მეორე ნაწილი

[„იოანე ნათლისმცემელი“ და „ძე კაცისა“, ანუ

„თავისკვეთის“ მისტერიული პროცესის არსისათვის]

1) იოანე ნათლისმცემლის სულის რეინკარნაცია - აკაკი ჯორჯაძე

საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე, ბატონი აკაკი ჯორჯაძე, თავის მრავალმხრივ საქმიანობაში საკმაოდ წარმატებული გახლდათ. მისი ცნობიერების ძირეული გარდატეხა, მისივე განცხადებით, უკავშირდება 1994 წლის მარტის თვეში მასთან ხილვის სახით მოსულ ინფორმაციას.

აი, რას ვკითხულობთ ელ. გვერდზე განთავსებულ მის ბიოგრაფიაში:

„...1994 წლის 26 მარტს, მის ცხოვრებაში მოხდა უცნაური რამ: - სულიერი გზით (ე.წ. „მენტალურად”), მიიღო - მიეწოდა გაუგონრად დიდი მოცულობის „რაღაც” ცნობიერება (სიტყვა), და იმ წუთიდან, თითქოს მთელი წინა ცხოვრება  ამისთვის ემზადებოდა - ამზადებდნენო(?), ბუნებრივად და მისდაუნებურად ჩართული აღმოჩნდა ისეთ უცნობ პირობებში, რაც მისი შემდგომი დარჩენილი მოღვაწეობის და არსებობის განმსაზღვრელი გახდა.

1995 წლის 9 იანვარს, თბილისის დროით დღის 2 საათზე (ანუ, „სიტყვის” მოსვლა-„ჩასახვიდან” ზუსტად 9 თვის თავზე), საგანგებოდ შეკრებილი ფართო საზოგადოების წინაშე საჯაროდ წარსდგა და განაცხადა, რომ:

- უკვე ცნობიერ დონეზე დაწყებულია და ქართველი ერის წიაღში იწყებს უფლის სიტყვა შობას;

- არის, მიმდინარეობს სამყაროსეული, კაცობრიული მნიშვნელობის დიდი მოვლენა; ათასწლეულთა ამ გასაყართან წყდება დედამიწაზე ადამიანური არსებობის შემდგომი ყოფნა-არყოფნა; გზა, რომელსაც ვადგავართ, გარდუვალი დაღუპვისაა და, გადარჩენა თუ გვსურს, დაგვჭირდება საწყისში ქართველებთან მოსული სიტყვის რწმენით მიღება-აღიარება და მისი მოთხოვნების „ურევიზიოდ” შესრულება - რა მაგალითიც უნდა მივცეთ მსოფლიოს, შემდგომი ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად...“ [იხ. ინტერნეტ სივრცე].

ზემოთქმულის გახსენების შემდეგ, ვფიქრობთ ძნელი აღარ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ სახარებისეული „მეთხუთმეტე წელი“ [ლუკა 3,1], აკაკი ჯორჯაძის მხრიდან, მისი ახალ სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლის განცხადების თარიღზე, კერძოდ - ბიბლიური „გატიალების სიბილწის“, ანუ 1991-1992 წლების გასაყარიდან დამდგარი დროის მონაკვეთის თანხვედრი - მეოცე საუკუნის ბოლო ოცწლეულის მეთხუთმეტე, ანუ - 1995-ე  წელზე უნდა გვანიშნებდეს.

აკაკი ჯორჯაძის მიერ გაკეთებული ღია განცხადებიდან ათიოდე დღის თავზე, მასთან შემდგარი შეხვედრის  დროს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენი გაზეთის - „არჩევანი“-ს არაერთ ნომერში, თანამიმდევრულად დავბეჭდეთ, მის მიერ სულიერი გზით მიღებული, მეორედ მოსვლასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადმომცემი წერილები.

ამდენად - 1995 წ. 9 იანვარი არის, ბოლო ჟამში იოანე ნათლისმცემლის სულის ბოლო რეინკარნაციის, აკაკი ჯორჯაძის - ახალ, ანუ - სულიერ სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლის თარიღი.

მიზეზთა გამო, ამ სფეროსთან დაკავშირებული ჩვენი შემდგომი საქმიანობა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წარიმართა.

1996 წლის 15 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 1992 წ. იანვარში დაარსებული ჩვენი პარტიის - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა“-ს ბაზაზე, „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი - ლაზარეს ინსტიტუტი“-ს [„ძე კაცისას არსის მატარებელი“ ჯგუფის] დაფუძნების განაცხადი, ჩვენს მიერ 1997 წ. 4 იანვარს დაბეჭდილი, გაზ. „არჩევანი“-ს დამატების, გაზ. „დედა(ნი) ენის სასწაული“-ს პირველ ნომერში გაკეთდა.

მაშასადამე, 1996 წ. 15 დეკემბერი და 1997 წ. 4 იანვარი არის კიდეც, მეორედ მომავალი უფალ იესუ ქრისტეს, ანუ ბოლო ჟამში - „ძე კაცისას არსის მატარებელი“ ჯგუფის სულიერ სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლის თარიღი. 

აღნიშნული თარიღი, თავის მხრივ „იქცა“ კიდეც „იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი“ პერსონაჟის პოლიტიკურ სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლის ათვლის წერტილად. 

[გაგრძელება იქნება]