2014 წ. 5 მაისის სხდომა
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება
„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
უფლისმიერი ლასკარის
2014 წლის 5 მაისის
სხდომის ანგარიში
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2014 წლის 5 მაისის სხდომაზე:
მოისმინეს:
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:
1. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული მზადების დეტალების შესახებ;
2. საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტი „საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით განხილვაში მონაწილეობა მიიღეს:
ვალერი მჭედელაძემ [„სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე];
ნანა არუდაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე];
- ჯემალ ჯიქიამ [„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი];
- დავით ამაშუკელმა [ა/ო „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური];
- მამა ელიზბარმა [დიაკონიძე] [„სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“-ს თავმჯდომარე];
- სერგი საჯაიამ [„იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“-სთავმჯდომარე].
„უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.