საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ არჩილ თალაკვაძეს!

 

N43 „ზვიადის გზა“

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო არჩილ!

ვხელმძღვანელობთ რა - საქართველოში, 2020 წ. 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდგომად შექმნილი პოლიტიკური პროცესების რეგულაციის მიზანშეწონილობით, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 105-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს : საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ“.  

 

დანართი:

1. კანონპროექტი: საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიშესატანი ცვლილებების შესახებ“ - 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 6 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

N43 „ზვიადის გზა“

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის] თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

წერ. ჩაბ. N 1-15109/20

06.11.2020

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 127-ე მუხლის მე-4 პუნქტი გაუქმდეს;

 

2. 127-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. 2021 წლის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ 2020 წ. 31 ოქტომბრის მორიგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს. რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიები უცვლელი რჩება. მათში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით.

 

3. 196-ე მუხლის მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე „პირველი ქვეპუნქტი“:

„17. 1. 2024 წელს ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევამდე, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების გზით ფორმირების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში, შესაბამისი არჩევნები ტარდება და პარლამენტი ფორმირდება, 2021 წლისათვის დანიშნული რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შედეგად არჩეული პარლამენტის ფორმირებისათვის განსაზღვრული ამ კანონით დადგენილი წესით“;

 

4. 196-ე მუხლის მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე „მეორე ქვეპუნქტი“:

„17. 2. 2021 წლის რიგგარეშე არჩევნებიდან ათვლით, 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში ბოლო რიგგარეშე არჩევნების მომდევნო მორიგი არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო ბოლო რიგგარეშე არჩევნებში არჩეულ პარლამენტს უფლებამოსილება უწყდება ახალარჩეული პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან“;

 

5. 196-ე მუხლის მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე „მესამე ქვეპუნქტი“:

„17. 3. 2021 წლის რიგგარეშე არჩევნების გასამართად განკუთვნილი სამივე დონის [საუბნო, საოლქო და ცენტრალური] საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს, 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 0,5%-ის ტოლფასი ხმების ოდენობის მომპოვებელი საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელთაგან. ყველა დონის საარჩევნო კომისია დაკომპლექტდეს არჩევნებში მოპოვებული ხმების ოდენობის მიხედვით 1-11 ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთაგან. მათ მიერ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩევა - 2020 წ. 31 საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესი შედეგის მქონე 1-ლი ხუთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი თითო კანდიდატიდან ერთ-ერთი. ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს არჩევით თანამდებობისთვის გამიზნულ პირთა არჩევა მოხდება 11 წევრისაგან დაკომპლექტებული კომისიის წევრთა ურავლესობის მიერ.

 

6. 196-ე მუხლის მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე „მეოთხე ქვეპუნქტი“:

„17. 4. 2021 წლის რიგგარეშე არჩევნების გასამართად განკუთვნილი [საუბნო და საოლქო] საარჩევნო კომისიების ყველა არჩევითი თანამდებობა დაკომპლექტდეს, ამ მიზნით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე, ამ კანონის 196-ე მუხლის, მე-17 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტში გაწერილი საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთაგან, კომისიის წევრთა ურავლესობის მიერ“;  

 

7. 196-ე მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. 2021 წლის საგანგებო არჩევნების გზით არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან 2024 წელს გასამართი არჩევნების დანიშვნის დღემდე პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს პარლამენტის 2021 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე მოქმედი ამ კანონის რედაქციით.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების:

საქართველოს ორგანული კანონში: საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

განმარტებითი ბარათი

 

1. წინათქმა

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების მიზანია, მოახდინოს - 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გასაჯარისების დღიდან, ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ფონის დარეგულირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნა.

ზემოთქმულთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:

1. ვინაიდან წინამდებარე კანონის - „127-ე მუხლის [„საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნები“] მე-4 პუნქტი აღარ შეესაბამება პარლამენტის დაკომპლექტებისა, და 5%-იანი ბარიერის მაგივრად დადგენილ 1%-იანი ბარიერის შემოღების გამო დღეს მოქმედ კანონმდებლობას, იგი უნდა გაუქმდეს;

 

2. 127-ე მუხლის მე-5 პუნქტიის თაობაზე

ვინაიდან, 2020 წ. 31 ოქტომბრის არჩევნების შემდგომად შექმნილი პოლიტიკური რეალობა, მასში ამ საარჩევნო სუბიექტების მიერ მონაწილეობის შედეგად წარმოიქმნა, 2021 წლის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეთ 2020 წ. 31 ოქტომბრის მორიგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიასა თუ საარჩევნო ბლოკს. ამასთან, 2021 წ. რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიები უცვლელად უნდა დარჩეს, და მათში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით.

 

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადებით, გთავაზობთ, რომ - 196-ე მუხლის მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე „მესამე ქვეპუნქტი“:

„17. 3. 2021 წლის რიგგარეშე არჩევნების გასამართად განკუთვნილი სამივე დონის [საუბნო, საოლქო და ცენტრალური] საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს, 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 0,5%-ის ტოლფასი ხმების ოდენობის მომპოვებელი საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელთაგან.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ყველა დონის საარჩევნო კომისია დაკომპლექტდება არჩევნებში მოპოვებული ხმების ოდენობის მიხედვით 1-11 ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთაგან.

მათ მიერ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩევა - 2020 წ. 31 საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესი შედეგის მქონე 1-ლი ხუთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი თითო კანდიდატიდან ერთ-ერთი.

ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს არჩევით თანამდებობისთვის გამიზნულ პირთა არჩევა მოხდება 11 წევრისაგან დაკომპლექტებული კომისიის წევრთა ურავლესობის მიერ.

 

შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადებით, „17. 4. 2021 წლის რიგგარეშე არჩევნების გასამართად განკუთვნილი სამივე დონის [საუბნო, საოლქო და ცენტრალური] საარჩევნო კომისიების ყველა არჩევითი თანამდებობა დაკომპლექტდეს, ამ მიზნით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე, ამ კანონის 196-ე მუხლის, მე-17 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტში გაწერილი საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთაგან“;

ამდენად, 2021 წ. რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისათვის შექმნილი სამივე დონის საარჩევნო კომისიების დაკომლექტება მოხდება, ერთის მხრივ ამ გზით დაკომპლექტებული საარჩევნო კომისიების მიერ ჩატარებული არჩევნების გაზით, და

მეორეს მხრივ, ამ კომისიების დაკომლექტება მოხდება თავად მათში წარმოდგენილი წევრებისაგან.

    

2. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხისათვის

ზემოთქმულიდან გამომდინარე უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

დღეს მოქმედ - „...საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 38-ე მუხლში [„პარლამენტის პირველი სხდომა და უფლებამოსილების შეწყვეტა“], ვკითხულობთ:

...პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის [150 ადგილიდან] უმრავლესობა [ანუ - 76 დეპუტატი].

პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის [100 მანდატის] უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს".

 

ამდენად, ცხადია, რომ - ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უფლებამოსილია ჩატარდეს თუ შეიკრიბება - „პარლამენტის სრული შემადგენლობის [150 ადგილიდან] უმრავლესობა [ანუ - 76 დეპუტატი]“.

 

მაგრამ მათი შეკრება არ ნიშნავს პარლამენტის ლეგიტიმაციას, რადგან ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილება დადასტურდება მხოლოდ - პარლამენტის წევრთა ორი მესამედის მიერ გამოხატული თანხმობის შემთხვევაში, ანუ სწორედ ამის მერე იძენს უფლებამოსილებას ახლად არჩეული პარლამენტი.

თუ ეს პროცესი წარმატებით დასრულდა, წინა მოწვევის პარლამენტს უწყდება უფლებამოსილება და უკვე ახალი პარლამენტი იწყებს თავის საქმიანობას“.

 

3. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხისათვის

დღეს მოქმედი კანონისმიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ორი გზა არსებობს.

ა] 76 დეპუტატის ვერ მოგროვების შემთხვევაში

საქართველოს კონსტიტუციაში, მუხლი 56. ნდობის გამოცხადება“, კერძოდ ვკითხულობთ - „1. ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.

 

2. პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა...“

ამდენად, ამ შემთხვევაში საჭირო ხდება 76 დეპუტატის მხარდაჭერა, რომელიც შეიძლება მოგროვდეს, ან - ერთი პარტიის, ანდა პარტიათა კოალიციის მიერ.

 

„კონსტიტუციაში, იქვე ვკითხულობთ - „3. თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის [ანუ - 2 კვირის] ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

 

4. საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით [76 დეპუტატი] ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას“.

 

ბ] 76 დეპუტატის ვერ მოგროვების შემთხვევაში

როგორც ზემოთ აღინიშნა - არჩეული პარლამენტისათვის უფლებამოსილების გადაცემა ხდება ახლადარჩეული დეპუტატობის კანდიდატები 100 კაციანი დეპუტაციის მიერ გამოხატული თანხმობის შემთხვევაში.

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 85-ე მუხლში - „ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება“, კერძოდ ვკითხულობთ:

„1. ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა...

7. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.

8. თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება...“

 

ამდენად, თუკი ვერ მოხერხდება ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო, მინიმუმ - 100 კანდიდატის მიერ გამოხატული ნების დადასტურება - „პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება...“.

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის იმავე 185,8 მუხლში ვკითხულობთ - „ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

 

9. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ...

 

აი ამ პროცედურათა გავლის შემდეგ, ახალი მთავრობის დამტკიცება ხდება - 76 დეპუტატის თანხმობის შემთხვევაში.

 

 

მინაწერი:

2021 წ. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების

ვადების საკითხისათვის

როგორც ცნობილია, 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტოს არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“:

პროპორციული წესით მიიღო - 62 მანდატი;

იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია, უკვე ჩატარებული მაჟორიტარული წესით ასარჩევი პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე, უარს იტყვის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, მაშინ „ქართული ოცნება“ მოიპოვებს მაორიტარული წესით ასარჩევი დეპუტატობის 30-ივე მანდატს.

 

შესაბამისად, „ქართული ოცნება“ მიიღებს - 92 სადეპუტატო მანდატს.

როგორც ითქვა, ახალარჩეული პარლამენტისათვის უფლებამოსილების გადასაცემად საჭიროა მინიმუმ - 100 სადეპუტატო ხმა.

ვინაიდან, 92 მანდატის ქონის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ 100 სადეპუტატო მანდატის მოგროვებას ვერ ახერხებს, შეუძლებელი ხდება ახალარჩეული პარლამენტისათვის უფლებამოსილების ცნობა, და „ქართული ოცნებისათვის“ სასურველი ახალი მთავრობის დამტკიცება.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუკი „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს, სადეპუტატო მანდატების მქონე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთაგან, მინიმუმ 8 ხმის მოპოვებას, სახეზე გვექნება სამთავრობო კრიზისი. ასეთ შემთხვევაში კი, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებიდან გამომდინარე დღის წესრიგში დადგება პრეზიდენტის მიერ, კანონით განსაზღვრულ ვადაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა. კერძოდ:

 

„1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების... შედეგებს, რის თაობაზედაც ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

 

7. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს და გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მას  2 დღის ვადაში აქვეყნებს.

...

9. ცესკო ნებისმიერი არჩევნების დროს კენჭისყრის ჩატარებიდან 40 დღის ვადაში დაამუშავებს საოლქო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებულ, ამ კანონის 75-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ საბუთებს და თითოეული შემთხვევისთვის ცალკე დოკუმენტს ქმნის: ყოველი დოკუმენტი შეიცავს ჩანაწერთა წიგნის სათანადო გვერდის დამოწმებულ ასლს და თანდართულ შესაბამის დოკუმენტებს. ეს მასალები კენჭისყრის ჩატარებიდან არაუგვიანეს 45-ე დღისა გადაეცემა სააგენტოს, რომელიც ვალდებულია შეისწავლოს ისინი შესაბამის პირთა ვინაობის გადასამოწმებლად. თუ გადამოწმების შედეგად გამოვლინდა არჩევნებში ყალბი ან სხვისი დოკუმენტის საფუძველზე მონაწილეობა ან მონაწილეობის მცდელობა, პირს დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1642 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა“

[საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი:, მუხლი 76, 1; 7; 9];

 

როგორც ითქვა, პარლამენტი - „2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა...“

[იხ. საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 56,2];

იქვე ვკითხულობთ, რომ - „„3. თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის [ანუ - 2 კვირის] ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

4. საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით [76 დეპუტატი] ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას“ [იხ. საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 56,3-4];

წარმოდგენილი ვადების პირობითი ჯაჭვის გათვალისწინებით - პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, არაუგვიანეს - 2021 წლის გაზაფხულისა.

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

N43 „ზვიადის გზა“ [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის] თავმჯდომარე.

 

კანონპროექტის ინიციატორი  

საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია:

გიორგი ჩახაია; რამაზ ჩაჩიბაია; ბეჟან შერგელაშვილი; მევლუდ მამადაშვილი; კახაბერ ბაციკაძე; სერგო ლომაძე; ნიკა ყულოშვილი; ლიანა ჯაში; ეთერ ჩხეტია; გიორგი ერისთავი;

ლიანა კუპატაძე; მაია შანიძე; სოლომონ ბაიაშვილი; ირმა ჯოხაძე; თენგიზ სიხარულია; შორენა ხვედელიძე; დავით შათირიშვილი; ქამხაძე ლია; ჯიქია დინა [დიანა]; გიორგი მდივანი;

ეკატერინე ფსუტური; არუდაშვილი ნანა, ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, დარსაძე ომარი; თანიაშვილი მარგალიტა, მელქაძე გიორგი;

კობახიძე ლეილა, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, ზაქარეიშვილი ლიანა; ოდიშვილი მანანა; ციცო თოლორდავა; მანანა ერისთავი; ლაშხია თამელა...

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.