Print

ღმერთად გაცხადების წინარე ეტაპი,

მეოთხე ნაწილი

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადების

ორი ეტაპის არსისმიერი ასპექტები

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადების წინარე ეტაპი, რომელსაც ბიბლიის მიხედვით - ბოლო ჟამი ეწოდება, თავისი - ფარული და ღია არსისმიერი ასპექტებისაგანაა შემდგარი. მათი შეცნობა კი სხვადასხვა თანამიმდევრობით ხდება, რამეთუ - „ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ (ეკლ. 3,1).

ბოლო ჟამში მაცხოვრებელთ განსხვავებულად საპასუხისმგებლო მისიისა და მძიმე ტვირთის ზიდვა უწევთ, რამეთუ თავად ბოლო ჟამია  ის განსაკუთრებული დროის მონაკვეთი, რომელშიც - ყოველივეს შეჯერება ხდება. ამ ლაბირინთში გზის გაკვლევა - ღმერთის შეწევნის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, ჩვენი ვალია, ღმერთისაგან, ამ მიზნით მოწვდილი ნებისმიერი ინფორმაცია - ყველასათვის საცნაური გავხადოთ. აქ, სიძუნწე, ანუ „მიგნებულით“ თვითტკბობაში ყოფნა დაუშვებელია

- „ესეც ხომ ითქვა: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის. ყველამ გაიღოს გულის კარნახით, არა მწუხარებითა და ძალდატანებით, რადგან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს. ხოლო ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რათა ყოველთვის ყველაფერში ყოველივე საკმაო გქონდეთ, და, ამრიგად, ამრავლოთ ყოველი კეთილი საქმე“ (II კორ. 9,6-9).

წინამდებარე წერილში, ზოგადად - მეორედ მოსვლის არსის თაობაზე გვინდა ვისაუბროთ, „კონკრეტულად“ კი - მისი ფარული არსისმიერი მხარის რამოდენიმე აპექტი გვინდა განვიხილოთ.

დაინტერესებულმა მკითხველმა იცის, რომ, ჩვენის აზრით, განკაცებული უფალი ღმერთის პირველი და მეორე მოსვლის ფარული ასპექტი, ადამიანში - სულისმიერი და ხორცისმიერი არსის განივთების მიხედვით შეიძლება (გ)აიხსნას.

უფალ იესუ ქრისტეს პირველად მოსვლა-გაცხადების ჟამს, შობა-ჯვარცმა-აღდგომის ეტაპის გასრულების შემდეგ, ეშმაკის ტყვეობაში მყოფი კაცობრიობის, ანუ ყოველი ადამიანის - სულის გამოხსნა მოხდა;

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებისას, ცოცხალ ადამიანში მყოფი უკვდავი სულის ხრწნადი სხეულის ტყვეობისაგან გამოხსნა მოხდება. სასუფევლის ძეებად შერაცხვის ღირსნი - უკვდავი სულისა და უკვდავი სხეულის მატარებელნი გახდებიან - „... და ასე მარადის ვიქნებით უფალთან ერთად“ (I თესალ. 4,17).

ასეთ ყოფაში გადასვლის დიად წამს - განკითხვის დღე ჰქვია, რომელი - „განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ (ანუ ხრწნადში, მოკვდავ სხეულში ყოფნის) დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი“ (III ეზრა 7.43).

წინამდებარე წერილი მათთვისაა განკუთვნილი (აქ - გასაგები), რომელნიც უკვე იცნობენ „ლაზარეს ინსტიტუტის სარედაქციო ლასკარის“ მიერ წლების განმავლობაში გაშუქებულ თემატიკას, კერძოდ:

- „... პირველად ღმერთად მოსვლისას - მაცხოვარი, თავიდანვე გახლდათ ღვთაებრივი ძალის მქონებელ-მატარებელი, ანუ იგი თავიდანვე იყო - ძე ღვთისაც და ძე კაცისაც... ასე კი იმიტომ მოხდა, რომ უფალ იესუ ქრისტეს - თავისი მიწიური საქმიანობა, იმ არსში მყოფს უნდა შეესრულებინა, რასაც - სრული ღმერთისა და სრული კაცის ერთება ჰქვია...

მეორედ ღმერთად მოსვლისას, გაცხადებამდე, ასევე შობით მოსული ძე კაცისა - თავიდან მხოლოდ ადამიანური, ანუ მოკვდავი სხეულის მატარებელი იქნება, რომლის ღვთაებრივ რანგში აყვანაც, ანუ - სრული ღმერთობის არსში დაბრუნებაც, უკვე - გაცხადების წინ, მასზედ - ღვთაებრივი სულის გარდამოსვლის შემდეგ მოხდება...

მეორედ ღმერთად მოსვლისას, ასევე შობით მოსული და ჩვეულებრივი კაცის, ანუ მოკვდავი სხეულით აღჭურვილი ძე კაცისა, თავის მიწიურ, ანუ მოკვდავ არსში ყოფნისეულ დროს დაამთავრებს, მასზედ - უფლის სულის გარდამოსვლის შემდეგ, როდესაც... ძე კაცისაში დღეისათვის არსებული, და თავიდანვე კოდირებული სულის არსის საბოლოოდ გახსნა, და მისი თვისობრივად ახალ ხარისხში აყვანა მოხდება, ანუ - უხილავი ღმერთის მსგავსად, მის ხილულ ხატებაში - უფალშიც, სრულად განივთდება სულიწმიდისეული თვისობრიობა. აი, ეს იგულისხმება _ უფლის სულის გარდამოსვლაში...

[გაგრძელება იქნება]