მეხუთე ნაწილი

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადების

ორი ეტაპის არსისმიერი ასპექტები

 

მეორედ მოსვლისას ]გაცხადებისას], ღმერთის ნებით, უნდა მოხდეს ძე კაცისას - არა მარტო ხრწნადი სხეულის უკვდავ არსში გადასვლა, არამედ მის სულში კოდირებული - სულისმიერი არსის სრულად გახსნა, ანუ მისი - თვისობრივად ახალ ხარისხში გადასვლა, რასაც ძე კაცისას - უფალ იესუ ქრისტეს არსში დაბრუნება, და - მეორედ მოსვლის დიადი წამის დადგომა ჰქვია. უფლის სულის _ ძე კაცისაზე გარდამოსვლით - დამთავრდება მოკვდავი სხეულის არსში ყოფნის დრო და დაიწყება უკვდავებისმიერი ეტაპის ათვლა...“ („პირველი და მეორე შობაი, ანუ დედა და ძიძა“, თბ. 2007 წ., გვ.4-5).

პირველად ღმერთად მოსული უფალი იესუ ქრისტე, ნათლისღებამდე, ჩვეულებრივი, სხვათაგან „არაფრით“ გამორჩეული ცხოვრებით ცხოვრობდა, და თავისი ღვთაებრივი მისიის შესრულებას მხოლოდ ნათლისღებისა და უდაბნოში 40 დღიანი მონაკვეთის გასრულების შემდეგ შეუდგა. მის შესახებ,  წმიდა წერილებში დაწერილზე მინიშნება (დამოწმება), მაცხოვარმა სწორედ ნათლისღების შემდგომად დაიწყო.

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადებამდე, ასევე ყველასათვის ჩვეულებრივი ცხოვრებით უნდა განვლოს ბოლო ჟამად სახელდებული მონაკვეთი, შობით მოსულმა ძე კაცისამ - „ამასაც გეტყვი: სანამდის მემკვიდრე ყრმაა, არაფრით განირჩევა მონისაგან, თუმცა ყველაფრის ბატონ-პატრონია. არამედ მამის მიერ მიჩენილ დრომდე, მზრუნველებსა და მეურვეებს ემორჩილება“ (გალ. 4,1-2).

პირველი მოსვლა-გაცხადებისაგან განსხვავებით, წინასწარ ნაუწყებ ნიშანთა ასრულება მხოლოდ - მეორედ ღმერთად გაცხადებამდელ დროში ხდება, რომელსაც, როგორც უკვე აღინიშნა - ბოლო ჟამი ჰქვია.

მაშასადამე, თუკი პირველად ღმერთად მოსვლა-გაცხადებისას, უფალ იესუ ქრისტეს შობამდელი დროის დადგომის თაობაზე - არც ერთი ისეთი მინიშნება არაა, რითაც უფლის განკაცების მოახლოებული ჟამის დადგომა იქნებოდა შესაძლებელი; მეორედ ღმერთად გაცხადებამდელი დროის მონაკვეთზე (ანუ - ბოლო ჟამზე), ბიბლიასა და სხვა წყაროებში, უამრავი ნიშანია დაფიქსირებული.

აღნიშნულის დასტურად სახარებისეული ტექსტი გავიხსენოთ - „და როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?“ (მათე 24,3).

სწორედ ამ ნიშანთა აცხადებით ვგებულობთ - ბოლო ჟამის დადგომას.

ბოლო ჟამად სახელდებულ დროში ხდება - ღმერთის პირველხატის, ანუ მხოლოდ ადამიანური ბუნების მქონებელი ძე კაცისას შობა - „... აი, რარიგად განმარტავს ამას გრიგოლ ნოსელი: „და რომელი იგი აღდგეს უკანასკნელ აღსასრულსა სოფლისასა, ყოველთა მათ (აქ – ბოლო ჟამში მცხოვრებთა – გ.ს.) შორის იყოს ხატი იგი პირველი...“ (ზვიად გამსახურდია, „წერილები, ესსეები“, თბ. 1991 წ., გვ. 155).

შობით მოსული ძე კაცისას, საყოველთაო გამოჩინება არის კიდეც ის მოვლენა, რასაც უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადება ჰქვია.

[გაგრძელება იხ. 9 ივნისს]