Print

საარჩევნო პროგრამის პირველი ნაწილი:

საარჩევნო გაერთიანების

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

საარჩევნო პროგრამა

 

„სულის ხსნისა და

 საქართველოს გაბრწყინებისათვის

გადასადგმელი ნაბიჯები“

ვიწყებთ - „აირჩიეთ სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ“ დევიზით მომქმედი №7 საარჩევნო გაერთიანების: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“, ორი ნაწილისაგან შემდგარი საარჩევნო პროგრამის: „სულის ხსნისა და  საქართველოს გაბრწყინებისათვის გადასადგმელი ნაბიჯები“ გადმოცემას.

 

საარჩევნო გაერთიანება:

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

საარჩევნო პროგრამის

პირველი ნაწილი:

„სულის ხსნისათვის გადასადგმელი ნაბიჯები“

წინამდებარე ნაწილი განკუთვნილია მათდა გასაგონად, რომელთაც სწამთ საქართველოს სულიერი მისიის [„დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რათა ყოველსა ენასა ღმერთმანამხილოს ამით ენითა“] და ისწრაფიან თავისი სულის გადარჩენისაკენ.

მე-10 საუკუნეში მოღვაწე იოანე-ზოსიმეს პირით გადმოცემული ღმერთის ნების თანახმად: უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლისწინა დროში აცხადებული ნიშნების ყველასათვის გამჟღავნება - ქართული ენის წილხვედრია, ანუ სწორედ - ამ ენაზე მოლაპარაკე ერის წარმომადგენლები იქნებიან უფლის ნების გამხმოვანებელნი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უფლის მიერ წმიდა წერილში გადმოცემული ნიშნების ასრულების ფონზე, ანუ - უფლის სახელით ვაცხადებთ, რომ:

- საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა წმინდა წერილშია წინასწარნაუწყები, ანუ - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადების ადგილია - საქართველო!

კერძოდ, ბიბლიურ კოდირებულ ნიშნებზე დაყრდნობით, ანუ - უფლის სახელით გვეუწყება, რომ:

ბოლო ჟამის დადგომა უნდა შევიცნოთ იმ ქვეყანაში [აქ - საქართველოში] მოსახდენი მოვლენებით, რომელიც 70 წელი [ათეისტურ სახელმწიფო წყობაში ყოფნა: 1921-1991 წ.წ.] ჩრდილოეთის მეფის [რუსეთის] ტყვეობაში იქნება [იხ. იერ. 19,4; იერ. 25,8-12; იერ. 29,10].

 

70 წლიანი დროის მიწურულიდან ათვლით, ამ ქვეყანაში [ანუ - საქართველოში] განვითარებული მოვლენების ჩამონათვალი [მათი წინასწარნაუწყები ისტორია] ასეთია:

1. 70-წლიანი დროის მიწურულს, ამ ქვეყანაში, მოდის „ცხებული მეფე“ [ზვიად გამსახურდია], რომლისთვისაც „შვიდი შვიდეული“ [საარჩევნო ბლოკის დაარსებიდან - არჩევნებამდე: 1990 წ. 10.09 – 1990 წ. 28.10] და „სამოცდაორი შვიდეულია“ [1990 წ. 28.10 -1992 წ. 6.01] გამოყოფილი. ამის შემდეგ იგი განიდევნება სამშობლოდან და ორწლიანი დევნის ბოლოს [1993 წ. 31.12] მოკვდინებულ იქნება [იხ. დან 8,21; დან. 9,25-26; ეს. 63,18; იერ. 28,3; დან. 11,21-22].

 

2. „ცხებული მეფის“ [ზვიად გამსახურდიას] მოკვეთის შემდეგ, ქვეყნის სათავეში „ოთხი მეფე“ [ჯ. იოსელიანი, თ. კიტოვანი, თ. სიგუა, ედ. შევარდნაძე] მოვა, რომელთაგან მეოთხე [შევარდნაძე], წინა სამისაგან განსხვავებით, ოდნავ მოგვიანებით [1992 წ. 7 მარტს] გამოჩნდება [იხ. დან. 8,21-25];

 

3. ბოლო ჟამის ანტიქრისტე არსის მატარებელი ეს „მეოთხე მეფე“ [ედ. შევარდნაძე], ხელისუფლების სათავეში ყოფნის 10,5 წლის ბოლოს [2003 წ.], მისივე ბანაკიდან გამოსული „მთავრის“ [მ.სააკაშვილი] მიერ იქნება დამხობილი [იხ. დან. 8,25; დან. 9,27; დან. 11,5; გამოცხ. 11,10-12];

 

4. ბოლო ჟამის ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი ეს „მთავარი“ [მ. სააკაშვილი}, ორ სხვა „მეფესთან“ [ზ. ჟვანია და ნ. ბურჯანაძე] ერთად გაბატონდება, რომელიც, მოგვიანებით, თანამიმდევრულად [2005 და 2008 წ.წ.] ჩამოიცილებს მათ გზიდან და [2008 წ. ივნისიდან] ერთპიროვნულად გამეფდება [იხ. 3 ეზრა: 11,33-35; 12,22-26];

 

5. ბოლო ჟამის ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი ამ „მთავრის“  [მ. სააკაშვილის] ერთპიროვნული მმართველობა 3,5 წლის მანძილზე გაგრძელდება; რომლის საწყის ეტაპზე [2008 წ. აგვისტო-სექტემბერი],  დაქუცმაცებული მისი ქვეყნის ზოგიერთი ნაწილი [სამაჩაბლო და აფხაზეთი] „სხვათა ხელში“ [რუსეთის] გადავა [იხ. დან 11,4];

 

6. ხსენებული 3.5 წლის მიწურულს [2011 წ. ოქტომბერი] გამოჩნდება, ბოლო ჟამში, უფლის გზის მომსწორებლის არსის მატარებელი პიროვნება [ბ. ივანიშვილი], რომელიც:

- ჯერ შეავიწროებს „ბოროტეულ მთავარს“ [მ. სააკაშვილს], და

- მასთან ერთად ხელისუფლებაში ყოფნის მოკლე დროის შემდეგ, საბოლოოდ დაამარცხებს მას; თუმცა თავადაც გაუჩინარდება [იხ. დან. 7,25-26; 3 ეზრა 12,2; 21; 28; 30];

 

7. ეს უკანასკნელი უნდა მოხდეს „გველის წელიწადს“ [2013 წ.], როდესაც ქვეყნის სათავეში მოვა - გველის არსის მატარებელი პიროვნება.

[2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში - გიორგი მარ[გველ]აშვილის გამარჯვება, ბიბლიაში დაფიქსირებული იმ მინიშნების მისტერიული მხარის მიმანიშნებელია, რასაც ე.წ. წრედის შეკვრა, ანუ - ეშმაკის, დასაბამისმიერი მაცდური გველის - ასპარეზზე ღიად გამოსვლა ჰქვია].

 

8. მომდევნო ბიბლიური მინიშნებითი რგოლი ასეა დაფიქსირებული:

„...ხოლო შემდგომ ამისა თავს დაიხსნის მცირედი ხნით... სატანა დაიხსნება თავისი საპყრობილედან. და გამოვა, რათა აცდუნოს ხალხნი, რომელნიც არიან ქვეყნის ოთხსავ კუთხეში... რათა საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა... და ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით, და შთანთქა ისინი“ [გამოცხ. 20,3; 7-9].

აღნიშნულით გამოკვეთილია ბოლო ჟამის ის დამამთავრებელი მიჯნა, რომლის ხანგრძლივობის თაობაზეც ასე გვეუწყება -  „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“. თავად ეს - „მცირე ხანი“ რა ხანგრძლივობისაა არსად გვეუწყება, თუმცა იმაზე კი მიგვენიშნება, თუ როგორ მთავრდება ხსენებული „მცირე ხანი“ – „ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით, და შთანთქა ისინი“;

 

9. ამ „მცირედი ხნით“ სახელდებულ დროში, ასპარეზზე გამოდის „უფლის სახელით...“ მავალი ძალა [2014 წ. 8 მარტიდან ათვლით წარმართული საქმიანობის შედეგად, 10 აპრილს საარჩევნო რეგისტრაცია მოიპოვა პ/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-მ], რომელთა მეშვეობითაც ხდება, ბიბლიაში დაფიქსირებული - „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ მოძიებითი პროცესის ასრულება;

 

10. აღნიშნულით [ანუ 2014 წ. 10 აპრილის შემდგომად] იკვეთება, ბიბლიური და პოლიტიკური კუთხით გასააზრებელ - განსახორციელებელი: ორი, ერთმანეთის პარალელურად მიმდინარე ეტაპი. კერძოდ:

ა) ბიბლიური კარნახის მიხედვით, მიმდინარე პროცესების თაობაზე, ასეთი სურათი იკვეთება - „...გეუბნებით, ხალხებო, ვინც კი მოისმენთ და გაიგონებთ: ელოდეთ თქვენს მწყემსს და მარადიულ შვებას მოგანიჭებთ იგი; რადგან ახლოა ის, ვინც მოსასვლელია წუთისოფლის დასასრულს. მზად იყავით სასუფევლის საზღაურისთვის, რადგან მარადიული ნათელი გაგინათებთ საუკუნოდ...

მიიღეთ მადლი და სიხარულით ჰმადლობდეთ მას, ვინც ციურ სასუფევლად მოგიხმოთ. წამოიმართენით და იდექით, და იხილეთ უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა რიცხვი“ [3 ეზრა 2,34-35; 37-38].

ბოლო ჟამის კუთხით გააზრების შემთხვევაში, ხსენებულ „მცირე ხანში“ გასავლელი ამ ეტაპის [ბიბლიის მიხედვით გამოყოფილი] თავი და ბოლო ასეთია:

- „წამოიმართენით და იდექით“ [3 ეზრა 2,38]; და

- „...იხილეთ უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა რიცხვი. ვინც წუთისოფლის ჩრდილს თავი დააღწიეს და უფლისგან ბრწყინვალე სამოსი მიიღეს. ჩაიბარე, სიონო, შენი რიცხვი და მიისთვლე თეთრად მოსილნი, ვინც უფლის რჯული აღასრულა. შესრულდა რიცხვი შენი სანატრელი შვილებისა. შესთხოვე უფლის ძალას, რატა იკურთხოს შენი ხალხი, რომელსაც დასაბამითვე მოვუწოდე“ [3 ეზრა 2,38-41].

აქ, ჩვენის აზრით, ხსენებული საქმიანობის საბოლოო შედეგზე, ანუ „უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა“ წილხვედრილ მადლს ზიარებული ადამიანების ერთობაზეა მინიშნება.

ბ) ხსენებული ბიბლიური მინიშნების ჩვენს თვალწინ აცხადება, პოლიტიკური კუთხით განსავითარებელ იმ გზასავალად გვესახება, რასაც - 2014 წ. 15 ივნისს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადება ჰქვია, კერძოდ:

- უნდა მოვიძიოთ, და საბოლოოდ დავაკომპლექტოთ, არჩევნებში წარსადგენ კანდიდატთა, კანონით განსაზღვრული, პარტიული სია;

- უნდა წარვმართოთ წინასაარჩევნო მარათონი.

ჩვენის აზრით, ბიბლიაში მითითებული - „იხილეთ უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა რიცხვი“, კოდირებულად უნდა მიგვანიშნებდეს იმ პირთა საერთო სიას, რომელიც

- ერთის მხრივ, არჩევნებში კანდიდატების სახით მონაწილე, ხოლო

- მეორეს მხრივ, წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართულ მხარდამჭერთა, და 2014 წ. 15 ივნისს, არჩევანის ჩვენი გაერთიანების სასარგებლოდ გამკეთებელ ამომრჩეველთა ერთობისაგან შედგება.

 

 „ბეჭედდასასმელთა საძიებელი გზასავალის“ თაობაზე საუბარი ასეთი ბიბლიური მინიშნებით გვინდა დავასრულოთ:

„და ვიხილე სხვა ანგელოზი [კოდია], მზის აღმოსავალით აღმომავალი [კოდია], რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი [კოდია] და შესძახა ხმამაღლა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცათ ვნება მიწის და ზღვისა:

ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ღმერთის ჩვენის მონათა შუბლებს“ [გამოცხ. 7,2-3].

 

ჩვენი პ/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს საარჩევნო პროგრამის პირველ ნაწილზე საუბრის დასასრულს, მოდით ისევ ბიბლიას ჩავეძიოთ.

ბიბლიიდან გვეუწყება - „... ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე. მრავალი განიწმიდება, გასპეტაკდება და გამოიბრძმედება, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან“ [და. 12,9-10];

და კიდევ: გვახსოვდეს - „ადრე მითქვამს, ახლაც ვამბობ, და კვლავ ვიტყვი: დასაღუპად განწირულნი გადარჩენილებზე ბევრნი არიან, როგორც ტალღაა მეტი წვეთზე“ [3 ეზრა 9,15-16].

ჩვენი წინამდებარე საარჩევნო პროგრამა, მათდა გასაგონადაა განკუთვნილი, რომელნიც საკუთარი სულის გადარჩენისაკენ ისწრაფვიან, ანუ მათთვის ვინაც - ღვთისაგან ბოძებული გონიერებისა გამო „წვეთში“ ყოფნის წილხვედრილია... ხოლო ის, თუ ვინ-ვინაა, ამაზე ყველამ თავად იფიქროს... არჩევანი ხომ - თქვენზეა!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი და მოგვმადლე მართებული არჩევანის გაკეთების უნარი. 

ღმერთო, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!