მეხუთე ნაწილი:

 

2004 წლიდან ვიდრე - 2014 წლის არჩევნების მეორე ტურამდე, ანუ

რა მინიშნებას შეიცავს კოდირებული - „დავით ნარმანია“

 

მოდით ვნახოთ, თუ რაზე შეიძლება გვანიშნებდეს, ბოლო ჟამში გამოკვეთილი - დავით ნარმანიას სახელი და გვარი.

 


ა) სახელისმიერი კოდი - „დავითი“

მეგრულში - „ვითი“ ნიშნავს - 10-ს. სახელი - „დავითი“, იგივე - „და ვითი“, იგავურად გვეუბნება: „და ათი“,   და 10-ის შემდგომად მოსახდენზე უნდა გვანიშნებდეს.


როგორც ვიცით, ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის დამამხობელი, ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი მ. სააკაშვილის ხელმძღვანელობით, 2003 წლის მიწურულს მომხდარი ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შედეგებზე დაყრდნობით, 2004 წლის საპრეზიდენტო [4 იანვარი] და საპარლამენტო [26 მარტი] არჩევნების შედეგად ხელისუფლების სათავეში მ. სააკაშვილი და მისი გუნდი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა.


და აი, ხელისუფლებაში მოსვლიდან 10 წლიანი ვადის ამოწურვის შემდგომად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, სამივე დონის [საპარლამენტო - საპრეზიდენტო - ადგილობრივი] არჩევნების შედეგების მიხედვით საბოლოოდ დათმო პოზიციები.


სახელისმიერი კოდით - „და ვითი“, სწორედ ამ 10 წლის შემდგომად დაწყებულ ახალ ეტაპზე მიგვენიშნება.

 


ბ) გვარისმიერი კოდი - „ნარმანია“


გვარი - „ნარმანია“, ორ ნაწილად განვიხილოთ: „ნარ“ – „მანია“.


სახელის [„და - ვითი“} მსგავსად, გვარისმიერი კოდის პირველი შემადგენელი - „ნარ“, ასევე კონკრეტულ დროის მონაკვეთს გამოკვეთავს. და აი, როგორ.


ქართულ 40 ნიშნიან ანბანში, ასო-ნიშანს: „ნარ“, მე-14 რიგითი ნომერი აქვს, რაც, განსახილველი კუთხით, გვიკონკრეტებს რომ, ხსენებული „და - ვითი“-ს, ანუ 10-ის შემდგომად განსავითარებელი მოვლენები უნდა მოხდეს რომელიღაც: მე-14 წელს. 


ვფიქრობთ ძნელი აღარ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ ყოველივეთი, ბოლო ჟამის 2004 წლიდან ათვლით მე-10, ანუ - 2014 წელი მიგვენიშნება. მივყვეთ მინიშნებებს.