საქართველოს პრემიერ მინისტრს

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს!

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

სპიკერის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

ღ ი ა   მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო გიორგი! 

საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნ გიორგი მარგველაშვილის მიერ საპარლამენტო არჩევნების თარიღად - 2016 წ. 8 ოქტომბრის დადგენა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 38-ე და 113-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დარღვევით განხორციელებული ქმედებაა.

აღნიშნულის თაობაზე, 2016 წ. 6 აპრილის ღია წერილით უკვე ვაცნობეთ საქართველოს პრეზიდენტს [ჩაბარებული წერილის № 1/7219, იხ. დანართი].

იმედს ვიტოვებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურისაგან განსხვავებით, პრემიერ მინისტრის იურიდიული სამსახური სათანადო დონეზე შეძლებს გაერკვეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 38-ე და 113-ე მუხლების მოთხოვნებში, რომლის შემდგომად ადვილად დარწმუნდება, რომ - კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, მხოლოდ: 23 ოქტომრიდან - 31 ოქტომბრამდე არსებულ რომელიმე დღეს.

 

ბატონო გიორგი!

ვინაიდან, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს თანახმად - „არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა[მუხლი 108,2], გთხოვთ

შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას ისარგებლოთ ამავე კანონის უკვე ხსენებული მოთხოვნებიდან, და მიუთითოთ საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან შეცვალოს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გამოცხადებული თარიღი - 2016 წ. 8 ოქტომბერი,

და

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნაზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარების თარიღად გამოაცხადოს: 2016 წლის 23 ოტომრიდან - 31 ოქტომრამდე დროის მონაკვეთში არსებული, ნებისმიერი მისთვის სასურველი თარიღი.

დანართი:

2016 წ. 6 აპრილის ღია მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს - 3 ფურცელი

 

პატივისცემით:

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

სპიკერი,

სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

 სალუაშვილი

 

ჩაბ. №1/742,

 7 აპრილი 2016 წ.