საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ქალბატონ თამარ ჟვანიას!

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე”-

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

 

ქალბატონო თამარ!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს - „ლასკარის“ 2016 წლის 19 მარტის სხდომაზე, კავშირის წესდების 6,5 მუხლის თანახმად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - 2016 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.

საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 113-ე მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ:

- ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“;

- „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ ხელმძღვანელი პირია: ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი [რეგისტრ. მისამართი: ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება, 1 მ/რ, 2 კორპ., 95 ბინა. ტელ.: მობ. 5(91) 63-63-36; სახლ. 263-63-36];

- „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ წარმომადგენელი ცესკოში გახლავთ: ლევან ჩოხელი [რეგისტრ. მისამართი: თბილისი ზღვისუბნის დას. XI მ/რ II კვ. კორ. 22ა ბ. 70 (ყოფ. ხევძმრის დას. 11 მკრ 2 კვ. (ყოფ. თემქის დას. 11 მკრ 2 კვ.), მობ. ტელ. 5[93] 31-88-41], რომელიც სარგებლობს „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე საარჩევნო სუბიექტის მიერ, საარჩევნო კომისიაში მივლენილი წარმომადგენლისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებით.

 

ქალბატონო თამარ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ მიიღოთ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილება - 2016 წ. ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, ჩვენს მიერ მონაწილეობის მისაღებად საჭირო პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით.

გიგზავნით კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციას.

 

დანართი:

1. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა №052 - 2 ფურცელი;

2. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წესდება (ახალი რედაქცია) - 4 ფურცელი;

3. კავშირის ხელმძღვანელი პირის ლასკარის თავმჯდომარის ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში - 1 ფურცელი.

პატივისცემით:

 

სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

2016 წლის 31 მარტი