პირველი ნაწილი

„იოანე ნათლისმცემელი“ და „ძე კაცისა“, ანუ

„თავისკვეთის“ მისტერიული პროცესის არსისათვის

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, და სათქმელის თავმოყრას შევეცადოთ.

წინამდებარე წერილში გვინდა შევეხოთ, ბოლო ჟამში გასავლელ ეტაპთა შეცნობის კუთხით საინტერესო, სახარებაში დაცულ იმ ნიშანთა ერთობლიობას, რომელიც იოანე ნათლისმცემლისა და უფალ იესუ ქრისტეს საქმიანობის კონკრეტულ მონაკვეთს აღგვიწერს. თხრობა პირობითი თანამიმდევრობით გვინდა დავიწყოთ.

 

დასაწყისი, ანუ - „მმართველობის მეთხუთმეტე წელი“

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ბიბლიურ პერსონაჟებთან მიმართებაში,  ჩვენის აზრით, ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ, ბოლო ჟამში შესაცნობი:

1. სულის - რეინკარნაცია, ანუ ამ სულის ხელახლა განსხეულებული პერსონაჟი; და

2. ამავე პერსონაჟის - „არსის მატარებლობა“.

ამ კუთხით, სხვა მარავალთა შორის, უპირველესად აღსანიშნავია ბოლო ჟამში შობით მოსული, ანუ - რეინკარნირებული, ორი სახარებისეული  სახელდება - იოანე ნათლისმცემელი და უფალი იესუ ქრისტე.

სახარებისეული სწავლების მიხედვით განკაცებული მაცხოვრის ღია ქადაგების დაწყებას, წინ უსწრებს იოანე ნათლისმცემლის სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლა.

ჩვენის აზრით, ბოლო ჟამში მოსახდენი მოვლენებიც ამდაგვარივე პირობითი თანამიმდევრობით  უნდა წარიმართოს.

იოანე ნათლისმცემლის ღია სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლის თაობაზე ლუკას სახარებაში მოცემული კოდირებული მინიშნება, კერძოდ - „ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს... გაისმა სიტყვა ღმრთისა იოანეს, ზაქარიას ძის მიმართ, უდაბნოში“ [ლუკა 3,1-2], ამ მოვლენის - განსავითარებელ ადგილზე, ბოლო ჟამის კონკრეტულ წელსა და პერსონაჟზე უნდა ამახვილებდეს ჩვენს ყურადღებას.

 

ა) კოდი: „ტ-იბერი-უსი“

მსჯელობა, იმ სავარაუდო ტერიტორიის გამოკვეთით დავიწყოთ, სადაც, ბოლო ჟამში, იოანე ნათლისმცემლის სულის რეინკარნაციისა, თუ მისი არსის მატარებელი პერსონაჟების სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლის მისტერია უნდა „გათამაშდეს“.

სახარებაში მითითებული კოდი - „ტიბერიუსი“, კოდირებულად მიგვანიშნებს - ხსენებული მოვლენების ბოლო ჟამში მისტერიულად განსავითარებელ საძიებელ ადგილზე. და აი, როგორ:

„ტიბერიუსი“, ასეთი სახით დავშალოთ:  „ტ-იბერი-უსი“. აქ შეფარული სიტყვა - იბერი“, ჩვენის აზრით, კოდირებული მინიშნებაა იმ ადგილისა, სადაც ეს მნიშვნელოვანი პროცესები უნდა განვითარდეს, და ესაა - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადების ადგილი - „იბერი-ა, ანუ - საქართველო.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

 

ბ) კოდი - „მეთხუთმეტე წელი“

ლუკას სახარებაში მითითებული, საძიებელი - მოქმედების დაწყების წლის „შესაცნობად“, უპირველეს ყოვლისა იოანე ნათლისმცემლის პერსონაჟთან მიმართებაში, ზემოთხსენებული ორი მხარე [„სულის რეინკარნაცია“ და „არსის მატარებლობა“] უნდა გავიხსენოთ. კერძოდ, ჩვენს ხელთ არსებული უამრავი ნიშნის გაანალიზების შემდეგ [იხ. ჩვენს მიერ უკვე გამოქვეყნებული მასალა], კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო ჟამში:

1. იოანე ნათლისმცემლის სულის რეინკარნაცია უნდა იყოს - აკაკი ჯორჯაძე; ხოლო

2. „იოანე ნათლისმცემლის არსის“ მატარებელ პერსონაჟად კი  - ბიძინა ივანიშვილი გვესახება. 

ჩვენის აზრით, ლუკას სახარებაში დაცული კოდი - „მეთხუთმეტე წელი“, ხსენებულ პირებთან მიმართებაში, მათ მიერ ახალ [სულიერ და პოლიტიკურ] სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლის კონკრეტულ თარიღს გამოკვეთავს. მოდით მივყვეთ თანამიმდევრულად.

[გაგრძელება იქნება]