ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღება

აუცილებელია

დღეს მომქმედი - „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად:

„საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტებია: ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; ) ბინადრობის მოწმობა[მუხლი 11,1].

 

2011 წლის 24 ივნისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების [№4937 რს] ამოქმედების ვადებთან მიმართებაში, იქვე ვკითხულობთ: „მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა არა უგვიანეს 2011 წლის 30 ივლისისა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა“ [იხ. საკანონმდებლო მაცნე, 14.07.2011 წ.].

აღნიშნულის შესაბამისად - 2011 წლის 1 აგვისტოდან  მოყოლებული გაიცემა მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მხოლოდ - „პირადობის [ბინადრობის] ელექტრონული მოწმობა“, ანუ ე.წ. ჩიპიანი „აიდი ბარათები“.

აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლიდან მოყოლებული, პიროვნების მაიდენტიფიცირებელ საშუალებებთან მიმართებაში, კანონში არსებული ტერმინის: „პირადობის (ბინადრობის) მოწმობის“ პარალელურად, დაფიქსირდა ტერმინი: „პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა“. კანონის თანახმად:

. „პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე“  სავალდებულო გახდა  - „მოქალაქეობისა“ და „სქესის“ მითითება. იგი, აგრეთვე უნდა შეიცავდეს - „ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, მის შესაბამის დახურულ გასაღებს და ამ გასაღების არასანქციონირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს[მუხლი 14,7 - დ1, დ2, ნ].

ამასთანავე, ამოღებული იქნა - „მისამართი“, და - „...პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილის დადასტურება ხდება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომსააგენტო) ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გადამოწმების გზით[მუხლი 2,4].

საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა).

პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე და შესაბამის ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე პირის შესახებ ამ მუხლით გაუთვალისწინებელი ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის თანხმობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი დამატებითი მონაცემების ფარგლებში[მუხლი 14,9].

კანონით გათვალისწინებული, ზემოთხსენებული განსხვავებები, ბუნებრივია განკუთვნილია დღევანდელი რეალობის ასახვისათვის, როდესაც 2011 წ. 1 აგვისტოდან სავალდებულო სახით შემოღებული ახალი - „პირადობის [ბინადრობის] ელექტრონული მოწმობის“  პარალელურად, საქართველოს მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ [მოქმედების ვადის გასვლამდე] აქვს 2011 წ. 1 აგვისტომდე აღებული პირადობის მოწმობა.

რელიგიურ და სამართლებრივ მიზეზთა გამო, საქართველოს მაცხოვრებელთა გარკვეული ნაწილისათვის მიუღებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის - „პირადობის [ბინადრობის] ელექტრონული მოწმობის“, ანუ ე.წ. ჩიპიანი „აიდი ბარათის“ აღება; და ითხოვენ - საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს მათთვის ალტერნატიული, ანუ „ელექტრონული მატარებლის“ [ე.წ. ჩიპის] არმქონე „პირადობის [ბინადრობის] მოწმობის“ აღების შესაძლებლობა.

როგორც ცნობილია, 2001 წ. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდგომად, დღის წესრიგში დადგა ტეროიზმთან საბრძოლველად უსაფრთხოების განსაკუთრებული მექანიზმის შემოღების აუცილებლობა [იხ. გაერო-ს 2001 წ.28 სექტემბრის №1373 რეზოლუცია].

მოგვიანებით, კერძოდ - 2004 წელს ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ იქნა №2252/2004 დადგენილება: ბიომეტრიული მონაცემების - პასპორტებსა და სამგზავრო დოკუმენტებში შეტანის თაობაზე. ეს დადგენილება არ ვრცელდება - პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე, რომელსაც სახელმწიფო გასცემს საკუთარ მოქალაქეებზე.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამ დადგენილების გათვალისწინებაზე უარი განაცხადა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა - დანიამ, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ, ირლანდიამ.

დღეის მდგომარეობით, განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს თავად - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქონის ვალდებულებასთან მიმართებაში. ასე მაგალითად: ზოგიერთ ქვეყანაში [გერმანია, ჰოლანდია და სხვა] პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა სავალდებულოა; თუმცა არის ქვეყნები [ავსტრია, აშშ, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, შვეიცარია], სადაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა არ არის სავალდებულო, და მას წარმატებით ცვლის - მართვის მოწმობა, სადაზღვევო მოწმობა და სხვა.  

პირადობის მოწმობაზე „ელექტრონული მატარებლის“ [ე.წ. ჩიპის] დატანას, რომელზეც შესაძლებელია სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის ელექტრონული გზით თავმოყრა [მაგ. ფინანსური ტრანსაქციები, ქონებრივი მდგომარეობა, სამსახურებრივი ურთიერთობა, გადაადგილების მარშრუტი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ.], დასავლეთის სახელმწიფოების მსგავსად, საქართველოს მოსახლეობის ნაწილიც ეწინააღმდეგება, რამეთუ მას, მისი ინტერესებისათვის საფრთხის შემცველ მოვლენად აღიქვამს.

მთელ რიგ ქვეყნებში, ასეთი პირადობის მოწმობის აღება ნებაყოფლობითია. ზოგიერთმა ქვეყანამ [დანია, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი] საერთოთ უარი თქვა ელექტრონული პირადობის მოწმობის შემოღებაზე. დღეის მდგომარეობით აშშ-ის რამოდენიმე ათეული [29] შტატი ასევე უარს ამბობს ელექტრონული პირადობის მოწმობის ცენტრალური სისტემის დანერგვაზე. ე.წ. ჩიპიანი ბარათის ალტერნატიული პირადობის მოწმობის აღებას შესაძლებლობა აქვთ მაგ. ავსტრიისა და შვეიცარიის მოქალაქეებს.

მთელი რიგი ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც - ადამიანთა დიდ ნაწილს, სამართლებრივი თვალსაზრისის პარალელურად, თავისი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, არ სურთ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება. ასეთ შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული უალტერნატივო წესი, თავისთავად იწვევს ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი უფლების - რწმენის თავისუფლების შეზღუდვას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, „აიდი“ ბარათთან დაკავშირებით 2012 წ. 5 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაში, ასე განსაზღვრა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი:

 „სადღეისოდ წარმოდგენილი აიდი“ ბარათის ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. მაგრამ, რადგანაც ეს საკითხი იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები.“ [იხ. „საპატრიარქოს უწყებანი“, №27 [640], 2012 წ., გვ. 4].

არგუმენტების მოყვანას აღარ გავაგრძელებთ, რამეთუ ზემოთქმული, ვფიქრობთ სავსებით საკმარისია ზოგადი სურათის შესაქმნელად.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე:

 - ვითვალისწინებთ რა, რომ „ელექტრონული მატარებლიანი“ [ე.წ. ჩიპიანი] პირადობის მოწმობათა აღების დავალდებულებით, ხელისუფლება, ერევა ადამიანის პირად ცხოვრებაში და შესაძლებლობას აძლევს საჯარო და კერძო დაწესებულებებსა თუ კონკრეტულ პირებს, ფლობდნენ მოქალაქეთა ცხოვრების ცალკეული დეტალების შემცველ ინფორმაციას; რითაც ილახება - ადამიანის პიროვნული განვითარების, ინფორმაციული თვითგამორკვევის და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებები,

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია - შემოღებული იქნეს კანონით განსაზღვრული უფლება, რათა საქართველოს მოსახლეობას, სურვილის შემთხვევაში შეეძლოს ელქტრონული მატარებლის არმქონე პირადობის მოწმობის აღება. 

ჩვენს მიერ ამ მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო წინადადების მთავარი არსი განისაზღვრება შემდეგში:

„პირადობის [ბინადრობის] ელექტრონული მოწმობის“ პარალელურად, დაშვებული იქნეს ე.წ. ალტერნატიული  - „პირადობის [ბინადრობის] მოწმობა“, რომელსაც ექნება ამ კანონით - „პირადობის [ბინადრობის] ელექტრონული მოწმობისათვის“ განსაზღვრული ყველა მახასიათებელი, გარდა - „ელექტრონული მატარებლისა“.

ყოველივე ზემოთქმულის პრაქტიკული განხორციელებისათვის საჭიროა სკანონმდებლო სივრცეში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებათა პაკეტი:

- საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები [პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა].

- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ) სახელს; ) გვარს; ) დაბადების თარიღს; ) დაბადების ადგილს; ) მოქალაქეობას; ) სქესს; ) პირად ნომერს; ) ფოტოსურათს; ) პირად ხელმოწერას; კ) მისამართს [გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა];  ლ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; ) მოწმობის გაცემის თარიღს; ) მოწმობის მოქმედების ვადას; ) ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, მის შესაბამის დახურულ გასაღებს და ამ გასაღების არასანქციონირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს [მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობა];

- პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატს, მის შესაბამის დახურულ გასაღებს და ამ გასაღების არასანქციონირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს. იგი ასევე შეიძლება შეიცავდეს სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც განკუთვნილია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის ან/და მასზე დატანილი (ჩაწერილი) მონაცემების ერთიანობის, ავთენტიკურობისა და კონფიდენციალურობის დაცვისათვის.

- პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე და შესაბამის ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე პირის შესახებ ამ მუხლით გაუთვალისწინებელი ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის თანხმობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი დამატებითი მონაცემების ფარგლებში.

- საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში,  უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა.

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

 იხეილ (გელა)  სალუაშვილი