„არასაპალამენტო ოპოზიციაში“ ჩვენი პარტიის: N43-ე ს/გ „ზვიადის გზის“ ყოფნისეული დროის მოკლე ქრონიკა

2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან რამოდენიმე დღის მანძილზე N43- ს/გ „ზვიადის... გზის“ ინიციატივით შემუშავდა, გაყალბებული არჩევნების გამო ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა; რომელიც 2020 წ. 6 ნოემბერს საკანონმდებლო წინადადების სახით წარედგინა საქართველოს პარლამენტს.

მეორეს მხრივ გადაწყდა, რომ აღნიშნული „ანტიკრიზისული გეგმა“ გაგვეცნო საქართველოს პოლიტიკური სპექტრისათვის,

 

აღნიშნული გეგმის საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისათვის წარდგენის მიზნით განხორციელებული შეხვედრების თაობაზე მკითხველს შეუძლია იხილოს ჩვენს გაზეთ - „დედანი ენის სასწაულში“ [N14 (1084), გვ. 11].

 

სხვადასხვა არასაპარლამენტო პარტიებთან ამავე მიზნით, ჩვენს ოფისში შეხვედრის გამართვისათვის მოწვეულ პარტიათა შორის გახლდათ N34-ე ს/გ „სოციალური სამართლიანობის“ თავმჯდომარე ბატონი მამუკა ტუსკაძეც.

სამწუხაროდ, კორონა ვირუსის აღმოჩენის გამო ბ-მა მამუკამ 11 ნოემბრისათვის დაგეგმილ შეხვედრაზე მოსვლა ვერ მოახერხა.

გარკვეული დროის შემდგომად ამ პარტიის პოლიტიკური მდივნის ბ-ნი გიორგი შერვაშიძის ინიციატივით მონაწილეობა მივიღეთ სხვადასხვა პარტიაათა შეკრებაში.

ჩვენი მხრიდან, მათ შევთავაზეთ თემატური მსჯელობის საგნად ექციათ ჩვენს მიერ დამუშავებული ხსენებული საკანონმდებლო წინადადება.

ჩემი შემოთავაზება გახლდათ აგრეთე ისიც, რომ პარტია „სოციალური სამართლიანობისათვის“ ოფისი გამოგვეყენებინა პარტიათა სხვადასხვა მიზნით დაგეგმილი შეხვედრებისათის.

 

მიუხედავად ბ-ნი მამუკა ტუსკაძის გამოჯანმრთელებისა, მათ ოფისთნ დაკავშირებული ტექნიკური პრობლემის გამო, მომდევნო შეკრება, პარტია „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისში გავმართეთ.

სხდომაზე მისულმა შევიტყვე, რომ ხსენებული „ანტიკრიზისული გეგმის“ განხილვის გაანალიზების მაგივრად, მათ მიერ შემუშავებული წინადადებით, დაგეგმილი გახლდათ, ახალი გაერთიანების: „არასაპარლამენტო ოპოზიცია: ახალი პოლიტიკურ ძალთა პლატფორმას“. ჩამოყალიბებული საკითხის განხილვა.

მიზეზთა გამო, გადავწყვიტე მეც ჩავრთულიყავი ამ გაერთიანბის საქმიანობაში.

 

სამწუხაროთ, „ანტიკრიზისული გეგმის“ თაობაზე ბ-ნი მამუკა ტუსკაძის მხრიდან არასათანადო დამოკიდებულება გამოვლინდა - მან ნაკლებ აქტუალურად ჩათვალა ჩემს მიერ წარმოდგენილი გეგმის შემდგომი განხილვა და ხსენებული გაერთიანების ჩამოყალიბებაზე ყურადღების გამახვილება შემოგვთავაზა.

საბოლოოდ, 2020 წ.. 9 დეკემბერს გაიმართა ამ გაერთიანების წარდგენა. მასში საბოლოოდ გაერთიანდნენ:

N45 „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა“ [არჩევნებში მიიღო 4 850 ხმა, 0,25%]; [აკაკი ბართაია]

N34 ს/გ „სოციალური სამართლიანობისათვის“ [არჩევნებში მიიღო 2 885 ხმა, 0,15%]; [მამუკა ტუსკაძე]

N42 „რეფორმატორები“ [არჩევნებში მიიღო 2 298 ხმა, 0,12%]; [დავით მიროტაძე]

N26 „მომავალი საქართველო“ [არჩევნებში მიიღო 2 224 ხმა, 0,11%]; „შეცვალე საქართველო“ [გიორგი ლაღიძე; გუბაზ მეგრელიძე]

N43 ს/გ „ზვიადის გზა...“ [არჩევნებში მიიღო 1 563 ხმა, 0,08%]; [მიხეილ (გელა) სალუაშვილი]

N36 „შეცვალე საქართველო“ [არჩევნებში მიიღო 1 297 ხმა, 0,07%]; [გიორგი გაგნიძე].

 

სულ გაერთიანებაში შემავალმა პარტიებმა 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს - 12 919 ამომრჩევლის ხმა.

ჩავთვალე რა რომ ამის შემდგომ გაერთიანება სათანადო დამოკიდებულებას გამავლენდა ანტიკრიზისული გეგმის მიმართ, 2020 წ. 11 დეკემბრის სხდომის მონაწილეებს შევთავაზე საქართველოში მოქმედი აშშ საელჩოსთვის გაგვეგზავნა ჩვენი გეგმა, და მოლაპარაკების პროცესში ჩვენი ჩასმა გვეთხოვა.

ყველა პარტიის თანხმობის მიუხედავად, მეორე დღეს შევიტყვე, რომ გზავნილებზე პასუხისმგებლად დადგენილ, ს/გ „სოციალური სამართლიანობის“ გენერალურ მდივანს, ქ-ნ შორენა ახალაიას, ბ-ნ მამუკა ტუსკაძის მითითებით, ჩვენთან გასამართი კონსულტაცის გარეშე, ერთპიროვნულად მიუღია გადაყვეტილება მათთვის დატოვებული ჩვენი ღია მიმართვის ტექსტის - არ გადაგზავნასთან დაკავშირებით.

 

„ანტიკრიზისული გეგმისადმი“ ამდაგვარი დამოკიდებულება ნათლად აჩვენებდა ბ-ნი მამუკა ტუსკაძის პიროვნულ დამოკიდებულებას საკითხისადმი.

ნათელი გახლდათ, რომ ამ გაერთიანებაში ჩვენი პარტიის შემდგომმა თანამშრომლობმა, ამ ეტაპისათვის მთელი რესურსი ამოწურა.

საკითხის ამდაგვარი პოზიციის დასაფიქსირებლად მათ პარტიულ ოფისში გამართულ 10 წუთიან შეხვედრას ვესწრებოდით - ბ-ნი მამუკა, მათი პარტიის პოლიტიკური მდივანი ბ-ნი გიორგო შერვაშიძე და მე.

აქვე უნდა ითქვას, რომ ბ-მა მამუკამ ბოდიში მოიხადა საკითხისადმი მის მიერ გამოჩენილი არაკორექტული დამოკიდებულების გამო.

ჩემის მხრიდან წარმატება ვუსურვე მომავალი საქმიანობის შემდგომ გზაზე, და დავემშვიდობე.

წინამდებარე ქრონიკებზე საუბრის ბოლოს „ზვიადის გზის“ სახელით მინდა მადლობა გადავუხადო „არასაპარლამენტო გაერთიანებაში მონაწილე პარტიებს თანამშრომლობისათვის, და წარმაება ვუსურვოთ მათ.

პატივისცემით

N43-ე ს/გ „ზვიადის გზის...“ თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2020 წ. 15 დეკემბერი