საქმე N3/4292-16

 

საქართველოს სახელით სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

14 ივნისი, 2016 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე : ლეილა მამულაშვილი

 

მოსარჩელე: საარჩევნო გაერთიანება ,,ზვიადის გზა - უფლის სახელით" თავმჯდომარე - მიხეილ სალუაშვილი;

მოპასუხე: საქართველოს პრეზიდენტი;

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება;

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სასარჩელო განცხადების სასამართლოს წარმოებაში მიღების საკითხი, და

 

:

2016 წლის 10 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მომართა მოსარჩელე საარჩევნო გაერთიანება ,,ზვიადის გზა - უფლის სახელით" თავმჯდომარემ მიხეილ სალუაშვილმა, მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და მოითხოვა:

1) საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2016 წლის 08 ოქტომბრისათვის ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ" გამოცემული განკარგულების (N03/06/02, 2016 . 3 ივნისი) ბათილად ცნობა;

2) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის მირიგი არჩევნების თარიღად 2016 წლის 23 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე დროის შუალედში, მისთის მისაღებ ნებისმიერ დღეს ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის თაობაზე" განკარგულების მიღება.

სასამართლოს სარჩელისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად, მიაჩნია, რომ მოსარჩელე საარჩევნო გაერთიანება ,,ზვიადის გზა - უფლის სახელით" თავმჯდომარე - მიხეილ სალუაშვილს უარი უნდა ეთქვას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 03 ივნისის N03/06/02 განკარგულების - ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ" - თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 73- მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 108- მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არაჩევნები დაინიშნა 2016 წლის 8 ოქტომბერს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.1. მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

ამავე კოდექსის 23.1. მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 2.1. მუხლის თანახმად:

„გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი;

) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები;

) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს;

) აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს“.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 3.1. მუხლის შესაბამისად:

ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად“.

ამავე ნორმის მე-2 ,," ნაწილის მიხედვით:

ამ კოდექსის მოქმედება, გარდა III თავისა, არ ვრცელდება შემდეგი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე: „ა) საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოები“.

ამავე ნორმის 4. „," ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება

არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია:

) საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირთა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშვნისა და გათავისუფლების, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 73- მუხლის პირველი პუნქტის“−„დაქვეპუნქტებითა და მე-2 − მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებასთან“.

საქართველოს კონსტიტუციის 73.2. მუხლის თანახმად; „საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით“.

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 108.2. მუხლის თანახმად: „არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა“.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების დანიშვნის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, სხვა კონსტიტუციური უფლებამოსილების მსგავსად (მაგ. შეწყალება), საქართველოს პრეზიდენტი არ ეწევა მმართველობით საქმიანობას, ადმინისტრირებას, რის გამოც იგი არ ექცევა ადმინისტრაციული სამართლის მოწესრიგების სფეროში.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გამოცემული აქტი - საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 03 ივნისის N03/06//02 განკარგულება ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ", არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით რეგლამენტირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და შესაბამისად, მის მიმართ არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება.

სასამართლოს მოასზრებით, საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 03 ივნისის განკარგულება N03/06/02 (,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ"), არის სახელისუფლებო აქტი, რომლის გამოცემის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 73- მუხლი, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტს ფართო დისკრეციის პირობებში მიენიჭებული აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება - დანიშნოს პარლამენტის არჩევნები. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის პალატის 22.05;03 განჩინებაზე (საქმე N3-ად-440-კს-03).

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი აქტი არ განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართლის სფეროს. შესაბამისად, არ არსებობს სადავო ადმნისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოსარჩელე დაობს პრეზიდენტის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოვალეობის შესახებ და დავის საგანს წარმოადგენს კონსტიტუციური ნორმიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგი. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული სადავო აქტი არ ექცევა ადმინისტრაციული სამართლის სფეროში და ექცევა საკონსტიტუციო სამართლის სფეროში, რაც გამორიცხავს სადავო აქტის მართლზომიერების შემოწმებას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი და შინაარსი არის კონსტიტუციურ-სამართლებრივი ხასიათის, შესაბამისად, ამ დავის განხილვა არ განეკუთვნება საერთო სასამართლოების კომპეტენციას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186- მუხლის პირველი ნაწილისქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ: სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას;

მითითებული კოდექსის 187.3. მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

ამდენად, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ, საარჩევნო გაერთიანება ,,ზვიადის გზა - უფლის სახელით" თავმჯდომარის მიხეილ სალუაშვილის სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული წარმოებაში, ვინაიდან სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას.

სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელე საარჩევნო გაერთიანება ,,ზვიადის გზა - უფლის სახელით" თავმჯდომარეს მიხეილ სალუაშვილს უარი უნდა ეთქვას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186.1.,," მუხლის შესაბამისად.

 

      :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13 მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექის მე-2, მე-3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-; 284-; 285-; 447- მუხლებით, და

 

:

1. მოსარჩელე საარჩევნო გაერთიანება ,,ზვიადის გზა - უფლის სახელით" თავმჯდომარეს მიხეილ სალუაშვილს უარი ეთქვას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე;

2. მოსარჩელე საარჩევნო გაერთიანება ,,ზვიადის გზა - უფლის სახელით" დაუბრუნდეს სარჩელთან დაკავშირებით, მიხეილ სალუაშვილის (/ 01401114928) მიერ 2016 წლის 10 ივნისს, საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - . თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; ანგარიშის №-200122900; სახაზინო კოდი: 300773150);

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: . თბილისი, გრ. რობაქიძის №7) მხარისათვის წინამდებარე განჩინების ასლის ჩაბარებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე, . თბილისი აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.№6) მეშვეობით;

4. განჩინების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი