ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან

გამოსავალი ანტიკრიზისული გეგმა4. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას

(საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საქა

 

საკანონმდებლო წინადადების

წარდგენის საკითხისათვის

პრობლემის მოგვარების მიზნით, ჩვენი გაერთიანების მიერ, შემუშავებულ იქნა, 2020 წ. 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის სპეციალური „ანტიკრიზისულ გეგმა“.

 

ამასთან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ ანტიკრიზისული გეგმის:

ერთის მხრივ - შუამავალი ელჩებისადმი; და

მეორეს მხრივ - სახელისუფლო ძალასა და საპარლამენტო ოპოზიციისათვის წარდგენასთნ დაკავშირებით.

 

ამ მიზნით, ჩვენს მიერ, ა.წ. 6 ნოემბერს, 2016 წლის მოწვევის პარლამენტს წარედგინა მორიგი საკანონმდებლო წინადადება [წერ. ჩაბ. N 1-15109/20; 06.11.2020], რომელშიც დეტალურადაა წარმოდგენილი პოლიტიკური კრიზისული მდგომარეობის დასარეგულირებლად საჭირო გეგმა.

 

ოპოზიციური სპექტრისადმი წარდგენილი

ანტიკრიზისული გეგმა

ჩვენს მიერ შემუშავებული მექანიზმის გაცნობამდე, მოდით - „ახალი“ არჩევნების არსის თაობაზე გავისაუბროთ.

 

ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის

იურიდიული ასპექტები.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლში - „ტერმინთა განმარტება“, ვკითხულობთ:

„გ) არჩევნები – საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა;

დ) საერთო არჩევნები – მორიგი ან რიგგარეშე არჩევნები:

დ.ა) მორიგი არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებითა და სათანადო კანონებით დადგენილ ვადებში;

დ.ბ) რიგგარეშე არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო“;

ვ) ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომლებიც მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება:

ვ.ა) თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი კანდიდატი და ამ კანონით დადგენილი წესით მოიხსნა მისი კანდიდატურა;

ვ.ბ) თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა საარჩევნო სუბიექტმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი, ან არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში;

ვ.გ) თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით;

[იხ. საქართველოს ორგანული კანონი „საარჩევნო კოდექსი" მუხლი 2, გ-ვ];

 

წარმოდგენილ მასალაში ჩვენთვის ნიშანდობლივია, პარლამენტის პროპორციული წესით არჩევნებთან დაკავშირებული - რიგგარეშე და ხელახალი არჩევნების დანიშვნის კანონისმიერი ასპექტები.

იქვე კანონში დაკონკრეტებულია, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნება მაშინ, თუკი - „ [2, ვ.ბ] პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა საარჩევნო სუბიექტმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი, ან არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში;

[2, ვ.გ] თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით“;

 

ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ახალი არჩევნების ჩატარება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი - „არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში“;

- ამ შემთხვევაში არჩევნები ტარდება - „მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით“.

ამისათვის საჭიროა - ცესკოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება, ხმების ხელახალი გადათვის თაობაზე.

 

საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად

- „13. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში ან რამდენიმე ოლქში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, არჩევნების შედეგები ბათილად ითვლება და ცესკო ნიშნავს ხელახალ არჩევნებს.

 

14. განცხადების/საჩივრის არსებობისას, რომელიც მოითხოვს კენჭისყრის შედეგების გადამოწმებას ან ბათილად ცნობას, ცესკო განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული დალუქული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ, ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას/სპეციალურ ჯგუფს ავალებს ზემოაღნიშნული მოქმედების განხორციელებას. საჭიროების შემთხვევაში ცესკოს უფლება აქვს, არჩევნების შედეგები შეაჯამოს საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე.

 

16. განმეორებითი კენჭისყრა შეიძლება დაინიშნოს არჩევნების როგორც პირველი ტურის, ისე მეორე ტურის შემდეგ. განმეორებითი კენჭისყრა იმართება, შესაბამისად, პირველი ან მეორე ტურიდან 2 კვირის ვადაში. ცესკო უფლებამოსილია განმეორებითი კენჭისყრის გამართვა საუბნო საარჩევნო კომისიის იმავე ან სხვა შემადგენლობას დაავალოს.

 

17. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში განმეორებითი კენჭისყრა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო უბნებში, სადაც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტზე მეტია. ასეთ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრა იმართება საერთო არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 2 კვირისა“.

[იხ. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი"

მუხლი 125,13-14 16-17];

 

შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის

კანონით განსაზღვრული თანამიმდევრობის საკითხისათვის

 

1. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ასპექტები.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მუხლ 2,გ-ვ; და - 125,13-14 16-17 მუხლში წარმოდგენილი არჩევნების სახეების მიხედვით უნდა ჩატარეს - ახალი საპარლამენტო არჩევნები;

 

2. დღეისათვის მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ 38-ე მუხლისა, და პარლამენტის რეგლამენტის 85-ე მუხლის - „ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრების“ თანახმად:

„... ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობასთუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარაახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა [76 ხმა].

ამასთან, მათ რეგისტრაციას - ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე ახორციელებს პარლამენტის აპარატი.

ხოლო, სხდომაზე დასწრებას პარლამენტის წევრები სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით ადასტურებენ“;

 

3. პარლამენტის დროებითი მოწმობების საფუძველზე შეკრებილი წევრები, არანაკლებ ერთი მეხუთედის მიხედვით [30 + 1] ირჩევენ დროებით სამანდატო კომისიას;

 

4. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას

(საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და  პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ)

[იხ.„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 86,3-ე მუხლი]“; .

 

5.. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლის მე-3  პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით [51 ხმით] ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.

[იხ.„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 86,4-ე მუხლი]“;

 

რეგლამენტის 86,4 მუხლით განსაზღვრული დადგენილების მისაღებად საჭირო დეპუტატთა რაოდენობის საკითხისათვის

საქართველოს პარლამენტის მე-11 თავში - „პარლამენტის დადგენილება“, 129-130 მუხლებში ვკითხულობთ:

„მუხლი 129. პარლამენტის დადგენილების შინაარსი

1. პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილებით.

2. პარლამენტის დადგენილება შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ნორმატიული ხასიათის.

3. პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, რომლებიც მოწესრიგებული არ არის რეგლამენტით ან სხვა ნორმატიული აქტით, პარლამენტი წყვეტს დადგენილებით.

„მუხლი 130. პარლამენტის დადგენილების მიღების წესი

1. პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტს წარედგინება და განიხილება კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენისა და კომიტეტის მიერ განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება ერთი მოსმენით, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.

3. პარლამენტის დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. პარლამენტის დადგენილების მიღების თარიღად ითვლება პარლამენტის მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე“.

 

მაშასადამე, პარლამენტის , „დადგენილება“ - „...მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის [ანუ 150 ხმის] ერთი მესამედისა [ანუ 50 ხმა]“.

ამდენად, აღნიშნული „დადგენილების“ მისაღებად საჭიროა: მინიმუმ - 51 დეპუტატის ხმა.

 

7. როგორც ვხედავთ, დროებითი მანდატებით აღჭურვილი ახალარჩეული პარლამენტარები, უფლებამოსილების ცნობამდე, ორ დოკუმენტს იღებენ... კერძოდ

ა] მინიმუმ 31-ი ხმით ირჩევენ დროებით სამანდატო კომისიას; და

ბ] მინიმუმ 51-ი ხმით იღებენ - დროებითი სამანდატო კომისიის საქმიანობის შეფასების დადგენილებას.

 

8. პარლამენტის რეგლამენტის 86,7 მუხლის მიხედვით, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისათვის საჭიროა - დროებითი მანდატებით აღჭურვილი ახალარჩეული პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის, ანუ მინიმუმ 100 პირის მიერ გამოხატული თანხმობა...

ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს...

 

 

9. დღეს მოქმედი

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის მექანიზმი ასეთია

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მას შემდეგ რაც ცესკო გადაწყვეტს რომ მის ხელთ არსებულ მასალებზე დაყრდნობით, მაგრამ არჩევნებიდან არა უგვიანეს მე-19 დღისა შესაძლებელია არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიღება,

 

ჩვენს რეალობაში საქართველოს პარლამენტის 2020 წ. 31 ოქტომბრისა და მაორიტარული წესით 21 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მე-2 ტურის საბოლოო შედეგების შემაჯამებლი ოქმი, ცესკოს მიერ მიღებულ იქნა 2020 წ. 3 დეკემბერს.

კანონის მიხედვით შემაჯამებელი ოქმის მიღებიდან, მაქსიმუმ 10 დღისა, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება.

ჩვენს რეალობაში, საქართველოს პრეზიდენტმა 2020 წ. 8 დეკემბერს, ახალარჩეული პარლამენტი პირველი შეკრების დღედ - 2020 წ. 11 დეკემბერი დანიშნა.

 

 

9.1 როგორც უკვე ითქვა

- დღეისათვის მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ 38-ე მუხლისა, და პარლამენტის რეგლამენტის 85-ე მუხლის - „ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრების“ თანახმად:

„... ახალარჩეული პარლამენტი, პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა [76 ხმა].

ამასთან, მათ რეგისტრაციას - ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე ახორციელებს პარლამენტის აპარატი.

ხოლო, სხდომაზე დასწრებას პარლამენტის წევრები სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით ადასტურებენ“;

 

ამასთან, კანონის მიხედვით

ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას

(საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და  პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ)

[იხ.„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 86,3-ე მუხლი]“; .

პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლის მე-3  პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას ... [იხ.„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 86,4-ე მუხლი]“;

ამდენად, 2020 წ. 11 დეკემბერს არჩეულმა დროებითმა სამანდატო კომისიამ, უნდა შეისწავლოს ცესკოს მიერ მათთვის მიწოდებული დოკუმენტაცია, და მათი საბოლოო შემოწმების მიზნით, გადასცეს მასალა სხდომაზე შეკრებილ დეპუტაციას.

 

მოქმედი კანონმდებლობით გაწერილი შემდგომი პროცესები ასე ვითარდება:

9.2 თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება...“ [იხ. 86,8 მუხლი]

 

10. „ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში,

როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი [ანუ - 100] პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის მინიმუმ ორ მესამედამდე შესავსებად...“ [იხ.86,9 მუხლი]

 

11. მაშასადამე, პარლამენტის მომდევნო სხდომა გაიმართება მას შემდეგ, როდესაც მოხდება - „პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შევსება“.

ეს უკანასკნელი კი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ - პარლამენტის ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში.

მაშასადამე - ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგენილია პარლამენტის რეგლამენტით [მუხლი 86,7].

ანუ იგი ტარდება, დღეს მოქმედი კანონის, და არა - ხელისუფლებისა თუ ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნით.

 

ხოლო მოლაპარაკების ე.წ. მესამე რაუნდი უნდა დაეთმოს აქვე წარმოდგენილი დანართით განსაზღვრული საკითხების მეორე შემადგენელის განხილვას.

 

12. კანონმდებლობაში წარმოდგენილი ვადების

პირობითი ჯაჭვის გათვალისწინებით - პარლამენტის ახალი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, არაუგვიანეს - 2021 წლის გაზაფხულისა.

 

 

.

 

ანტიკრიზისული გეგმის პროექტის მეორე შემადგენელი

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების საკითხისათვის

ჩვენის აზრით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით ქვეყნის მმართველ ძალასთან გასამართი დიალოგი უნდა წარიმართოს წინამდებარე გეგმის საფუძველზე, რომლის საბოლოო შედეგების ამსახველი ცვლილებათა პაკეტი უნდა დაფიქსირდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში.

 

ჩვენს მიერ შემუშავებული წინამდებარე ანტიკრიზისული გეგმის მეორე შემადგენელი ითვალისწინებს ცესკოს დაკომპლექტების ახლებული წესის მიღება, რომლის მთავარი არსი მდგომარეობს შემდეგში:

 

საპარლამენტო ოპოზიციის მიერ სახელისუფლო ძალისადმი წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმისაგან გასხვავებით, კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის ჩვენეული მექანიზმი ითვალისწინებს - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 196-ე 203-ე მუხლებში შემდეგი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.

 

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032) შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 196-ე მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„196,17. 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში შესაბამისი არჩევნები ტარდება და პარლამენტი ფორმირდება ამ მუხლითა და 2032 მუხლით დადგენილი წესით. 2024 წელს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება. 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში ბოლო რიგგარეშე არჩევნების მომდევნო მორიგი არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო ბოლო რიგგარეშე არჩევნებში არჩეულ პარლამენტს უფლებამოსილება უწყდება ახალარჩეული პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან“;

 

2. 196-ე მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„196,18. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან საქართველოს პარლამენტის მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით გასამართი არჩევნების დანიშვნის დღემდე პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე მოქმედი ამ კანონისა და 2032 მუხლით განსაზღვრული რედაქციით“;

 

3. 203-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032-ე მუხლი.

„2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,1 მუხლი:

„2032,1 პარლამენტის ახალი არჩევნები ჩატარდეს 2021 წელს“

 

4. 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,2 მუხლი:

„2032.2 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი სამივე დონის [საუბნო, საოლქო და ცენტრალური] საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს, 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 0,5%-ის ტოლფასი ხმების ოდენობის მომპოვებელი საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელთაგან.

 

5. 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,3 მუხლი:

2032,3 ყველა დონის საარჩევნო კომისია დაკომპლექტდეს, არჩევნებში მოპოვებული ხმების ოდენობის მიხედვით, 1-11 ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთაგან.

 

6. 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,4 მუხლი:

2036,4 ამ კანონის 2032,4 და 2032,5 ქვეპუნქტით დადგენილი წესის მიხედვით დაკომპლექტებული ცესკოს მიერ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩეს - 2020 წ. 31 საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესი შედეგის მქონე 1-ლი ხუთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი თითო კანდიდატიდან ერთ-ერთი.

 

7. 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,5 მუხლი:

2032,7 ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს არჩევით თანამდებობაზე გამიზნულ პირთა არჩევა მოხდეს 11 წევრისაგან დაკომპლექტებული კომისიის წევრთა ურავლესობის მიერ;

 

8. 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,6 მუხლი:

2032,6 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი სამივე დონის [საუბნო, საოლქო და ცენტრალური] საარჩევნო კომისიების ყველა არჩევითი თანამდებობა დაკომპლექტდეს, ამ მიზნით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე, ამ კანონის 2032,3 მუხლში გაწერილი საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთაგან“;

 

9. 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,7 მუხლი:

2032,7 2021 წლის ახალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 2020 წ. 31 ოქტომბრის მორიგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიასა თუ საარჩევნო ბლოკს. ამასთან, 2021 წ. ახალ არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიები უცვლელად უნდა დარჩეს, და მათში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით“.

 

10. 2032-ე დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,8 მუხლი:

„2032,8 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი [საუბნო და საოლქო] საარჩევნო კომისიების ყველა არჩევითი თანამდებობა დაკომპლექტდეს, ამ მიზნით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე, ამ კანონის 2032,7 მუხლში გაწერილი საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთაგან, კომისიის წევრთა ურავლესობის მიერ“;  

 

11. 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,9 მუხლი:

„2032,9 2021 წლის ახალი არჩევნების გზით არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან 2024 წელს გასამართი არჩევნების დანიშვნის დღემდე პარლამენტის ახალი არჩევნები ჩატარდეს პარლამენტის 2021 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე მოქმედი ამ კანონის რედაქციით.