Print

ბოლო ჟამში გასახსნელი საიდუმლონი

წინამდებარე მასალა მხოლოდ ცნობიერად შემზადებული მკითხველისთვისაა გათვალისწინებული

 

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !!!

მოციქული გვაუწყებს - „... ვისაც შეუძლია სიკეთის ქმნა, მაგრამ არა იქმს, ცოდვილია“-ო [იაკ. 4,17]...

შესაბამისად, გვინდა რა მოვიხადოთ ჩვენი ადამიანური ვალი ყველას წინაშე, გადავწყვიტეთ ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია.

„.. სული და სასძლო ამბობენ: მოდი! და მსმენელმა თქვას: მოდი, და მწყურვალი მოვიდეს, და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი“ [გამოცხ. 22,17].

და კიდევ, გვახსოვდეს

- „ადრე მითქვამს, ახლაც ვამბობ, და კვლავ ვიტყვი: დასაღუპად განწირულნი გადარჩენილებზე ბევრნი არიან, როგორც ტალღაა მეტი წვეთზე“ [3 ეზრა 9,15-16].

ჩვენ, მათდა გასაგონად გვინდა ვისაუბროთ, ვინაც - „წვეთში“ ყოფნის წილხვედრილია... ხოლო, ის თუ ვინ-ვინაა, ამაზე ყველამ თვითონ იფიქროს...

წინამდებარე მასალა მხოლოდ შემზადებული მკითხველისთვისაა განკუთვნილი.

 

მაშ ასე, შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნით შევეცადოთ სათქმელის თავმოყრას.

დღეს ჩვენ ბოლო ჟამში ვცხოვრობთ!

„გავიგე, მაგრამ ვერ მივხვდი. ვუთხარი: უფალო ჩემო, ეს რიღათი დამთავრდება-მეთქი? მითხრა: წადი დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე“ [დან. 12,8-9].

თავის მხრივ - ბოლო ჟამი არის ის დროის მონაკვეთი, რომელიც წინ უძღვის უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებას, და მთავრდება განკითხვის დღით...

ბიბლია გვაუწყებს, რომ - „განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი, მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება"- [3 ეზრა 7,43-44]. 

ბოლო ჟამის დადგომა კი, წმიდა წერილებში გადმოცემული ნიშნებით შეიცნობა, ამ ნიშნებზე, 2014 წ. 16 მაისიდან წარმართული თხრობის დამთავრების შემდეგ,  2 -13 ივნისის ფარგლებში, თუ ღმერთი ინებებს, ბოლო ჟამში გასაცხადებელი რამოდენიმე საიდუმლოს თაობაზე გვინდა გესაუბროთ.