საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ქალბატონ თამარ ჟვანიას!

 

N43-ე ს/გ „ზვიადის გზის...“

თავმჯდომარის

მიხეილ (გელა) სალუაშვილის

 

ღია მიართვა

ქვეყანაში შექმნილი კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით

დ ა ნ ა რ თ ი

 

ქალბატონო თამარ!

1. როგორც უკვე გწერდით [იხ.[წერ. ჩაბ. N 19121320201601], მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ 38-ე მუხლის, პარლამენტის რეგლამენტის 85-ე - „ახალარჩეული     პარლამენტის პირველი შეკრებისა“ და 86-ე მუხლის თანახმად:

„... ახალარჩეული პარლამენტი, პირველ სხდომაზე [ჩვენს შემთხვევაში ვეხებით 2020 წ. 11 დეკემბრის შეკრებას] უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა [76 ხმა].

ამასთან, მათ რეგისტრაციას - ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე ახორციელებს პარლამენტის აპარატი.

ხოლო, სხდომაზე დასწრებას პარლამენტის წევრები, სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით ადასტურებენ“;

 

2. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 86-ე მუხლის თანახმად - დროებითი მანდატებით აღჭურვილი ახალარჩეული პარლამენტარები, უფლებამოსილების ცნობამდე, იღებენ ორ დოკუმენტს, კერძოდ

ა] მინიმუმ 31-ი ხმით ირჩევენ დროებით სამანდატო კომისიას; და

ბ] მინიმუმ 51-ი ხმით იღებენ - დროებითი სამანდატო კომისიის საქმიანობის შეფასების დადგენილებას;

 

3. ამის შემდგომად გაგრძელებულ სხდომაზე, პარლამენტის რეგლამენტის 86,7 მუხლის მიხედვით -

„პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს“,

 

ანუ პარლამენტის რეგლამენტის 86,7-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისათვის საჭიროა - დროებითი მანდატებით აღჭურვილი ახალარჩეული პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის, ანუ მინიმუმ 100 პირის მიერ გამოხატული თანხმობა...

როგორც მოგეხსენებათ, 2020 წ. 11 დეკემბრის სხდომას ახალარჩეული პარლამენტის 88 წევრი ესწრებოდა. მიზეზთა გამო, უფლებამოსილების ცნობა მოხდა კანონით განსაზღვრული 100 წევრის მაგივრად - 87 წევრის მონაწილეობით, შესაბამისად:

მოქმედი კანონით მათი უფლებამოსილების საკითხი გადაწყვეტილად ვერ ჩაითვლება.

 

დღეს მოქმედ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 86,8-9 მუხლში, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგი მექანიზმია მოცემული:

„თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება.

ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს კითხულობს ცესკოს თავმჯდომარე...“.

ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს...

 

მაშასადამე - დღეს მოქმედი პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის მექანიზმი ასეთია:

 

- „თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება...“ [იხ. 86,8 მუხლი];

მაშასადამე, კანონი - ახალარჩეულ წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის არანაირი დადგენილების, ან, სხვა სამართლებრივი აქტის მიღებას არ ითვალისწინებს, ანუ:

- პარლამენტის რეგლამენტის 86,7-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისათვის საკმარისია, მხოლოდ - დროებითი მანდატებით აღჭურვილი ახალარჩეული პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის, ანუ მინიმუმ 100 პირის მიერ გამოხატული თანხმობა...“. - ხოლო

პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება...“, მხოლოდ ამ კანონის 86,8 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც - „იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია“;

 

4. ამის შემდგომად, როგორც ვნახეთ, არსებულ კანონისმიერ ჩანაწერში ვკითხულობთ:

-„ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში,

როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი [ანუ - 100] პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის მინიმუმ ორ მესამედამდე შესავსებად.

ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით“ [იხ.86,8 მუხლი].

პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს კითხულობს ცესკოს თავმჯდომარე... [იხ.86,9 მუხლი];

 

5. მაშასადამე, პარლამენტის მომდევნო სხდომა გაიმართება მას შემდეგ, როდესაც მოხდება - „პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შევსება“.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ეს უკანასკნელი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ - პარლამენტის ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში.

მაშასადამე - ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგენილია პარლამენტის რეგლამენტით [მუხლი 86,7-9].

ანუ იგი ტარდება, დღეს მოქმედი კანონის, და არა - ხელისუფლებისა თუ ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნით.

 

ქალბატონო თამარ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული დანართი, თავის წილს დაიდებს, ცესკოს მიერ, მოქმედი კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაში.

ჩვენის მხრივ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში უშუალო მონაწილეობა მივიღოთ ამ საკითხის მოგვარებაში.

პატივისცემით

N43-ე ს/გ „ზვიადის გზისა... „ და

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

წერ. ჩაბ. N 06122020201648