2013 წ. 15 ივლისს შემდგარი შეხვედრა

„წმიდა ნიკოლოზის სახელობის“

ეკლესიის წინამძღვართან,

დეკანოზ მამა ბესარიონთან (ბულაშვილი).

 

2013 წლის 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, წინასწარ მიღწეული შეთანხმებისამებრ, ვეწვიე - ნაძალადევის რაიონში, მეტრო „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე - „წმიდა ნიკოლოზის სახელობის“ ეკლესიის წინამძღვარს, დეკანოზ მამა ბესარიონს (ბულაშვილი).

ეკლესიაშივე შემდგარი საუბრისას მამა ბესარიონს მოკლედ გავაცანი, ჩემი, როგორც - 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველის მიერ მომზადებული საპრეზიდენტო პროგრამა  - უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“-ს ძირითადი ასპექტები.

მამა ბესარიონმა, საუბრის დასასრულს, კურთხევასთან ერთად, გამძლეობა მისურვა იმ მძიმე გზაზე სიარულისას, რასაც საპრეზიდენტო არჩევნებისწინა მარათონი ჰქვია.

პრეზიდენტობის კანდიდატი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი,

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე