;

3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.] საფუძველზე დანიშნული „უკანონო არჩევნების“ ჩატარების შედეგად, ქვეყანას ეყოლება - უკანონო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო [პარლამენტი];

4. 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე [25 აგვისტო], კანონით განსაზღვრული ორთვიანი პერიოდის მაგივრად, წინასაარჩევნო კამპანიის - 8 ივნისიდან, ანუ 4 თვით ადრე დაწყება:

ერთის მხრივ - აკანონებს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის არათანაბარ საარჩევნო გარემოს. ასე მაგალითად:

მარტო დღეის მდგომარეობით, საარჩევნო რეგისტრაციის უფლების მისაღებად ცესკოში შესულია 41 პოლიტიკური გაერთიანების განაცხადი [ეს მაშინ, როდესაც განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 1 აგვისტომდეა და შესაძლებელია რეგისტრაციის მსურველთა რიცხვის გაზრდა], რომელთაგან საარჩევნო რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 13 პოლიტიკურმა სუბიექტმა [8 ივნისის მდგომარეობით მხოლოდ ხუთ პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდა რეგისტრაცია გავლილი.

იხ. http://www.cesko.ge/uploads/other/34/34098.pdf];

 

მეორეს მხრივ - იწვევს დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს. კერძოდ:

- 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 4 იანვრის №1/2016 დადგენილებით ორთვიანი საარჩევნო კამპანიის მთლიანი ხარჯი - 34 371 400 ლარს შეადგენდა.

- წინასაარჩევნო კამპანიის 8 ივნისიდან დაწყების გამო, ცესკოს მიერ 2010 წლის 10 ივნისს მიღებულ იქნა დადგენილება [№31/2016] - „2016 წლის 4 იანვრის №1/2016 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლის შემდეგაც საარჩევნო კამპანიის ხარჯი მიმდინარე ეტაპისათვის - 38 136 230 ლარით განისაზღვრა.

[იხ.https://matsne.gov.ge/ka/document/view/3306138].

ამდენად, დღეისათვის სახეზე გვაქვს - 3 764 840 ლარის ოდენობის დამატებითი საბიუჯეტო ხარჯი.

 

ბატონო ირაკლი!

საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა უფლის სახელით“, ითვალისწინებს რა, ყოველივე ზემოთქმულს, საქართველოს პროკურატურის წინაშე აყენებს საკითხს, რათა:

აღიძრას სისხლის სამართლის საქმე - საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნ გიორგი მარგველაშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

პატივისცემით:

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე,

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

 სალუაშვილი

 

21 ივნისი, 2016 წ.

ჩაბ. № 01/13-57836