თვე იგი მეათე - 1993 წ. ოქტომბერი

 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს

ბ-ნ ბორის ელცინს

რუსეთის ფედერაციის მთავრობას

1993 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებულ ძალთა ქვედანაყოფებმა ტანკების მეშვეობით თავიანთი კონტროლი დააწესეს ქალაქ ფოთზე, რაც წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ძირითადი პრინციპების აღმაშფოთებელ ხელყოფას და საქართველოს საქმეებში უხეშ ჩარევას.

მდგომარეობას ართულებს ის, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალთა ამ ქვედანაყოფების თანმხლებმა და მათთან ურთიერთმოქმედმა შევარდნაძის ხუნტის ბანდიტურმა ფორმირებებმა ქ. ფოთში გაამეფეს ტოტალური ანარქია და ქაოსი. ადგილი აქვს მოსახლეობის ძარცვას, საპორტო საწყობების, სავაჭრო და სხვა საწარმოების ძარცვას, რაც ქალაქის მთელი მოსახლეობის სამართლიან აღშფოთებას იწვევს.

ამასთან დაკავშირებით გამოვთქვამთ პროტესტს და მოგიწოდებთ: ნუ დაუჭერთ მხარს შევარდნაძის ანტიხალხურ, გახრწნილ რეჟიმს და დაუყოვნებლივ გაიყვანოთ ჯარი ამ ქალაქიდან.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

29 ოქტომბერი, 1993 წ.

[გაზ. „აღდგომა“, №36 (67), გვ. 1, 5 ნოემბერი, 1993 წ.].