აქტი

 

ქ. თბილისი, 2016 წ. 26 აპრილ

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ელისაბედ ჭელიძე, რეგისტრაციის განყოფილების უფროსი ეკატერინე ფერაძე, ამავე განყოფილების სპეციალისტი [IIIკატეგორია] ნინო შაბურიშვილი და ხათუნა გალდავა, შტატგარეშე მოსამსახურე ანა გვასალია და პოლიტიკური გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ წარმომადგენელი - ლევან ჩოხელი, ამ აქტს ვადგენთ შემდეგზე:

2016 წლის 25 აპრილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ზემოხსენებული პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილი იყო განაცხადი, რომლის თანახმად მან წარმოადგინა 904 ფურცელი - მხარდამჭერთა 27 016 [ოცდაშვიდი ათას თექვსმეტი] ხელმოწერა, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისათვის პოლიტიკური გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ რეგისტრაციაში გატარების მიზნით.

მხარდამჭერთა ხელმოწერების გადათვლის შემდგომ დადგინდა, რომ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილი იყო 904 ფურცელი - 27 016 [ოცდაშვიდი ათას თექვსმეტი] ხელმოწერა.

თანმიმდევრობით სულ შემოწმდა 26 430 [ოცდაექვსი ათას ოთხასოცდაათი] ხელმოწერა; შემოწმების შედეგად გაბათილდა 342 [სამასორმოცდაორი] ხელმოწერა და დარჩა 26 088 [ოცდაექვსი ათას ოთხმოცდარვა] ნამდვილი ხელმოწერა.

ე. ჭელიძე, ე. ფერაძე, ნ. შაბურიშვილი, ზ. გალდავა, ა. გვასალია;

პოლიტიკური გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

წარმომადგენელი - ლევან ჩოხელი.