საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ არჩილ თალაკვაძეს

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერის

უფალია ჩვენი სიმართლეს

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

ბატონო არჩილ!

ვხელმძღვანელობთ რა - საქართველოში, 2020 წ. 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომად შექმნილი პოლიტიკური პროცესების რეგულაციის მიზანშეწონილობით, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 105-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს : საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ“.  

 

დანართი:

1. კანონპროექტი: საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიშესატანი ცვლილებების შესახებ“ - 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 2 - გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

თბილისი, 2021 წ. 20 ნოემბერი

წერ. ჩაბ. N1-2041/21

22 02..2021

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032) შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 196-ე მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 196,17. 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში შესაბამისი არჩევნები ტარდება და პარლამენტი ფორმირდება ამ მუხლითა და 2032 მუხლით დადგენილი წესით. 2024 წელს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება. 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში ბოლო რიგგარეშე არჩევნების მომდევნო მორიგი არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო ბოლო რიგგარეშე არჩევნებში არჩეულ პარლამენტს უფლებამოსილება უწყდება ახალარჩეული პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან“;

 

2. 196-ე მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 196,18. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან საქართველოს პარლამენტის მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით გასამართი არჩევნების დანიშვნის დღემდე პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე მოქმედი ამ კანონისა და 2032 მუხლით განსაზღვრული რედაქციით“;

 

3. 203-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032-ე მუხლი.

 

„მუხლი 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,1 მუხლი:

„მუხლი 2032,1 პარლამენტის ახალი არჩევნები ჩატარდეს 2021 წელს“

 

4. 203-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,2 მუხლი:

„მუხლი 2032.2 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი სამივე დონის [საუბნო, საოლქო და ცენტრალური] საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს, 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 0,5%-ის ტოლფასი ხმების ოდენობის მომპოვებელი საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელთაგან.

 

5. 203-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,3 მუხლი:

„მუხლი 2032,3 ყველა დონის საარჩევნო კომისია დაკომპლექტდეს, არჩევნებში მოპოვებული ხმების ოდენობის მიხედვით, 1-11 ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთაგან.

 

6. 203-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,4 მუხლი:

„მუხლი 2036,4 ამ კანონის 2032,4 და 2032,5 ქვეპუნქტით დადგენილი წესის მიხედვით დაკომპლექტებული ცესკოს მიერ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩეს - 2020 წ. 31 საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესი შედეგის მქონე 1-ლი ხუთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი თითო კანდიდატიდან ერთ-ერთი.

 

7. 203-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,5 მუხლი:

„მუხლი 2032,7 ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს არჩევით თანამდებობაზე გამიზნულ პირთა არჩევა მოხდეს 11 წევრისაგან დაკომპლექტებული კომისიის წევრთა ურავლესობის მიერ;

 

8. 203-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,6 მუხლი:

„მუხლი 2032,6 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი სამივე დონის [საუბნო, საოლქო და ცენტრალური] საარჩევნო კომისიების ყველა არჩევითი თანამდებობა დაკომპლექტდეს, ამ მიზნით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე, ამ კანონის 2032,3 მუხლში გაწერილი საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთაგან“;

 

9. 203-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,7 მუხლი:

„მუხლი 2032,7 2021 წლის ახალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 2020 წ. 31 ოქტომბრის მორიგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიასა თუ საარჩევნო ბლოკს. ამასთან, 2021 წ. ახალ არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიები უცვლელად უნდა დარჩეს, და მათში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით“.

 

10. 203-ე დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,8 მუხლი:

„მუხლი 2032,8 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი [საუბნო და საოლქო] საარჩევნო კომისიების ყველა არჩევითი თანამდებობა დაკომპლექტდეს, ამ მიზნით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე, ამ კანონის 2032,7 მუხლში გაწერილი საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთაგან, კომისიის წევრთა ურავლესობის მიერ“;  

 

11. 203-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,9 მუხლი:

„მუხლი 2032,9 2021 წლის ახალი არჩევნების გზით არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან 2024 წელს გასამართი არჩევნების დანიშვნის დღემდე პარლამენტის ახალი არჩევნები ჩატარდეს პარლამენტის 2021 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე მოქმედი ამ კანონის რედაქციით.

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების:

საქართველოს ორგანული კანონში: საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

განმარტებითი ბარათი

 

1. წინათქმა

1. ჩვენს მიერ შემუშავებული წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცესკოს დაკომპლექტების ახლებული წესის მიღებას, რომლის საბოლოო შედეგების ამსახველი ცვლილებათა პაკეტი უნდა დაფიქსირდეს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“;

 

2. საპარლამენტო ოპოზიციის მიერ სახელისუფლო ძალისადმი წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმისაგან გასხვავებით, კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის ჩვენეული მექანიზმი ითვალისწინებს - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 196-ე და 203-ე მუხლებში შემდეგი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.

 

3. კოდექსის 196-ე მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტებში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს მასში 9 პნუქტის მქონე ახალი - 203-ე მუხლის დაფიქსირებას.

 

4. ცვლილების არსი ითვალისწინებს: კოდექსში შემდეგი გარდამავალი დებულების ასახვას:

ცვლილების თანახმად - 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი სამივე დონის [საუბნო, საოლქო და ცენტრალური] საარჩევნო კომისიები უნდა დაკომპლექტდეს, 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 0,5%-ის ტოლფასი ხმების ოდენობის მომპოვებელი საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელთაგან.

 

5. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე საარჩევნო კომისიები, კოდექში დღეს არსებულის მსგავსად, 11 წევრისაგან იქნება დაკომპლექტებული..

შემოთავაზებული მექანიზმის მიხედვით იცვლება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი, კერძოდ,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩევა, კომისიაში - 2020 წ. 31 საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესი შედეგის მქონე 1-ლი ხუთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი ერთი კანდიდატთაგანი.

ვფიქრობთ ძნელი არაა გავიაზროთ - “ქართული ოცნების” მიერ ცესკოს წევრად კვლავ თამარ ჟვანიას წარდგენის შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება გამოვარკვიოთ რამდენად სჯერა თავად ‘ქართსულ ოცნებას’ 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაუყალბებლად ჩატარებისა.

 

ჩვენი აზრით,საკანონმდებლო წინადადებაში ასახული ცვლილებების გაზიარება სათანადო წინაპირობას შექმნის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიხისის მოგვარებაში.

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარისა და N43-ე „ზვიადის გზა“ [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის] თავმჯდომარე.

 

კანონპროექტის ინიციატორი  

საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია:

გიორგი ჩახაია; რამაზ ჩაჩიბაია; ბეჟან შერგელაშვილი; მევლუდ მამადაშვილი; კახაბერ ბაციკაძე; სერგო ლომაძე; ნიკა ყულოშვილი; ლიანა ჯაში; ეთერ ჩხეტია; გიორგი ერისთავი;

ლიანა კუპატაძე; მაია შანიძე; სოლომონ ბაიაშვილი; ირმა ჯოხაძე; თენგიზ სიხარულია; შორენა ხვედელიძე; დავით შათირიშვილი; ქამხაძე ლია; ჯიქია დინა [დიანა]; გიორგი მდივანი;

ეკატერინე ფსუტური; არუდაშვილი ნანა, ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, დარსაძე ომარი; თანიაშვილი მარგალიტა, მელქაძე გიორგი;

კობახიძე ლეილა, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, ზაქარეიშვილი ლიანა; ოდიშვილი მანანა; ციცო თოლორდავა; მანანა ერისთავი; ლაშხია თამელა...

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.