Print

საქართველო - კეთილისა და ბოროტის დაპირისპირების არეალი

მესამე ნაწილი

ბიბლიური ნიშნები ძე კაცისას მეორედ შობის შესახებ

 

პირველ ნაწილში განხილული მასალა, მათთვის, ვისაც ყური სასმენლად აქვს, ცალსახად გვიდასტურებს - უკვდავი სულის განმეორებით შობაზე, ანუ - რეინკარნაციაზე...

როგორც ითქვა, რეინკარნაციის არსის მართებული, ანუ - ბიბლიური კუთხით  გააზრების გარეშე, თავად ბოლო ჟამის დადგომის თაობაზე საუბარი ყოვლად ზედმეტი იქნება...

მოდით მივყვეთ თხრობას.

წმ. წერილებში დაფიქსირებული ტერმინი - „მსოფლიო“, ბოლო ჟამში, იმ ქვეყნის [ანუ საქართველოს] კოდირებული სახელია, სადაც თავად ამ ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნები უნდა განვითარდეს.

ამ ქვეყანაში [საქართველოში] უნდა მოხდეს [და მოხდა კიდეც] ყველაზე უმთავრესი რამ - საქართველოში [მსგავსად პირველად შობისა] ასევე შობითაა მოსული მაცხოვარი...

ბიბლია გვაუწყებს - „...ვერავინ შეძლებს იხილოს დედამიწაზე [აქ - საქართველოში] ჩემი ძე [შობით მოსული - ძე კაცისა], ან ისინი, ვინც მას ახლავან, ვიდრე საამისო დღე არ დადგება“-ო [3 ეზრა 13,52].

ეს - „ვიდრე საამისო დღე არ დადგება“, არის

- ერთი მხრივ,  ზოგადად: ბოლო ჟამის მონაკვეთი; და

- მეორეს მხრივ: ფარულად საქართველოში მავალი ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვისა და მისი უფალ იესუ ქრისტედ გაცხადების დიადი წამი...

„ხოლო ის დღე და ის საათი არავინ იცის, არც ძემ [იმიტომ რომ ამ დროს - ძე ღვთისა დედამიწაზეა შობით მოსული, როგორც ჩვენნაირი - ძე კაცისა], არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ [მათე 24,36].

ზემოთქმულიდან გამომდინარე უნდა განვაცხადოთ, რომ:

დღევანდელ საქართველოში [ბოლო ჟამის შესაცნობი ნიშნების აცხადების ტერიტორიაზე] , მსგავსად პირველად შობით მოსვლისას, რეინკარნირებულნი არიან, როგორც თავად მაცხოვარი [ძე კაცისა] და პირველად შობით მოსვლისას მასთან მყოფი ყველა სული, ასევე საქართველოში არიან რეინკარნირებულნი, ბიბლიაში გამორჩეულად დაფიქსირებული, როგორც ყველა - დადებითი, ასევე ყველა - უარყოფითი სულები...ხომ გვახსოვს - „ორ ზღვას შუა ძველთაგანვე, საომარი იყო ლელო, ის გადარჩა და სახელად ეწოდება - საქართველო“-ო.

აი, ამ, სულიერ საომარ ველზე მიდის სწორედ, ბოლო ჟამში რეინკარნირებულ  - დადებით და უარყოფით სულთა ჭიდილი...

ბოლო ჟამის დადგომა, სწორედ - ამ სულიერი ჭიდილის ამსახველ ინფორმაციათა თაობაზე ნაწინასწარმეტყველებ ნიშანთა აცხადებით შეიცნობა...

პარალელურად ამისა, ეს  ე.წ. – „მსოფლიო“, ანუ - საქართველო, მისტერიულად, თავად - „ძე კაცისას“ [მეორედაც შობით მოსული ძე ღვთისას] არსის მატარებელიცაა.

ბუნებრივია, რომ  - საქართველო, ვერ იქნება - „ძე კაცისა“. იგი, იმ ნიშნების თავის თავში მატარებელ-განმახორციელებელია მხოლოდ, რომლითაც, მისტერიულად, ასაცხადებელი მოვლენების გამოვლენა ფიქსირდება.

მეორეს მხრივ, თავად ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნები უნდა აცხადდეს იმ ქვეყანაში, სადაც რეინკარნირებულნი უნდა იქნენ ყველა ძირითადი ბიბლიური პერსონაჟები.

ამდენად, იქმნება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული „წრე“:

- ბოლო ჟამის დადგომის ნიშნები ცხადდება იმ ქვეყანაში, სადაც ხდება ძირითადი ბიბლიური პერსონაჟების რეინკარნაცია [განმეორებითი ხორცშესხმა]; და

- ყველა ძირითადი ბიბლიური პერსონაჟის რეინკარნაცია ხდება იმ ქვეყანაში, სადაც ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნები უნდა აცხადდეს.

ამ ორი „თეზის“ გაერთიანება ასეთ ფორმულირებას იძენს:

- ბიბლიასა და წმიდა წერილებში აღწერილი ბოლო ჟამში მოსახდენი მოვლენები, მისტერიულად გადმოგვცემს უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გამოჩენამდელ დროში რეინკარნირებული ყველა ძირითადი პერსონაჟის - თავგადასავალს.

დიახ, ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი თითოეული ნიშანი, არის - ამ დროში რეინკარნირებული ყველა ძირითადი პერსონაჟის თავზე და მათ ირგვლივ მომხდარი მოვლენების მისტერიული არსის შემცველი, ანუ მათი ყოფისა და გარემოს ამსახველია.

წმიდა წერილები გვაუწყებენ, ბოლო ჟამის ორ მთავარ უარყოფით „პერსონაჟზე“, ესენია: ანტიქრისტე და [მისი] ცრუწინასწარმეტყველი.

ზემოთ უკვე გადმოცემული კუთხით, ვფიქრობთ ადვილი იქნება გავერკვეთ, რომ არავითარი რეალური [განსხეულებული], მისტიური - ანტიქრისტე, ანდა - ცრუწინასწარმეტყველი, ბუნებაში არ არსებობს.

„ანტიქრისტეცა და [მისი] ცრუწინასწარმეტყველიც“ მხოლოდ და მხოლოდ კოდირებული სახელდებებია, და - ბოლო ჟამში მომქმედ გარკვეულ პირთა საქმიანობიდან გამომდინარე, დროითი მინიშნების არსს ატარებს.

მაცხოვრისეული „ათი ქალწულის“ (იხ. მათე 25,1-12) იგავიდან გამომდინარე, ბოლო ჟამის, ორი:

- 1. სიძემ დაიგვიანამდე, და

- 2. სიძემ დაიგვიანასეული - დროითი მონაკვეთია გამოყოფილი.

ამათგან, ანტიქრისტე - „სიძემ დაიგვიანამდელ“ დროში, ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნების აცხადების ქვეყანაში, ანუ საქართველოში, სელისუფლების სათავეში მყოფის [ ედ. შევარდნაძის] საქმიანობის, კრებითი ბიბლიური სახელია;

ხოლო - ცრუწინასწარმეტყველი, „სიძემ დაიგვიანასეულ“ დროის მონაკვეთში, ე.წ. ანტიქრისტეს [ანუ -ედ. შევარდნაძის] „შემცვლელის“ [მ. სააკაშვილის] საქმიანობის, კრებითი ბიბლიური სახელი გახლავთ.

ამდენად, ედ. შევარდნაძე - ანტიქრისტეს, ხოლო მ. სააკაშვილი - ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებლები არიან. ეს სახელდებები, მხოლოდ და მხოლოდ - მათი საქმიანობის შინა-არსიდან მომდინარე ეპითეტებია.

 გააზრებისათვის, დღეს ამ ინფორმაციით დავკმაყოფილდეთ...

[გაგრძელება იქნება]