ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ნაწილი

 

ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგენილია პარლამენტის რეგლამენტით [მუხლი 86,7].

ანუ იგი ტარდება, დღეს მოქმედი კანონის, და არა - ხელისუფლებისა თუ ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნით.

 

იმ შემთხვევაში თუკი საპარლამენტო მანდატების მომპოვებელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ბოლომდე ერთგული დარჩა მათ მიერვე გამოცხადებული ბოიკოტისა, ანუ - „თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება. ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით“ [პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 86,8].

ამ უკანასკნელი მოთხოვნის შესასრულებლად საჭირო ხდება ახალი არჩევნების ჩატარება;

ხოლო მოლაპარაკების ე.წ. მესამე რაუნდი უნდა დაეთმოს ამ ახალი არჩევნების ჩატარების დეტალების განხილვას. რომლის სრული სპექტრი, ჩვენს მიერ ასევე შემუშავებული გვაქვს.

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი