„უფლის სახელით...“ - გაცხადებული

ნიშნები ბოლო ჟამისანი

ვითვალისწინებთ რა, რომ - ბიბლიაში, პრინციპით - ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - დეტალურადაა მოცემული ბოლო ჟამის თაობაზე არსებული კოდირებული ინფორმაციები;

ვითვალისწინებთ რა, რომ - ბოლო ჟამი - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებისწინა დროის მონაკვეთია; და

ვითვალისწინებთ რა, რომ - საქართველო არის: ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადების ძირითადი ადგილი...

„უფლის სახელით,...“, ანუ უფალ იესუ ქრისტეს მიერ გადმოცემულ ნიშნებზე დაყრდნობით, შემოგთავაზებთ ბოლო ჟამად სახელდებული იმ დროის მინაკვეთზე საუბარს, რომელიც - 

საქართველოს გასაბჭოებიდან იღებს სათავეს და

ზვიად გამსახურდიას,

ედ. შევარდნაძის,

მ. სააკაშვილის,

ბ. ივანიშვილისა და

გ. მარგველაშვილის

პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლიდან დღემდე მომდინარე მოვლენების აღწერითაა  შემოფარგლული.

ბიბლიიდან გვეუწყება:

- „... ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე. მრავალი განიწმიდება, გასპეტაკდება და გამოიბრძმედება, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან“ [და. 12,9-10];

და კიდევ: გვახსოვდეს

- „ადრე მითქვამს, ახლაც ვამბობ, და კვლავ ვიტყვი: დასაღუპად განწირულნი გადარჩენილებზე ბევრნი არიან, როგორც ტალღაა მეტი წვეთზე“ [3 ეზრა 9,15-16].

ჩვენ, მათდა გასაგონად გვინდა ვისაუბროთ, ვინაც - ღვთისაგან ბოძებული გონიერებისა გამო „წვეთში“ ყოფნის წილხვედრილია... ხოლო, ის თუ ვინ-ვინაა, ამაზე ყველამ თვითონ იფიქროს...

და კიდევ:

წინამდებარე თემატიკა რამოდენიმე პირობითი ნაწილისაგან შედგება, რომელთა თაობაზე, ყოველდღიურ რეჟიმში - 2014 წ. 18 მაისიდან დავიწყებთ საუბარს და, თუ ღმერთი ინებებს, არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე დავასრულებთ.

19 მაისს გაეცნობით იმ ბიბლიურ მინიშნებებს, რომლებშიც საქართველოს - საბჭოთა იმპერიაში ყოფნის სამოცდაათწლიანი დროითი მონაკვეთია დაფიქსირებული