ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

17 ივნისს, 12.00 სთ-ზე გამართულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლასკარის სხდომაზე განიხილეს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი.

18 ივნისს, 16.00 სთ-ზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, ჩვენი პოზიციების დაცვის მიუხედავად, სრულიად უსამართლოდ, მოსამართლე - ნათია ჯორბენაძემ, დააკმაყოფილა თბილისის მერიის საზედამხედველო სამსახურის სარჩელი, და ჩვენი პარტია, სააგიტაციო მასალის სხვა პარტიის პლაკატზე გადაკვრის „საბაბით“, საარჩევნო კოდექსის მუხლი 80,1-ზე დაყრდნობით - 1000 [ათასი] ლარით დააჯარიმა.

19 ივნისს, 16.30 სთ-ზე, ტ/კ „აფხაზეთი ხმა“-ს სტუდიაში, გადაცემა „სოც. შეკითხვის“ მოწვევით მყოფმა , ს/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს თავმჯდომარემ მიხეილ [გელა] სალუაშვილმა უპასუხა, ინტერნეტ სივრცის მომხმარებელთა მიერ წინასწარ გამოგზავნილ 11 შეკითხვას. ჩანაწერი ტ/კ „აფხაზეთის ხმა“-ს ეთერში გავა - 2014 წ. 22 ივნისს, კვირას, 20.00 სთ-ზე.