მეექვსე ნაწილი:

კოდირებული - „ნარ“-ი და „მანია“

 

ბიბლიის ძველქართული ტექსტი გვაუწყებს - „ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ და სჭამდე თივასა ველისასა“ [დაბ. 3,18].


ხსენებული - „კუროჲსთავი“ კი, იგივე - „ნარია“[იხ. - ი. იმნაიშვილი, „ქართული ოთხთავის სიმფონია -ლექსიკონი“, თბ. 1986 წ. გვ. 278].

ძველი აღთქმის თანამედროვე ქართულ ენაზე ახალი თარგმნის ჯგუფი [ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი], ხსენებულ მონაკვეთს სწორედ ამ ფორმით წარმოგვიდგენს - „ეკალსა და ნარს აღმოგიცენებს შენ, და შეჭამ მინდვრის ბალახს“ [დაბ. 3,18].

[მ. სონღულაშვილისეულ თარგმანში (1989 წ.), ვკითხულობთ - „ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო“].


სახარებისეული ტექსტის სხვადასხვა თარგმანში საძიებელი: „ნარ-ეკალი“ [ეკალი, კუროისთავი თუ ნარი] ასე ენაცვლება ერთმანეთს:

„ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ?“ [მათე 7,16]. [გიორგი მთაწმინდელის თარგმანი];


„თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს?“ [მათე 7,16] [ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი];


„მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ ან კუროსთავიდან ლეღვს?“ [მათე 7,16] [ზურაბ კიკნაძის თარგმანი].


როგორც უკვე აღინიშნა, სახარებაში გვეუწყება, რომ ჯვარცმისაკენ მიმავალ მაცხოვარს - ეკლის გვირგვინი ახურავს.


ზოგადად, ეკალი - ღეროს, ფოთლის, ფესვისა და მათი ნაწილების მეტამორფოზის შედეგად განვითარებული მაგარი წვეტიანი წარმონაქმნია. დღეისათვის, ცალსახად იმის თქმა, თუ მაცხოვრის გვირგვინი რისგან იყო დაწნული - ძნელია, თუმცა ეს რომ „ნარ-ეკლისაგანაა“ დამზადებული ეს სადავო არ უნდა იყოს.


თავის მხრივ, ნარი - რთულყვავილოვანთა ოჯახის ერთ-ერთი გვარია და აერთიანებს 40-ზე მეტ სახეობას. ხალხში „ნარის“ სახელწოდებით მოიხსენიება ბალახოვანი ეკლიანი მცენარის რამდენიმე სახეობა. მათ შორისაა - „ლურჯი ნარი, ლურჯეკალა. მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა... 230-მდე სახეობა გავრცელებულია ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყლებში (უპირატესად მექსიკასა და სამხრეთ ამერიკაში). საქართველოში 5 სახეობაა...“.


 დამოწმებული ტექსტი ორ საინტერესო მინიშნებას შეიცავს. კერძოდ:

1. „ლურჯი ნარი“: როგორც ცნობილია, საარჩევნო პროცესებში ჩართულმა კოალიციამ „ქართული ოცნება“, თავიდანვე - „ლურჯი“ ფერი აირჩია. დავით ნარმანიას სააგიტაციო პლაკატი სწორედ ლურჯ ფონზე გამოსახული სურათის წარმოადგენს. ჩვენის აზრით, „ნარი“-ს „ლურჯი“ ფერი, ჩვენს რეალობაში მოსახდენის შესაცნობი ნიშანთაგანი უნდა იყოს;

2. „5 სახეობა“: აქ, ციფრ 5-ზე უნდა იყოს მინიშნება, რამეთუ ყველასათვის ადვილად შესამჩნევია „ნაცებისა“ და „ქოცების“  საარჩევნო რიგითი ნომრების ერთმანეთთან მსგავსება: „5“ და „41 = 4 + 1“ = 5]. 

 

საუბრის დასასრულს, ზედმეტი კომენტარის გარეშე, მოკლედ გვინდა შევეხოთ საძიებელი „ნარ - მანია“-ს მეორე შემადგენელს: „მანია“


სხვადასხვა ლექსიკონში დაცული განმარტების მიხედვით - „მანია („ვნება", „სიგიჟე") 1. ადამიანის ავადმყოფური ფსიქიკური მდგომარეობა[ა], როდესაც მთელი მისი გრძნობა და გონება რაიმე ერთი იდეისაკენ არის მიმართული. მაგ., განდიდების მანია. 2. გადატ. ძლიერი მიდრეკილება რაიმესადმი“.