ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან

გამოსავალი ანტიკრიზისული გეგმა

 

შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის

კანონით განსაზღვრული თანამიმდევრობის საკითხისათვის

 

1. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ასპექტები.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მუხლ 2,გ-ვ; და - 125,13-14 16-17 მუხლში წარმოდგენილი არჩევნების სახეების მიხედვით უნდა ჩატარეს - ახალი საპარლამენტო არჩევნები;

 

2. დღეისათვის მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ 38-ე მუხლისა, და პარლამენტის რეგლამენტის 85-ე მუხლის - „ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრების“ თანახმად:

„... ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა [76 ხმა].

ამასთან, მათ რეგისტრაციას - ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე ახორციელებს პარლამენტის აპარატი.

ხოლო, სხდომაზე დასწრებას პარლამენტის წევრები სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით ადასტურებენ“;

 

3. პარლამენტის დროებითი მოწმობების საფუძველზე შეკრებილი წევრები, არანაკლებ ერთი მეხუთედის მიხედვით [30 + 1] ირჩევენ დროებით სამანდატო კომისიას;

 

4. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას

(საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და  პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ)

[იხ.„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 86,3-ე მუხლი]“; .

 

5.. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლის მე-3  პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით [51 ხმით] ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.

[იხ.„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 86,4-ე მუხლი]“;

 

რეგლამენტის 86,4 მუხლით განსაზღვრული დადგენილების მისაღებად საჭირო დეპუტატთა რაოდენობის საკითხისათვის

საქართველოს პარლამენტის მე-11 თავში - „პარლამენტის დადგენილება“, 129-130 მუხლებში ვკითხულობთ:

„მუხლი 129. პარლამენტის დადგენილების შინაარსი

1. პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილებით.

2. პარლამენტის დადგენილება შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ნორმატიული ხასიათის.

3. პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, რომლებიც მოწესრიგებული არ არის რეგლამენტით ან სხვა ნორმატიული აქტით, პარლამენტი წყვეტს დადგენილებით.

„მუხლი 130. პარლამენტის დადგენილების მიღების წესი

1. პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტს წარედგინება და განიხილება კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენისა და კომიტეტის მიერ განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება ერთი მოსმენით, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.

3. პარლამენტის დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. პარლამენტის დადგენილების მიღების თარიღად ითვლება პარლამენტის მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე“.

 

მაშასადამე, პარლამენტის , „დადგენილება“ - „...მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის [ანუ 150 ხმის] ერთი მესამედისა [ანუ 50 ხმა]“.

ამდენად, აღნიშნული „დადგენილების“ მისაღებად საჭიროა: მინიმუმ - 51 დეპუტატის ხმა.

 

7. როგორც ვხედავთ, დროებითი მანდატებით აღჭურვილი ახალარჩეული პარლამენტარები, უფლებამოსილების ცნობამდე, ორ დოკუმენტს იღებენ... კერძოდ

ა] მინიმუმ 31-ი ხმით ირჩევენ დროებით სამანდატო კომისიას; და

ბ] მინიმუმ 51-ი ხმით იღებენ - დროებითი სამანდატო კომისიის საქმიანობის შეფასების დადგენილებას.

 

8. პარლამენტის რეგლამენტის 86,7 მუხლის მიხედვით, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისათვის საჭიროა - დროებითი მანდატებით აღჭურვილი ახალარჩეული პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის, ანუ მინიმუმ 100 პირის მიერ გამოხატული თანხმობა...

ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს...

 

 

9. დღეს მოქმედი

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის მექანიზმი ასეთია

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მას შემდეგ რაც ცესკო გადაწყვეტს რომ მის ხელთ არსებულ მასალებზე დაყრდნობით, მაგრამ არჩევნებიდან არა უგვიანეს მე-19 დღისა შესაძლებელია არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიღება,

 

ჩვენს რეალობაში საქართველოს პარლამენტის 2020 წ. 31 ოქტომბრისა და მაორიტარული წესით 21 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მე-2 ტურის საბოლოო შედეგების შემაჯამებლი ოქმი, ცესკოს მიერ მიღებულ იქნა 2020 წ. 3 დეკემბერს.

კანონის მიხედვით შემაჯამებელი ოქმის მიღებიდან, მაქსიმუმ 10 დღისა, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება.

ჩვენს რეალობაში, საქართველოს პრეზიდენტმა 2020 წ. 8 დეკემბერს, ახალარჩეული პარლამენტი პირველი შეკრების დღედ - 2020 წ. 11 დეკემბერი დანიშნა. 

9.1 როგორც უკვე ითქვა

- დღეისათვის მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ 38-ე მუხლისა, და პარლამენტის რეგლამენტის 85-ე მუხლის - „ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრების“ თანახმად:

„... ახალარჩეული პარლამენტი, პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა [76 ხმა].

ამასთან, მათ რეგისტრაციას - ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე ახორციელებს პარლამენტის აპარატი.

ხოლო, სხდომაზე დასწრებას პარლამენტის წევრები სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით ადასტურებენ“;

 

ამასთან, კანონის მიხედვით

ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას

(საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და  პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ)

[იხ.„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 86,3-ე მუხლი]“; .

პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლის მე-3  პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას ... [იხ.„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 86,4-ე მუხლი]“;

ამდენად, 2020 წ. 11 დეკემბერს არჩეულმა დროებითმა სამანდატო კომისიამ, უნდა შეისწავლოს ცესკოს მიერ მათთვის მიწოდებული დოკუმენტაცია, და მათი საბოლოო შემოწმების მიზნით, გადასცეს მასალა სხდომაზე შეკრებილ დეპუტაციას.

 

მოქმედი კანონმდებლობით გაწერილი შემდგომი პროცესები ასე ვითარდება:

9.2 თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება...“ [იხ. 86,8 მუხლი]

 

10. „ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში,

როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი [ანუ - 100] პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის მინიმუმ ორ მესამედამდე შესავსებად...“ [იხ.86,9 მუხლი]

 

11. მაშასადამე, პარლამენტის მომდევნო სხდომა გაიმართება მას შემდეგ, როდესაც მოხდება - „პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შევსება“.

ეს უკანასკნელი კი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ - პარლამენტის ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში.

მაშასადამე - ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგენილია პარლამენტის რეგლამენტით [მუხლი 86,7].

ანუ იგი ტარდება, დღეს მოქმედი კანონის, და არა - ხელისუფლებისა თუ ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნით.

 

ხოლო მოლაპარაკების ე.წ. მესამე რაუნდი უნდა დაეთმოს აქვე წარმოდგენილი დანართით განსაზღვრული საკითხების მეორე შემადგენელის განხილვას.

 

12. კანონმდებლობაში წარმოდგენილი ვადების

პირობითი ჯაჭვის გათვალისწინებით - პარლამენტის ახალი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, არაუგვიანეს - 2021 წლის გაზაფხულისა.