წ ი ნ ა თ ქ მ ა

ღვთის სიტყვის გადმომცემი ბიბლია, მასში დაფიქსირებული უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი სიბრძნის პარალელურად, ბოლო ჟამში მოსახდენ მოვლენათა აღმწერი იგავთ-კრებულია. ლასკარული, ანუ ბოლო ჟამის ცნობიერებიდან გამომდინარე, ბიბლია - ბოლო ჟამის სცენარია, რომელშიც უზენაესი ძალის მიერ წინასწარ განჭვრეტილი მომხდარ-მოსახდენი ამბავია გადმოცემული.

მეორედ უფალ იესუ ქრისტეს გაცხადების წინარე დროის დადგომის შესაცნობი ბიბლიური ნიშნები - იგავური, ანუ კოდირებული სახითაა მოცემული. მათი აცხადების ადგილი და მოქმედი სუბიექტები, მხოლოდ ბოლო ჟამის მაცხოვრებელთათვის [და ისიც მხოლოდ მცირე ჯგუფისათვის] გახდება „ხელმისაწვდომი“. ამ ჯგუფის თითოეული წევრი მოვალეა ღიად გააცხადოს უკვე აცხადებულ მინიშნებებზე.

მარტივად რომ ვთქვათ - თავად ბიბლიურმა ნიშნებმა უნდა გამოკვეთონ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადების ადგილი და ამ დროში მოქმედი ძირითადი პერსონაჟები.

ამასთანავე, ადგილი და პიროვნება კი არ უნდა მოვარგოთ ბიბლიურ ნიშნებს, არამედ თავად ამ ნიშნებმა უნდა დაგვანახონ თუ - რაზე და ვისზეა ეს ნიშნები წინასწარნაუწყები.

ჩვენც სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ.

თავის მხრივ, ესა თუ ის მოვლენა, თავისი კონკრეტული დროითი მახასიათებლის შემცველია, ანუ გააჩნია თავისი - დასაწყისი, ხანგრძლივობა და დასასრული; დიახ, ამ კუთხით - „ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ (ეკლ. 3,1).

ჩვენი წინამდებარე თხრობა, ბოლო ჟამის მიმდინარე მოვლენების ერთგვარი დროითი ჯაჭვის სახით გვინდა გადმოვცეთ. ამიტომ, ჯაჭვის ბოლო რგოლის, ანუ ჩვენი დღევანდელობის თაობაზე საუბრის დაწყებამდე, ჯერ, მისი წინარე მოვლენების დროითი ნიშანსვეტი გვინდა გამოვკვეთოთ.

 

რგოლი პირველი:

სამოცდაათწლიანი მონაკვეთი, ანუ 1921-1991 წ.წ.

აღნიშნული დროითი მინიშნება, ბიბლიაში ასეთი სახითაა დაფიქსირებული:

 - „... ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: რაკი არ გესმოდათ ჩემი სიტყვები (ვერ შევინარჩუნეთ 1918-1921 წ.წ. დამოუკიდებლობა), აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის (აქ - რუსეთის) ყველა ტომს, ამბობს უფალი, და ავამხედრებ ამ ქვეყანაზე (საქართველოზე), მის მაცხოვრებლებზე და ირგვლივ ყველა ხალხზე (მთლიანად კავკასია). გავწირავ გასაოხრებლად, შემზარავ და სამარცხვინო სანახავს გავხდი (ქრისტეს კვართის დაფვლის ტერიტორია და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა - ათეისტური სახელმწიფო მმართველობის ქვეშ მოექცა)...“ (იერ. 25,8-9);

„გაოხრდება და გაუკაცურდება (ათეისტური სახელმწიფოს დამყარება) მთელი ეს ქვეყანა (საქართველო), ბაბილონის (რუსეთის იმპერიის კოდირებული სახელი) მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს (1921-1992 წ.წ.) ეს ხალხები. შესრულდება სამოცდაათი წელი (1921-1991) და მე დავსჯი ბაბილონის მეფეს (სსრკ-ს დაშლა)“ (იერ. 25,11-12).

 

თუ ღმერთი ინებებს 20 მაისს შემოგთავაზებთ  იმ ბიბლიურ მინიშნებებს, რომლებიც ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას ყოფნისა და მისი ამქვეყნიდან გასვლის  დროით საზღვრებს შეეხება.