აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის საკითხისათვის


ნაწილი პირველი

მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან დაწყებული საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ნორმალური მდინარება 1991 – 1992 წლების გასაყარზე მომხდარმა ანტიკონსტიტუციურმა სახელმწიფო გადატრიალებამ ძირეულად შეცვალა.

1992 წლის 2 იანვრიდან, ანუ ე.წ. „სამხედრო საბჭოს“ ჩამოყალიბებიდან, სახელმწიფოს სათავეში მოსული კრიმინალური ძალისა, და მათი სამართალმემკვიდრე ხელისუფალთა უუნარო და ანტიეროვნულმა ქმედებამ, გარეშე ძალის იმპერიულ პოლიტიკაზე აგებული ზეგავლენისა გამო, ქვეყნას სავალალო შედეგები მოუტანა:

- მოიშალა სამართლებრივი სივრცე;

- დაინგრა, და განადგურების პირასაა თითქმის ყველა ის ზნეობრივ ფასეულობაზე აგებული ორიენტირი, რასაც საუკუნეების მანძილზე აყალიბებდა ქართული ცნობიერება;

- დაირღვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა...

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენისათვის ბრძოლის გზაზე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მიზეზთა გამო, შექმნილი მდგომარეობის სამართლებრივი ანალიზი, ანუ სამართალმემკვიდრეობის საკითხის გარკვევა და შესაძლო გამოსავალის ძიება. მოდით მივყვეთ თანამიმდევრობას.

 

1918 – 1993 წლების მოკლე მიმოხილვა

ა] 1918 – 1921 წ.წ.

რუსეთის იმპერიის მიერ 1801 წ. მოყოლებული საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებისა და მთელი ტერიტორიის ანექსიის შემდგომად, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 1918 წ. 26 მაისში მოხერხდა.

1918-21 წლებში, ყოფილი სოხუმის ოლქი (აფხაზეთი) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით შედიოდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის მეთერთმეტე თავის 107–ე მუხლში ნათქვამია:           

„თავი 11. ავტონომიური მმართველობა

მუხლი 107. საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს – აფხაზეთს (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას (ზაქათალის ოლქი), ენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა.

მუხლი 108. წინა მუხლში მოხსენებულ ავტონომიურ მმრთველობათა დებულებანი შემუშავებული იქნება ცალკე კანონით“.

 

ბ) 1921 – 1990 წ.წ.

1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე - რუსეთის  საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და ანექსია მოახდინა.

სამართლებრივი თვალსაზრისით მოვლენები ასე განვითარდა:

- 1921წლის 4 მარტს შეიქმნა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა;

- 1921 წლის 16დეკემბერსუკანონო კომუნისტურმა რეჟიმის მიერ თბილისში დაიდო: „საქართველოს სსრ და აფხაზეთისსსრ-ს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულება“, რომლის საფუძველზეც აფხაზეთი შევიდა საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში;

- 1922 წ. 13 დეკემბერს, საქართველოს სსრ, თავისი შემადგენელ ნაწილთან აფხაზეთის სსრ-სთან ერთად გაერთიანდა - ამიერკავკასიის სფსრ-ში;

- 1925 წლის 1 აპრილს აფხაზეთის საბჭოების III ყრილობამ მიიღო აფხაზეთის პირველი კონსტიტუცია;

- 1931 წლის თებერვალში აფხაზეთის საბჭოების  VI ყრილობის გადაწყვეტილებით აფხაზეთი შევიდა საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში ავტონომიურ რესპუბლიკად. ამის საფუძველზე, 1931 წლის 19 თებერვალს საქართველოს საბჭოების VI ყრილობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება;

- აფხაზეთის, როგორც  ავტონომიური  რესპუბლიკის  სამართლებრივი  მდგომარეობა  ფიქსირებული იქნა სსრკავშირის 1936 წლის, საქართველოს სსრ 1937 წლისა  და  აფხაზეთის  ასსრ 1937 წლის კონსტიტუციებში, შემდეგ კი სსრ კავშირის 1977 წლის, საქართველოს სსრ 1978 წლისა და აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციებში.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებამდე, აფხაზეთისასსრ 1978 წლისკონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად - 5 წლის ვადით განსაზღვრული უფლებამოსილების მქონე დეპუტაციის არჩევნები1985 წელს ჩატარდა.

[გაგრძელება იქნება]

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე;

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი