თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე : ლეილა მამულაშვილის მიერ

საქართველოს სახელით მიღებულ

„განჩინებასთან“ დაკავშირებით

 

2016 წლის 10 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საარჩევნო გაერთიანება ,,ზვიადის გზა - უფლის სახელით" თავმჯდომარე მიხეილ სალუაშვილის მიერ ჩაბარდა „სასარჩელო განცხადება“ მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. მოთხოვნის არსი მდგომარეობდა შემდეგში::

„1) საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2016 წლის 08 ოქტომბრისათვის ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ" გამოცემული განკარგულების (N03/06/02, 2016 . 3 ივნისი) ბათილად ცნობა;

2) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის მირიგი არჩევნების თარიღად 2016 წლის 23 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე დროის შუალედში, მისთვის მისაღებ ნებისმიერ დღეს ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის თაობაზე" განკარგულების მიღება:.

2016 წლის 16 ივნისს, ელ. ფოსტით [ This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ] მივიღეთ საქმე N3/4292-16 დაკავშირებით გამოტანილი 2014 წ. 14 ივნისით დათარიღებული „განჩინება“ [იხ. დანართი], რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„...მოსარჩელე დაობს პრეზიდენტის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოვალეობის შესახებ და დავის საგანს წარმოადგენს კონსტიტუციური ნორმიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგი. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული სადავო აქტი არ ექცევა ადმინისტრაციული სამართლის სფეროში და ექცევა საკონსტიტუციო სამართლის სფეროში, რაც გამორიცხავს სადავო აქტის მართლზომიერების შემოწმებას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით...“.

აღნიშნულის საპასუხოდ უნდა ითქვას შემდეგი:

1. ჩვენს მიერ წარდგენილი „სასარჩელო განცხადებით“, დავის საგანს არ წარმოადგენს - „პრეზიდენტის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოვალეობა“; ანდა - „კონსტიტუციური ნორმიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგი“, რამეთუ, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების დანიშვნა დიახაც რომ საქართველოს პრეზიდენტის უფლებათა სფეროს განეკუთვნება. კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით:

- პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“ [ 50-ე მუხლის მე-21 პუნქტი],

- „საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით“ [73- მუხლის მე-2 პუნქტი]; ხოლო

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 108- მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად:

„საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა“.

როგორც ხედავთ, წარმოდგენილი საკანონმდებლო მოთხოვნით გამოკვეთილია მხოლოდ, არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღით ადრე დასანიშნი, არჩევნების ჩატარების თვე, და ესაა - პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერი“. 

2. ჩვენს მიერ წარდგენილი „სასარჩელო განცხადებით“, დავის საგანს წარმოადგენს - ოქტომბრის თვეში დასანიშნი არჩევნების კონკრეტული რიცხვის: „8 ოქტომბრის“ შეუსაბამობა მოქმედ კანონმდებლობასთან. კერძოდ, ეს თარიღი წინააღმდეგობაში მოდის - საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38-ე, 45-ე და 113- მუხლებით განსაზღვრულ: საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის საარჩევნო რეგისტრაციისათვის გარანტირებულ დროით რეგულაციებთან.

ჩვენს მიერ წარდგენილ „სასარჩელო განცხადებაში“ ნათლადაა გამოკვეთილი, როგორც პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის კანონის მოთხოვნებთან წინააღმდეგობის არსი, ასევე ამ საკითხის კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გადაჭრის კონკრეტული მექანიზმი. კერძოდ, „სასარჩელო განცხადებაში“ ვკითხულობთ:

1. არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებებისათვის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღები, ანუ საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იწყება - საარჩევნო წლის 1 იანვარს, და მთავრდება, იმავე წლის - 25 აგვისტოს, რომელიც, ამავე დროს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 59- დღეს უნდა წარმოადგენდეს [იხ. მუხლი 113,10];

თავის მხრივ, 25 აგვისტოდან ათვლით [26, 27...] 59-ე დღე - 23 ოქტომბერზე მოდის; ხოლო

მორიგი საპარლამენტო არჩევნების ოქტომბრის თვეში ჩატარების საკონსტიტუციო  მოთხოვნიდან გამომდინარე [მუხლი 50,21], გამოკვეთილია საპარლამენტო არჩევნების ჩატარების - ზედა მიჯნა, და ესაა - 31 ოქტომბერი; ამიტომ:

2. საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38- და 113- მუხლებით განსაზღვრული ვადების სრული დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, მხოლოდ საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის გასრულებიდან, არანაკლებ - 59 დღის შემდეგ, ანუ: 23 ოქტომრიდან - 31 ოქტომბრამდე არსებულ რომელიმე დღეს; ამასთანავე:

3. ვინაიდან, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად - „წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით“ [მუხლი 45,1],

საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებული საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისათვის, კანონმდებლობით განსაზღვრული - „თანასწორი უფლების“ უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე,

საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩვევნების ოფიციალური საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის:

ა) ქვედა მიჯნად, არჩევნების თარიღად 23 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 25 აგვისტო, ხოლო

) ზედა მიჯნად, არჩევნების თარიღად 31 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 1 სექტემბერი უნდა განისაზღვროს“.

 

ამდენად, ჩვენი „სასარჩელო განცხადებით“ გამოკვეთილი დავის საგნის განხილვა არ შეიძლება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ მსჯელობის საგანი გახდეს, რამეთუ აქ, საქმე გვაქვს არა - კონსტიტუციური მოთხოვნის დარღვევასთან, არამედ, 2016 წ. 3 ივნისს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - „საქართველოს პარლამენტის რჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02], წინააღმდეგობაში მოდის - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარცევნო კოდექსით“ გაწერილ კონკრეტულ დროით რეგულაციებთან.  

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულის ფონზე, ვფიქრობთ აშკარაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე: ლეილა მამულაშვილის მიერ, ჩვენს „სასარჩელო განცხადებასთან“ დაკავშირებით, 2016 წ. 14 ივნისს მიღებული „განჩინება“:

1. ან საქმის არსში არასათანადოდ წვდომის შედეგია;

2. ანდა, საკითხის პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, სახეზეა საქმის არსებითი განხილვისაგან თავის არიდების სამწუხარო მაგალითი.

 

თავის მხრივ, ჩვენ არ ვაპირებთ, „განჩინებაში“ მითითებილი იმ უფლების გამოყენებას, რომ - „„განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში“, რამეთუ, მხილებისეულ გზაზე მავალი ჩვენი გუნდისათვის, ამ ეტაპზე მდგარი ამოცანა თითქმის შესრულებულია, კერძოდ

- სასამართლო ხელისუფლების წინაშე დავაყენეთ კონკრეტული კანონდარღვევის ფაქტის აღმოფხვის მოთხოვნა, და

- მათი მხრიდანაც მივიღეთ, თავისუფალი არჩევანის უფლებაზე დამყარებული - „შესაბამისი პასუხი“.

წინამდებარე თემაზე საუბარს კი მაცხოვრის შეგონებით დავასრულებთ - „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22].

ღმერთის მიერ მონიჭებულ - „არჩევანის თავისუფლებას“, შესაბამისი გამოყენება უნდა, რამეთუ თითოეული ჩვენთაგანი სწორედ ჩვენივე სიტყვებითა და ქმედებათა მიხედვით ვაგებთ პასუხს მოახლოებულ განკითხვის დღეს.

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

ლასკარის თავმჯდომარე

 მიხეილ [გელა] სალუაშვილი