საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის

„საქართველოს სარჩევნო კოდექსში“

შესატან ცვლილებათა პაკეტი

 

ჩვენს ქვეყანაში დღეისათვის მომქმედი „საქართველოს კონსტიტუცია“ [1995 წ. 24 აგვისტოს რედაქცია] მკაცრად განსაზღვრავს, რომ:

„1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.

2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

3. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“ [მუხლი 5,1-3].

სამართლებრივი ნონსენსია ის, რომ ამ კონსტიტუციის მიმღები საკანონმდებლო ორგანო - 1992 წ. 11 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტი, თავად წარმოადგენდა 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში უკანონო გზით მოსული, 1992 წ. 2 იანვარს შეკრებილი ე.წ. „სამხედრო საბჭოსა“ და „დროებითი მთავრობის“ სამართალმემკვიდრეს, ანუ ასევე - უკანონო სახელისუფლო ძალას.

დღეისათვის მსოფლიოში დამკვიდრებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, საქართველოს სინამდვილეში - 1992, 1995, 1999, 2000, 2003, 2004 და 2008 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო .. „არჩევნები“, არამარტო უკანონოდ, არამედ ტოტალური გაყალბებით იქნა ჩატარებული, და შესაბამისად ამ გზით ხელისუფლების სათავეში მოკალათებული ძალა ვერ (და არ) გამოხატავდა საქართველოში მაცხოვრებელთა უმრავლესობის ნებას.

ამავე სამართლებრივ ბაზაზე ჩატარებულმა 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა, მართალია შეცვალა - მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ერთპიროვნული მმართველობა, მაგრამ ხელისუფლებაში მოსული ახალი ძალა კვლავ კანონიერი ლეგიტიმაციის არარსებობის მდგომარეობაში დატოვა.

საქართველოში - კანონიერი სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხის მოგვარების პარალელურად, დღის წესრიგში იდგა, და დღესაც აქტიულურია - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხი.

საარჩევნო გაერთიანებაში: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ შემავალი ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობის შედეგად, შემუშავებულია - საქართველოს ორგანული კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელთა დამკვიდრებაც, ჩვენის აზრით, უზრუნველყოფს მოსახლეობის მიერ არჩევნებზე დაფიქსირებული რეალური ნების გამომხატველი სახელისუფლო ვერტიკალების ჩამოყალიბებას.

აქვე დავსძენთ, რომ საკანონმდებლო წინადადების შემუშავებისათვის განკუთვნილ მოთხოვნათა სრული დაცვით შემუშავებული და ღია მსჯელობისათვის განკუთვნილი წინამდებარე „ცვლილებათა პაკეტში“ შემავალი თითოეული მოსაზრება,  უკვე წარდგენილია საქართველოს პარლამენტში.

 

 

საარჩევნო ბარიერის საკითხისათვის

თავი პირველი - წინათქმა

საკითხის არსში გარკვევისათვის საჭიროდ მიგვაჩნია რამოდენიმე ფაქტის გახსენება. კერძოდ:

2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ტარდებოდა - რეფერენდუმი, რომლის მიხედვით მოსახლეობა წყვეტდა, შემცირებულიყო თუ არა საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა 235-დან 150-მდე.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილებს - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს, რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, თავიდანვე კანონდარღვევით იქნა მიღებული, რამეთუ „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის [1996 წ. 15 მაისი, №220 - II ს. პარლამენტის უწყებანი, №14, 12. 06. 96, გვ. 10] თანახმად - „რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“ [მუხლი 1,3].

ბუნებრივია, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარების შეუძლებლობის გამო, 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი კანონით განსაზღვრულ ლეგიტიმაციას იყო მოკლებული.

1991-1992 წლების გასაყარზე, გარე და შიდა სამხედრო და კრიმინალური ძალების დანაშაულებრივი კავშირის შედეგად მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებიდან მოყოლებული, კერძოდ - 1992 წ. 11 ოქტომბრის, 1995 წ. 5 ნოემბრის, 1999 წ. 31 ოქტომბრისა და 2000 წ. 9 აპრილს ჩატარებული არჩევნების მსგავსად, 2003 წ. 2 ნოემბერს, ასევე ტოტალური გაყალბებით ჩატარებული საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა მოსახლეობის სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია.

და აი, ამ პირობებში, 2003 წლის 23 ნოემბერს, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ მომწყობი პოლიტიკური ძალების ზეგავლენის ქვეშ მოქცეულმა „საქართველოს უზენაესმა სასამართლომ“, მსოფლიო არჩევნების ისტორიაში უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მასიური გაყალბების აღიარების ფონზე:

1. გააუქმა პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები, და

2. ძალაში დატოვა მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნებისა და ე.წ. რეფერენდუმის შედეგები.

მომავალ არჩევნებამდე, რომელიც 2004 წ. 28 მარტს ჩატარდა, ე.წ. „ერთობლივ რეჟიმში“, მუშაობა განაგრძო - 1999 წლის 31 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტისა და 2003 წ. 2 ნოემბრის არჩევნებზე მაჟორიტარული წესით არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებულმა დეპუტატთა კორპუსმა.

მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში ასეთი უპრეცენდენტო გზით შეკოწიწებულმა ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, 2004 წ. 6 თებერვალს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, ე.წ. „საკონსტიტუციო გადატრიალება“ განახორციელა.

ედ. შევარდნაძის ხელდასმით არჩეული 1999 წლის 31 ოქტომბრის მოწვევის საპარლამენტო ძალებისა და მ. სააკაშვილის მხარდამჭერი 2003 წლის 2 ნოემბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით განხორციელებულმა ე.წ. საკონსტიტუციო რეფორმამ, მოშალა რა 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით დადგენილი სახელისუფლო შტოთა შორის არსებული წონასწორობა, სამართლებრივი საფუძველი შეუმზადა მ. სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალის ცხრაწლიან დანაშაულებრივ საქმიანობას.

 

თავი მეორე - კანონპროექტის არსის საკითხისათვის

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება, 2004 წ. 6 თებერვალს მომხდარი ე.წ. „საკონსტიტუციო გადატრიალებით“ დამკვიდრებული ერთ-ერთი წესის შეცვლას ისახავს მიზნად.

„საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით - „საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას“ [მუხლი 6,1].

და აი, სახელმწიფოს ეს უზენაესი კანონი, მე-5 მუხლში, ნათლად განსაზღვრავს, რომ:

„1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.

2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

3. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.

4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“.

თავის მხრივ, სახელმწიფო ხელისუფლების წყარო - ხალხი, თავის პოლიტიკურ ნებას, არჩევნების მეშვეობით გამოხატავს. საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის მიხედვით არჩევნები არის - საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა[მუხლი 2 - ].

დღეისათვის საქართველოში მოქმედი 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ თავდაპირველი რედაქციის ფორმულირება, არჩევნების ჩატარებულად გამოცხადების წინაპირობასთან მიმართებაში, ასეთი გახლდათ - „არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნების მონაწილეთა ნახევარზე მეტმა“ [მუხლი 70,4].   

2004 წ. 6 თებერვალს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, 70-ე მუხლის მეოთხე პუნქტიდან, პირველი წინადადება ამოღებულ იქნა და ამ პუნქტის ფორმულირება ასე ჩამოყალიბდა - „არჩეულადჩაითვლებაკანდიდატი, რომელსაცხმამისცაარჩევნებისმონაწილეთანახევარზემეტმა. (6. 02. 2004. N3272).

აქედან მოყოლებული, ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმების მიერ ერთობლივად შემოღებული, და დღეისათვის მოქმედი, საქართველოს ორგანული კანონი - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, არ ითვალისწინებს - არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისათვის საჭირო არანაირ მინიმალურ საარჩევნო ბარიერს.

დიახ, დღეს მოქმედი კანონმდებლობა არანაირ ზღვარს არ აწესებს იმის თაობაზე, თუ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა რამდენი პროცენტის მისვლის შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს არჩევნები ჩატარებულად.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის რა რაოდენობა მივა არჩევნებზე - იგი მაინც ჩატარებულად ითვლება.

მომქმედი „საარჩევნო კოდექსიდან“ მომდინარე ამდაგვარი დამოკიდებულება, ხელისუფლებაში მოსულ ძალას შესაძლებლობას აძლევს:

ერთის მხრივ - შექმნას მისი პოლიტიკური კურსის მომხრე, და შესაბამისად საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართული, საქართველოს მოქალაქეთა მცირე ჯგუფი; და

მეორეს მხრივ - ყველაფერი გააკეთოს მისი პოლიტიკური კურსის მოწინააღმდეგე საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო პროცესიდან განრიდებისათვის [ნიჰილიზმის დამკვიდრება, ბოიკოტის თემის აფიშირება და სხვა].

ზოგადად - არჩევნების პროცესისადმი, საქართველოს მოსახლეობაში, მიზეზთა გამო, დამკვიდრებული ნიჰილისტური დამოკიდებულების ფონზე, ჩვენის აზრით, აუცილებელია შეიქმნას ყველა წინაპირობა, რათა საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას მიეცეს კანონით განსაზღვრული შესაძლებლობა და მოტივაცია მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის სახელისუფლო ძალების ფორმირებაში.

ზემოთაღნიშნულის რეალიზება, ჩვენის აზრით, შემდეგი პრინციპის შემოღებით შეიძლება:

საქართველოს სახელმწიფომ, ქვეყნის უმაღლესი ორგანოს მიერ მიღებული კანონის სახით, უნდა განაცხადოს, რომ მისი უპირველესი მიზანია სახელისუფლო არჩევითი რგოლების ფორმირება მოხდეს არჩევნების უფლების მქონე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის [50% + 1 ამომრჩევლის] მიერ.

არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისათვის კანონით განსაზღვრული ზღვარის, კერძოდ: 50% + 1-ის დადგენა,  ხელისუფლებაში მყოფ ნებისმიერ ძალას დაავალდებულებს:

1. დაადგინოს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა ზუსტი ოდენობა; და

2. ყველა პირობა შექმნას იმისათვის, რათა საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართოს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა.

ამასთანავე, სახელისუფლო სტრუქტურათა შეუფერხებელი მუშაობისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის მიზნით, იმ შემთხვევაში თუკი, მიზეზთა გამო, საარჩევნო ოლქის რომელიმე უბანზე არ დაფიქსირდება, მის საზღვრებში შემავალ ამომრჩევლის ხმის უფლების მქონე მოსახლეობის ნახევარზე მეტი [50% + 1 ამომრჩევლის] აქტივობა, ამ უბნებზე უნდა დაინიშნოს არჩევნების მეორე ტური, რომელიც ჩატარებულად ჩაითვლება, უკვე - ამომრჩეველთა ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება, ერთის მხრივ არჩევნების უფლების მქონე საქართველოს მოსახლეობას კანონით განსაზღვრულ უფლებას მისცემს თავად განსაზღვროს სახელისუფლო სტრუქტურათა არჩევითი რგოლების შემადგენლობა; და მეორეს მხრივ უზრუნველყოფს სახელისუფლო არჩევითი რგოლების შეუფერხებელ ფორმირებასა და  მუშაობას.


ყოველივე ზემოთქმულის ამსახველი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი  საკანონმდებლო ცვლილება, შემდეგი სახითაა ფორმულირებული:

1. 76-მუხლს დაემატოს შემდეგირედაქციის მქონე მე-9 და მე-10 პუნქტი:

„9. არჩევნები იმ შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად თუ არჩევნების პირველსავე ტურში მონაწილეობას მიიღებს ოლქში მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველი.

10. საარჩევნო ოლქის იმ უბნებზე, სადაც არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღო უბანზე მცხოვრებმა ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველმა, ტარდება არჩევნების მეორე ტური, რომელიც ჩატარებულად ჩაითვლება უბნის ამომრჩეველთა ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში.“.

 

 

საარჩევნო რიგითი ნომრის მქონე

სააგიტაციომასალის გამოყენების პირობები

 

საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტებისათვის თანაბარი გარემოს შექმნისათვის საჭიროა გამოსწორდეს დღეისათვის მომქმედი „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის გამოყენების პირობები. კერძოდ, ჩვენის აზრით, უნდა გამოიკვეთოს - სააგიტაციო პლაკატების გაკვრის ადგილი, საარჩევნო ნომრიანი პლაკატების გაკვრის დაწყების დრო, მათი განთავსების რიცხოვნობა და გამოყენების პირობები. მივყვეთ თანამიმდევრობით.

 

ა. საარჩევნო რიგითი ნომრის მქონე სააგიტაციომასალის

გაკვრის ადგილისა და პლაკატის რაოდენობის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის თითოეული მუხლი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის მაქსიმალურად თანაბარ პირობები იყოს უზრუნველყოფილი.

საარჩევნო პროცესში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საარჩევნოდ განკუთვნილ სააგიტაციო პლაკატებს.

საარჩევნო სუბიექტების მიერ დამზადებული სააგიტაციო პლაკატების თვალსაჩინო ადგილებში გაკვრის სურვილი, ხშირად ხდება, ამ კუთხით, - უსამართლო და არათანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნის მიზეზი.

უმეტესწილად ადგილი აქვს უბრალო - „დასწრების“ შემთხვევებს. საარჩევნო სუბიექტების მიერ ხდება, მათთვის ხელმისაწვდომი ადგილების მაქსიმალურად ათვისება, რის შემდეგაც სხვა საარჩევნო სუბიექტებისათვის კანონის დარღვევის გარეშე სააგიტაციო პლაკატების გაკვრა, ფაქტობრივად შეუძლებელია.

ყოველივე ზემოთქმული ხდება კიდეც სხვადასხვა სააგიტაციო პლაკატის - ჩამოხევის, დაზიანებისა თუ მასზე სხვა პლაკატის გადაკვრის მიზეზი.

გარდა ამისა, საარჩევნო პლაკატების გაკვრა ხშირად იწვევს მოსახლეობის გარკვეული ფენის [გასაკრავი ადგილების მესაკუთრეთა, იქვე, ან ახლომახლო მაცხოვრებელთა] უკმაყოფილებას... არსებული გარემოს ფასადების დამახინჯებას და სხვა.

ჩვენს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადება მიზნად ისახავს მაქსიმალურად თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნისათვის, საარჩევნო სუბიექტებისათვის, სააგიტაციო პლაკატების გაკვრა, შესაბამისი პირობების დაცვის შემდეგ, დასაშვები გახდეს მხოლოდ, სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებზე, ბანერებზე, ადგილობრივი ორგანოების მიერ, ამისათვის სპეციალურად დადგმულ, ან განკუთვნილ სტენდებზე.

ამასთანავე, თავიდანვე უნდა გამოირიცხოს, საარჩევნო პლაკატებისათვის განკუთვნილი სტენდების მთელი ფართის მხოლოდ რომელიმე ერთი, ან რამდენიმე საარჩევნო სუბიექტის მხრიდან ათვისების ფაქტი. ამისათვის კანონის დონეზე უნდა განისაზღვროს, არა მარტო ის რომ ასეთი სტენდების ზომები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის უნდა ქმნიდეს თანაბარ პირობებს, არამედ ისიც უნდა დადგინდეს, რომ სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს მხოლოდ ერთი სააგიტაციო პლაკატი გაკვრის უფლება მიეცეს.

ყოველივე ზემოთქმულის ამსახველი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი  საკანონმდებლო ცვლილება, შემდეგი სახითაა ფორმულირებული:

1. კანონის 46-მუხლის პირველი და მეორე პუნქტი რომელიც ითვალისწინებს, რომ:

„1. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობ­იე­­­­­ქტე­ბზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვე­ვაში.

2. აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე“,

 ამოღებულ უნდა იქნეს.

2. კანონის 46-მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები შემდეგი რედაქციით უნდა ჩამოყალიბდეს:

„4. საარჩევნო პლაკატების გაკვრა, შესაბამისი პირობების დაცვის შემდეგ, დასაშვებია მხოლოდ სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებზე, სპეციალურად განკუთვნილ ბანერებსა და სტენდებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი უნდა იყოს იმ ზომის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პლაკატების გამოფენისას უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობებით. სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს აითვისოს  A2 ფორმატის [სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ] ზომის ფართი. დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სპეციალური სტენდზე გაკრული საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება.

5. ამ მუხლის შესაბამისად გამოყოფილი საარჩევნო პლაკატების გასაკრავად დადგმული სტენდების თაობაზე ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 10 დღისა.“. 

 

ბ. საარჩევნო რიგითი ნომრის მქონე

სააგიტაციომასალის გამოყენების პირობები

მოქმედი ნორმის თანახმად წინა არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ სუბიექტებს შესაძლებლობა ეძლევათ, სურვილისამებრ, დაიტოვონ მათთვის ადრე არსებული საარჩევნო ნომერი; ხოლო დანარჩენი პოლიტიკური გაერთიანებებისათვის რიგითი ნომრის დადგენა ხდება არჩევნებამდე 30 დღით ადრე [იხ. მუხლი 119,1-5].

კანონის აღნიშნული უფლებით მოსარგებლე საარჩევნო სუბიექტებს, რიგითი ნომრის არმქონე დანარჩენი პარტიებისაგან განსხვავებით, შესაძლებლობა აქვთ გაცილებით ადრე დაიწყონ რიგითი ნომრის მქონე სააგიტაციო მასალის გამოყენება. შესაბამისად, მათ მიერ გაკრული სააგიტაციო მასალა თითქმის მთლიანად იკავებს, კანონის შესაბამისად, საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და დადგმული სტენდების ფართობს.

და, აი, მაშინ, როდესაც საბოლოოდ დგინდება არჩევნებში მონაწილე სუბიექტები, და მათთვის მინიჭებული რიგითი ნომრები, აღმოჩნდება რომ მოგვიანებით განსაზღვრული რიგითი ნომრის მქონე საარჩევნო სუბიექტებს, პრაქტიკულად აღარ რჩებათ ადგილი, სადაც შეიძლება გაიკრას მათი რიგითი ნომრიანი სააგიტაციო მასალა.

ცხადია, რომ დღეისათვის არსებული ზემოთქმული რეგულაცია, არჩევნებში მონაწილე პარტიებს თავიდანვე  არათანაბარ პირობებში აყენებს.

აღნიშნული საკითხის სამართლიანად გადაჭრის, ანუ საარჩევნო სუბიექტებისათვის მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნის  მიზნით, ჩვენის აზრით, აუცილებელია, რომ  - „...რიგითი ნომრის მქონე ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის გამოყენება აკრძალულია არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის რიგითი ნომრის დადგენამდე“.

ყოველივე ზემოთქმულის ამსახველი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი  საკანონმდებლო ცვლილება, ჩვენს მიერ შემდეგი სახითაა ფორმულირებული:

„46-მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე. ნომრიანი ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის გამოყენება აკრძალულია არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის რიგითი ნომრის დადგენამდე.“.

  დიახ, კანონმა უნდა უზრუნველყოს, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის გამოყენების უფლება  - თანაბარი საწყისი ეტაპიდან უნდა შეეძლოთ.

ვფიქრობთ, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, დღეის მდგომარეობით, საარჩევნო სუბიექტებისათვის, ამ კუთხით  არსებულ, არათანაბარი პირობების მიზეზს აღმოფხვრის.  

 

 

საარჩევნო სუბიექტებისათვის

საარჩევნო ადმნისტრაციებში წარმომადგენელთა ყოლის

თანაბარი პირობების საკითხები

საარჩევნო პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რათა  განისაზღვროს, საარჩევნო სუბიექტებისათვის სხვადასხვა საარჩევნო ადმინისტრაციაში [ცესკო, საოლქო და საუბნო კომისიებში] წარმომადგენელთა ყოლის თანაბარი პირობები.

ამისათვის აუცილებელია, რათა ცვლილებები შევიდეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის მეორე თავში - „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია და მისი უფლებამოსილებები“. კერძოდ, კანონის:

მე-10 -მუხლის პირველი პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ცესკო შედგება თავმჯდომარის, 12 წევრისა და შესაბამისი არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით დანიშნული თითო სპეციალური წარმომადგენლისაგან, რომელთაც არ ჰყავთ კომისიის წევრი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის შეწყვეტას. ცესკოს 5 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.“;

მე-19 -მუხლს უნდა დაემატოს 61 პუნქტი, შემდეგი რედაქციით:

„61.  ის საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც არ ჰყავს კომისიის წევრი, შესაბამისი არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში დასაფიქსირებლად ამ კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, არაუგვიანეს არჩევნებამდე 10 დღისა, უფლებამოსილია ყოველ საარჩევნო ოლქში დანიშნოს/გაანთავისუფლოს თითო სპეციალური წარმომადგენელი, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.“;

მე-20 -მუხლის პირველი პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები; აგრეთვე შესაბამისი არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით დანიშნული თითო სპეციალური წარმომადგენლისაგან, რომელთაც არ ჰყავთ კომისიის წევრი“;

24 -მუხლის პირველი პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან, რომლებსაც  ამ  კანონით  დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები; აგრეთვე შესაბამისი არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით დანიშნული თითო სპეციალური წარმომადგენლისაგან, რომელთაც არ ჰყავთ კომისიის წევრი“;

24 -მუხლს უნდა დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„41. ის საარჩევნო სუბიექტი, რომელთაც არ ჰყავთ კომისიის წევრი, შესაბამისი არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში დასაფიქსირებლად განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, არაუგვიანეს არჩევნებამდე 10 დღისა, უფლებამოსილია ყოველ საარჩევნო უბანზე დანიშნოს/გაანთავისუფლოს თითო სპეციალური წარმომადგენელი, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.

ვფიქრობთ ძნელი არ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილმა - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მე-10; მე-19; მე-20 და 24-ე მუხლებში შესატანმა ცვლილებებმა,  რომელიც უფლებას აძლევს რა საარჩევნო ბიულეტენებში წარმოდგენილ საარჩევნო გაერთიანებებს, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაში სრულფასოვნად ჩართვის მიზნით, დანიშნონ თავიანთი სპეციალური წარმომადგენლები სამივე დონის საარჩევნო კომისიებში, მთლიანობაში უნდა უზრუნველყონ არჩევნების ობიექტური და სამართლიანი შედეგების დაფიქსირება.

 

საარჩევნო სუბიექტებისათვის

წინასაარჩევნო კამპანიის თანაბარი პირობების

უზრუნველყოფის საკითხი

ნებისმიერი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისათვის, სხვა ფაქტორებთან ერთად, აუცილებელია, რათა  ამ პროცესში ჩართული სუბიექტებისათვის წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად თანაბარი პირობები განისაზღვროს.

ჩვენს მიერ ამ მიზნით მომზადებული წინამდებარე ცვლილებები ეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის მეექვსე თავს - „წინასაარჩევნო კამპანია“. მოდით მივყვეთ თანამიმდევრულად.

 

1. კანონის „მუხლი 114. საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება“-ში გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტების რაოდენობის გამოკვეთის საბოლოო ვადებიდან გამომდინარე

[მუხლი 114. საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება

1. ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ, შექმნან საარჩევნო ბლოკი და გავიდნენ ბლოკის შემადგენლობიდან. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის მორიგი არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 43-ე დღისა ცესკოს უნდა წარედგინოს...]

50-ე მუხლში,

[მუხლი 50.

მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირებები

1. კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-დღიდან  კენჭისყრის  დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის  მფლობელები  და  საზოგადოებრივი  მაუწყებელი  ვალდებული არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:]

სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებისა და საზოგადოებრივი მაუწყებელის საქმიანობის დარეგულირების მიზნით, შეტანილი ცვლილებით, არსებული 50 დღიანი ზღვარი, 40-მდე უნდა შემცირება.

შესაბამისად, კანონის 50-ე მუხლის პირველ პუნქტი ასე განისაზღვრება - „კენჭისყრამდეარაუგვიანეს მე-40 -დღიდან...“[შემდეგ როგორც ტექსტშია];

2. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ – „მუხლი 51. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა“-ში, გათვალისწინებული ცვლილება ეხება მე-3, მე-5, მე-6, მე-12 და მე-13 პუნქტებს. კერძოდ:

 - დღეის მდგომარეობით მე-3 პუნქტი ასეთი შინაარსისაა:

 „3. ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები საეთერო დროის თანაბრად განაწილების, დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის შესახებ ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-5, მე-6 და 61 პუნქტებში აღნიშნულ მაუწყებლებზე და მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით, ხოლო ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აგრეთვე იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით.“;

ჩვენი შემოთავაზებით:

მე-3 პუნქტში განსაზღვრული ცვლილების თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში საეთერო სარეკლამო დროის გამოყენებასთან დაკავშირებეული კანონით უზრუნველყოფილი უფლების გამოყენების ათვლის თარიღად დადგენილია, შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის გამოკვეთის დღე; აგრეთვე

- ახალი რეგულაციის შემოღებასთან დაკავშირებით მე-5; მე-6 და მე-12 პუნქტებიდან ამოღებულია საარჩევნო სუბიექტისათვის განკუთვნილი ცნება - „კვალიფიციური“; აგრეთვე

- დღეის მდგომარეობით მე-13 პუნქტი ასეთი რედაქციითაა წარმოდგენილი:

„13. თუ პარტიებმა, რომლებიც გაერთიანდნენ საარჩევნო ბლოკში, გაერთიანებამდე გამოიყენეს უფასო საეთერო დრო, მათ მიერ გამოყენებული უფასო სარეკლამო დრო (გარდა ბლოკის პირველი ნომერი პარტიის უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობისა) უნდა გამოაკლდეს ბლოკისთვის, როგორც საარჩევნო სუბიექტისთვის, ბლოკის შექმნის შემდეგ გამოსაყოფი უფასო საეთერო დროის ხანგრძლივობას.“;

ჩვენი შემოთავაზებით:

მე-3 პუნქტით განსაზღვრული ცვლილებიდან გამომდინარე, ვინაიდან საარჩევნო სუბიექტებისათვის საეთერო სარეკლამო დროის გამოყენება დასაშვები ხდება, მხოლოდ შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის დადგენის დღიდან, აუცილებელი გახდა  51-ე მუხლის მე-13 პუნქტის  გაუქმება [ამოღება].

ყოველივე ზემოთქმულის ამსახველი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი  საკანონმდებლო ცვლილება, ჩვენს მიერ შემდეგი სახითაა ფორმულირებული:

კანონის  51 -მუხლის მე-3; მე-5; მე-6 და მე-12 პუნქტები უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ  კანონით  გათვალისწინებული  ვალდებულებები  საეთერო  დროის  თანაბრად  განაწილების,  დებატებში  მონაწილეობისას  ერთნაირი  პირობების  შექმნისა  და  საარჩევნო  რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის შესახებ ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-5, მე-6 და 61 პუნქტებში აღნიშნულ მაუწყებლებზე და ძალაში შედის მხოლოდ, ამ კანონის მიხედვით, შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის დადგენის დღიდან;

„5. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს თავიანთ ეთერში ყოველ საათში (არაუმეტეს 60 წამით) უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

6. საერთო  მაუწყებლობის  ლიცენზიის  მქონე  ეროვნული  მაუწყებელი  ვალდებულია  საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს თავი ეთერში ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული საარჩევნო სუბიექტის  მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.“;

12. საზოგადოებრივი მაუწყებელი (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ვალდებულია, საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, წინასაარჩევნო  რეკლამის განთავსების მიზნით, გამოყოს დრო, რომელიც  თანაბრად  განაწილდება  ამ  სუბიექტებს  შორის.

კანონის 51-ე მუხლის მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს“.

 

საარჩევნო სუბიექტების

დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების

დარეგულირების მექანიზმი

ჩვენს მიერ შემოთავაზებულია საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების სრულიად ახალი, და თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მექანიზმი. აღნიშნული ცვლილება ეხება კანონის მეშვიდე თავს - „არჩევნების/რეფერენდუმის დაფინანსება“.

მიზეზთა გამო, პოლიტიკური გაერთიანებები სხვადასხვა ადამიანური და ფინანსური რესურსის მატარებლები არიან. არჩევნებიდან არჩევნებამდე დროის პერიოდში, ისინი თვითდამკვიდრების პროცესს სწორედ მათ ხელთ არსებული რესურსის კანონიერად გამოყენების მიხედვით წარმართავენ. შესაბამისად, ესა თუ ის პოლიტიკური გაერთიანება წინასაარჩევნო პროცესს განსხვავებული საწყისი პირობებით ხვდება.

ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ცვლილებათა მიხედვით, საარჩევნო ბიულეტენში შესატანი საარჩევნო სუბიექტების ოდენობის საბოლოო დადგენის დროიდან, ყველა მონაწილე პოლიტიკურ გაერთიანებას უფლება უნდა ჰქონდეს დახარჯოს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ [ბიუჯეტიდან] მათ საარჩევნო ფონდში ჩარიცხული ფინანსური რესურსი. ამ პრინციპიდან გამომდინარე, განსახორციელებელი ცვლილებები ასეთი სახით უნდა ჩამოყალიბდეს:

1. დავიწყოთ კანონის 54-ე მუხლით - „საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯები“. 54-ე მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებთან დაკავშირებული ცვლილება გამომდინარეობს სარჩევნო სუბიექტების დაფინანსების ახალი წესიდან. კერძოდ:

54-ე მუხლის მე-6 პუნქტის ახალი რედაქციის თანახმად, შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებული საარჩევნო სუბიექტების დაფინანსება, მათთვის თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრების მეშვეობით.

შესაბამისად, დღეისათვის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მუხლი 54,8 პუნქტით განსაზღვრული რეგულაცია, რომლის თანახმადაც

- „8. საარჩევნო ბლოკის მიერ კამპანიის დაფინანსებისას შესაძლებელია ბლოკში გაერთიანებულმა პარტიებმა თავიანთ პოლიტიკური გაერთიანებების ფონდში არსებული სახსრები შეუზღუდავად გადასცენ იმ პოლიტიკური გაერთიანების ფონდს, რომელიც ბლოკის პირველ ნომრად არის რეგისტრირებული“,

თავის დანიშნულებას კარგავს, ამიტომაც იგი გაუქმებულ უნდა იქნეს.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, კანონის შესაბამისი მონაკვეთი ასეთ სახეს მიიღებს:

54-ე მუხლის მე-6 პუნქტიჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ, ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისათვის, მათ შორის ფასიანი სარეკლამო დროის შეძენის მიზნით,შესაბამის საარჩევნო ფონდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმორიცხული ფულადისახსრებისგარდასხვა ფულადი სახსრებისგამოყენება.“;

54-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს“;

2. დღეისათვის მომქმედიანონისმუხლი 56. საარჩევნო  კამპანიის  ფონდის  დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, პირველი პუნქტი, მოსალოდნელ საარჩევნო დაფინანსებას ასე განსაზღვრავს:

„1. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების საერთო არჩევნებში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ს ან მეტს (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით), საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 500 000 ლარს საკრებულოს/მერის/გამგებლის არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად. აღნიშნული საარჩევნო სუბიექტები ასეთ დაფინანსებას მიიღებენ საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების თაობაზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ამ კანონის 57-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსების მიზნით საარჩევნო სუბიექტმა წერილობით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 38 დღისა.“.

ვფიქრობთ რთული გამოსაანგარიშებელი არ უნდა იყოს, რომ თეორიულად დასაშვები ალბათობის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაღები თანხის ოდენობა ასეთ სახეს მიიღებს:

1. საპარლამენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა 100%-ი, დასაშვები 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში შეიძლება - 20 საარჩევნო სუბიექტზე გადანაწილდეს. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი თანხა - 20 000 მილიონი ლარი იქნება;

2. საპრეზიდენტო არჩევნებში, დაფინანსების მისაღებად დასაშვები 10%-იანი ბარიერი, შეიძლება - ათმა პრეზიდენტობის კანდიდატმა გადალახოს, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი თანხა - 10 000 მილიონ ლარს შეადგენს;

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების საერთო არჩევნებში, კანონით განსაზღვრული პირობა - 3%-იანი ბარიერი, უკვე - 33 საარჩევნო სუბიექტმა შეიძლება გადალახოს, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი თანხა - 16 500 მილიონი ლარის ტოლი იქნება.

ჩვენს მიერ შემუშავებული ცვლილება, რომელიც არამარტო საარჩევნო სუბიექტებისათვის თანაბარ საარჩევნო პირობებს, არამედ - საბიუჯეტო სახსრების ეკონომიასაც უზრუნველყოფს, ასეთია:   

ანონისმუხლი 56. საარჩევნო  კამპანიის  ფონდის  დაფინანსება  საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტიდან“ უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო სუბიექტებისათვის საარჩევნო დაფინანსების მიზნით გამოყოფილია ხუთი მილიონი ლარი, რომელიც თანაბრად ნაწილდება, შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებზე.

2. შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო ფონდში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრის ჩარიცხვა უნდა მოხდეს, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის დადგენის მეორე დღეს.“.

ამდენად, ჩვენს მიერ შემუშავებული ცვლილება ითვალისწინებს, რომ, თანაბარი პირობების მქონე წინასარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაბამისი არჩევნებისათვის, გამოყოფილი იქნეს წინასწარ დადგენილი გარკვეული ოდენობის ფულადი თანხა, პირობითად - ხუთი მილიონი.

ხსენებული ხუთი მილიონი თანაბრად გადანაწილდება - შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებზე, და ჩაირიცხება მათ საარჩევნო ფონდში, ამ კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მეორე დღეს.

საარჩევნო სუბიექტებს, ამ კანონით უზრუნველყოფილ უფასო სარეკლამო საეთერო დროსთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრებით, სურვილისამებრ, შეიძინონ - ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად საჭირო საეთერო დრო.

 

 

განსახორციელებელ ცვლილებათა პაკეტის

საბოლოო სახე

ჩვენს მიერ შემუშავებულ წინადადებათა ბაზაზე, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებათა საერთო სურათი ასეთ სახეს მიიღებს:

კანონპროექტი

საქართველოსკანონი

საქართველოსორგანულკანონში

საქართველოსსაარჩევნოკოდექსი

ცვლილებისშეტანისშესახებ

 

მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნოკო დექსი (საქართველოს  საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032)  შეტანილი ქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 -ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ცესკო შედგება თავმჯდომარის, 12 წევრისა და შესაბამისი არჩევნე-ბისათვის საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით დანიშნული თითო სპეციალური წარმომადგენლისაგან, რომელთაც არ ჰყავთ კომისიის წევრი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის შეწყვეტას. ცესკოს 5 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.“;

 

2. მე-19 -ე მუხლს დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„61.  ის საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც არ ჰყავს კომისიის წევრი, შესა-ბამისი არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში დასაფიქსირებლად ამ კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, არაუგვიანეს არჩევნებამდე 10 დღისა, უფლებამოსილია ყოველ საარჩევნო ოლქში დანიშნოს/გაანთავი-სუფლოს თითო სპეციალური წარმომადგენელი, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.“;

 

3. მე-20 -ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები; აგრეთვე შესაბამისი არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით დანიშნული თითო სპეციალური წარმომადგენლისაგან, რომელთაც არ ჰყავთ კომისიის წევრი“;

 

4. 24 -ე მუხლში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები; აგრეთვე შესაბამისი არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით დანიშნული თითო სპეციალური წარმომადგენლისაგან, რომელთაც არ ჰყავთ კომისიის წევრი“;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„41. ის საარჩევნო სუბიექტი, რომელთაც არ ჰყავთ კომისიის წევრი, შესაბამისი არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში დასაფიქსირებლად განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, არაუგვიანეს არჩევნებამდე 10 დღისა, უფლებამოსილია ყოველ საარჩევნო უბანზე დანიშნოს/გაანთავი-სუფლოს თითო სპეციალური წარმომადგენელი, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.“;

 

5. კანონის 46-ე მუხლში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) პირველი და მეორე პუნქტი  ამოღებულ უნდა იქნეს.

ბ) მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საარჩევნო პლაკატების გაკვრა, შესაბამისი პირობების დაცვის შემდეგ, დასაშვებია მხოლოდ სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებზე, სპეციალურად განკუთვნილ ბანერებსა და სტენდებზე. ადგილობრივი თვით-მმართველობის ორგანოები ვალდებული არიან დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი უნდა იყოს იმ ზომის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პლაკატების გამოფენისას უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობებით. სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს აითვისოს  A2 ფორმატის [სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ] ზომის ფართი. დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სპეციალური სტენდზე გაკრული საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება.

5. ამ მუხლის შესაბამისად გამოყოფილი საარჩევნო პლაკატების გასაკრავად დადგმული სტენდების თაობაზე ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

6. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე. ნომრიანი ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის გამოყენება აკრძალულია არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის რიგითი ნომრის დადგენამდე.“;

 

6. 50-ე მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება:

„1. კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-40 -ე დღიდან...“ [შემდეგ როგორც ტექსტშია];

 

7. 51 -ე მუხლში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები საეთერო დროის თანაბრად განაწილების, დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის შესახებ ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-5, მე-6 და 61 პუნქტებში აღნიშნულ მაუწყებლებზე და ძალაში შედის მხოლოდ, ამ კანონის მიხედვით, შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის დადგენის დღიდან“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს თავიანთ ეთერში ყოველ საათში (არაუმეტეს 60 წამით) უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

6. საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს თავის ეთერში ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წამით უსასყიდლოდ და არადისკრი-მინაციულად განათავსოს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.“;

გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საზოგადოებრივი მაუწყებელი (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ვალდებულია, საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით, გამოყოს დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ამ სუბიექტებს შორის.“;

დ) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

8. 54-ე მუხლში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: 

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ, ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისათვის, მათ შორის ფასიანი სარეკლამო დროის შეძენის მიზნით, შესაბამის საარჩევნო ფონდში სახელ-მწიფო ბიუჯეტიდან გადმორიცხული ფულადი სახსრების გარდა სხვა ფულადი სახსრების გამოყენება.“;

ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

9. მუხლი 56. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო სუბიექტებისათვის საარჩევნო დაფინანსების მიზნით გამოყოფილია ხუთი მილიონი ლარი, რომელიც თანაბრად ნაწილდება, შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებზე.

2. შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო ფონდში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრის ჩარიცხვა უნდა მოხდეს, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის დადგენის მეორე დღეს.“;

 

10. 76-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე მე-9 და მე-10 პუნქტი:

„9. არჩევნები იმ შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად თუ არჩევნების პირველსავე ტურში მონაწილეობას მიიღებს ოლქში მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველი.

10. საარჩევნო ოლქის იმ უბნებზე, სადაც არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღო უბანზე მცხოვრებმა ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველმა, ტარდება არჩევნების მეორე ტური, რომელიც ჩატარებულად ჩაითვლება უბნის ამომრჩეველთა ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში.“;

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დასკვნის მაგიერ

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი, ჩვენს მიერ გშემუშავებული, ცვლილებათა პაკეტი:

1. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საარჩევნო ბარიერი;

2. სააგიტაციო მასალის გამოყენების პირობები [სააგიტაციო პლაკატების გაკვრის ადგილი, საარჩევნო ნომრიანი პლაკატების გაკვრის დაწყების დრო, და მათი განთავსების რიცხოვნობა;

3. საარჩევნო სუბიექტებისთვის, ყველა დონის საარჩევნო კომისიებში მათი სპეციალურ წარმომადგენელთა ყოფნის უფლების მიცემა;

4. შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებისათვის, პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად  თანაბრად გამოყოფილი უფასო საეთერო დრო;

5. შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანაბარი ოდენობის ფულადი სახსრების ხარჯვის უფლების განსაზღვრა,

მაქსიმალურად უზრუნველყოფს არა მარტო ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ თავისი სათქმელის ამომრჩევლამდე მიტანას, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მოსახლეობას გაუადვილებს მართებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას; არამედ ხელს შეუწყობს ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის იქნება მისაღები.


საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე

საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხისათვის

საქრთველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებიდან მოყოლებული დღემდე, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რაოდენ აუცილებელია მოინახოს - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ეფექტური ურთიერთ  თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმი. ამიტომ:

- ვეყრდნობით რა:

ერთის მხრივ საქართველოში მომქმედი პოლიტიკური სპექტრისა და

მეორეს მხრივ 2014 წ. სექტემბრის ბოლოს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ასახულ რეკომენდაციას, რომელიც - მოუწოდებ სყველა  პოლიტიკურ ძალას, შეთანხმდნენ ისეთ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც  ფართო  კონსენსუსს  ეყრდნობა  და აძლიერებს ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების პლურალისტურ ბუნებას...“ [იხ. რეზოლუცია - დემოკრატიული  ინსტიტუტების  ფუნქციონირება საქართველოში", მუხლი 3,2]; და

 

- მიგვაჩნია რა, რომ საარჩევნო პროცესის სტაბილურობის მიზნით აუცილებელია - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებსა თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის მოინახოს ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმი,

 

შემოვდივართ წინადადებით, რათა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ LIII-ე  თავში: „პარლამენტთანარსებულიდაწესებულებები“, დღეისათვის არსებული

1. „საქართველოსეროვნულიბიბლიოთეკის“;

2. „გენდერულითანასწორობისმუდმივმოქმედისაბჭოსა“ და

3. „ჰერალდიკისსახელმწიფოსაბჭოს [იხ. მუხლი 282-284] მოხსენიების პარალელურად, დაფიქსირდეს ახალი სტრუქტურული ერთეულის - „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის [შემდგომში - კომისია]“   შემოღების დამადასტურებელი ჩანაწერი.

აღნიშნული კომისიის მთავარი მიზანი იქნება, საარჩევნო გარემოს სრულყოფისათვის, შექმნას საფუძველი, რათა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი სავარაუდო ცვლილებების პროექტის მომზადებასა და განხილვის პროცესში, უზრუნველყოს ქვეყანაში მომქმედი არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოები სფართოწრეების ჩაბმა.

კომისიის ძირითად ამოცანად უნდა განისაზღვროს - საარჩევნო პროცესის სტაბილურობის მიზნით, მაქსიმუმ მორიგი არჩევნების ჩატარების წინა წლის საშემოდგომო საპარლამენტო სესიისათვის, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მომზადებული კანონისპროექტის წარდგენის უზრუნველყოფა; რათა მორიგი არჩევნების ჩატარებამდე მინიმუმ - ერთი წლით ადრე მოხდეს „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვული წესების დადგენა,

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მაქსიმალურ დარეგულირებასა და კოორდინაციაში  კომისიის მიერ შესატანი სავარაუდო წვლილიდან გამომდინარე, საჭიროა რომ:

- კომისია შედგებოდეს საპარლამენტო ფრაქციებისა და  საქართველოში ჩატარებულ - ბოლო [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილე არასაპარლამენტო საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენლისაგან;

- მას ხელმძღვანელობდეს - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ხოლო

- თანამდებობრივად მეორე პირი [კომისიის მდივანი] წარმოადგენდეს იმ არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებას (პარტია ან საარჩევნო ბლოკი), რომელმაც მოაგროვა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა. 

დამატებითი ანაზღაურების გარეშე მოღვაწე წევრებისაგან შემდგარი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას შესაძლებელია ახორციელებდეს  პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სამდივნო.

ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო დაფინანსების შესაძლებლობის შემთხვევაში, კომისიის - საშტატო განრიგს და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს,საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის“ თავმჯდომარის წარდგინებით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო  კომიტეტთან  შეთანხმებით, დაამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად კომისიის დებულების დამტკიცება უნდა მოხდეს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ.

 

ვხელმძღვანელობთ რა საკანონმდებლო წინადადების უმოკლეს დროში მიღების სურვილით, აქვე წარმოგიდგენთ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დასამტკიცებელი: საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის “-ს დებულების პროექტს. 

 

კანონპროექტი

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი

მუდმივმოქმედი კომისიის

დებულება

 

მუხლი 1. ზოგადიდებულებები

1. ესდებულებაგანსაზღვრავს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის  (შემდეგში კომისიაორგანიზაციის, საქმიანობის წესის, უფლებამოსილებათა განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლო-ბითა და ამდებულებით.

3. კომისია თავის საქმიანობაში ეფუძნება კოლეგიალობის, გამჭვირვალობის, საზოგადოების ფართო წრეების საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების  პროექტის  მომზადებასა  და  განხილვაში  ჩაბმის  პრინციპებს.

   

მუხლი 2. კომისიის ამოცანები

1.  კომისიის ძირითადი ამოცანაა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონის პროექტის მომზადება.

2. საარჩევნო პროცესის სტაბილურობის მიზნით, მაქსიმუმ მორიგი არჩევნების ჩატარების წინა წლის საშემოდგომო საპარლამენტო სესიისათვის, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მომზადებული კანონისპროექტის წარდგენის უზრუნველყოფა.

 

მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა

1. კომისია შედგება: კომისიის თავმჯდომარის, აგრეთვე საპარლამენტო ფრაქციებისა და  საქართველოში ჩატარებულ - ბოლო [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილე არასაპარლამენტო საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენლისაგან;

2. წარმოდგენილი კომისიის წევრის შეცვლა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, დასაშვებია  კომისიის წევრის წარდგენის უფლების მქონე შესაბამისი სუბიექტის მიერ.

   

მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება

თავისი ამოცანების გადასაწყვეტად კომისია უფლებამოსილია:

) მოამზადოს . საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონისპროექტი;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციებისა  და  დაწესებულებებისაგან გამოითხოვოს, ხოლო სხვა ორგანიზაციებს დაუკვეთოს, მისი  საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია, მასალები და დოკუმენტები;

) ცვლილებათა  პროექტის  ცალკეული  ნაწილების  მომზადებისა  და  ექსპერტიზისათვის  მოიწვიოს როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო სპეციალისტები.

   

მუხლი 5. კომისიის სტრუქტურა

1. კომისიის თანამდებობის პირები არიან - კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი;

2.  სტრუქტურული ერთეულებია - სარედაქციო საბჭო და კომისიის აპარატი.

 

მუხლი 6. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თავმჯდომარე ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

3. კომისიის თავმჯდომარე:

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს კომისიას შიდა სახელმწიფოებრივ  და  საგარეო ურთიერთობებში;

) კოორდინაციას უწევს კომისიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

) უძღვება კომისიისა და სარედაქციო საბჭოს სხდომებს;

) უფლებამოსილია თავისი ან კომისიის წევრთა 1/3-ის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე მოიწვიოს კომისიის რიგგარეშე სხდომა კონკრეტული დღისწესრიგით;

) საკუთარი  ინიციატივით  ან  კომისიის  მდივნის  წარდგინებით  დებს  შრომით  ხელშეკრულებებს;

) უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს მთავრობას, რათა  მან  გადაწყვიტოს  კომისიის  გამართული საქმიანობისათვის აუცილებელი საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური  უზრუნველყოფის საკითხები;

) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმსა და კომისიის სხვა დოკუმენტაციას.

 

მუხლი 7. კომისიის მდივანი

1. კომისიის მდივანი ხდება იმ არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანების (პარტია ან საარჩევნო ბლოკი) წარმომადგენელი, რომელმაც მოაგროვა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა.

2. მდივანი ამზადებს კომისიის და სარედაქციო საბჭოს სხდომებს, განაგებს კომისიის საქმისწარმოებას, კოორდინაციას უწევს კომისიის თანამშრომელთა საქმია-ნობას და უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ოქმის წარმოებას.

3. კომისიის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის ან გადადგომის შემთხვევაში, მის მოვალეობას დროებით ასრულებს კომისიის მდივანი.

მუხლი 8. კომისიის სარედაქციო საბჭო

კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი, საპარლამენტო ფრაქციათა და ბოლო [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილე იმ არასაპარლამენტო, ბარიერგადაულახავი საარჩევნო სუბიექტების (პარტია ან საარჩევნო ბლოკი) წარმომადგენლები, რომლებმაც ბოლო [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა მიღებული ხმების მიხედვით დაიკავეს მეორე-მეხუთე ადგილი, ქმნიან სარედაქციო საბჭოს, რომელიც განაზოგადებს კომისიაში შემოსულ პროექტებს და გაიტანს მათ კომისიის სხდომაზე განსახილველად.

  

 მუხლი 9. კომისიის აპარატი

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნ-ველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი.

2. კომისიის აპარატი:

) აწარმოებს კომისიისა და სარედაქციო საბჭოს სხდომების ოქმს; აგრეთვე კომისიაში - მოქალაქეთა, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისა და არასამთავ-რობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილ წინადადებათა რეგისტრაციას;

) კომისიის თავმჯდომარის მითითებით ამზადებს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს;

) კომისიის წევრებს აცნობებს კომისიისა და სარედაქციო საბჭოს სხდომის თარიღს, ადგილს, დროს და დღის წესრიგს სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი კვირისა;

) უზრუნველყოფს კომისიის, თავმჯდომარის ან მდივნის გადაწყვეტილებათა შესრულებას;

) ასრულებს კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ცალკეულ დავალებებს;

  

მუხლი 10. კომისიის საქმიანობის წესი

1. კომისიის საქმიანობის ძირითადი ფორმებია - კომისიისდა სარედაქციო საბჭოს სხდომა.

2. კომისიის სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ორ თვეში ერთხელ მაინც.

3. კომისიისდა სარედაქციო საბჭოს სხდომები უფლებამოსილია, თუ სხდომებს ესწრება მათი სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4. კომისიის გადაწყვეტილება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებათა პროექტის მიღების შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ კომისიის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.

5. დაუშვებელია კომისიის წევრის მიერ თავისი უფლებამოსილების სხვაზე გადაცემა.

6. კომისიისა და სარედაქციო საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ - თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

8. კომისიის წევრს უფლება აქვს სარედაქციო საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკითხის ალტერნატიული წინადადების განხილვის მოთხოვნით დასაბუთებული წერილით მიმართოს კომისიას. წერილი უნდა წარედგინოს კომისიის აპარატს. კომისიის სხდომამდე არა უგვიანეს 24 საათისა. ალტერნატიულ წინადადებას კენჭი ეყრება სარედაქციო საბჭოს მიერ წარმოდგენილი წინადადების კენჭისყრამდე;

9. კომისიის თავმჯდომარის ან/და მდივნის ინიციატივით კომისიის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით ესწრებიან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 

მუხლი 11. გარდამავალი დებულება

კომისიის პირველ სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 15 დღისა.

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

 იხეილ (გელა)  სალუაშვილი