საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარე

განკარგულება №17/2016

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისათვის პოლიტიკური

გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ და მისი წარმომადგენლის

რეგისტრაციაში გატარების შესახებ

 

ქ თბილისი 2016 წლის 27 აპრილი

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, ვადგენ:

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდეს პოლიტიკური გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ და მისი წარმომადგენელი ლევან ჩოხელი.

მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე

თამარ ჟვანია