Print

"გადარჩევის" - პირველი ეტაპი

ბეჭედდასასმელთა საძიებელი

გზასავალის დასაწყისი

2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, როგორც უკვე ითქვა - „...ბიბლიური - „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“-ისეული [3 ეზრა 12,21] ეტაპი ბოლო ჟამისა  - 2013 წ. 17 – 20 ნოემბერს დასრულდა...

2013 წ. 24 ნოემბერს გამართულ პ/გ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, ბ. ივანიშვილმა, უარი თქვა რა პარტიის საპატიო თავმჯდომარეობაზე, საბოლოოდ დააფიქსირა პოლიტიკიდან მისი წასვლის გადაწყვეტილება.

 

2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში, ღმერთის შეწევნით, შევეცადეთ, შეძლებისდაგვარად ფართე წრის გასაგონად გვეთქვა საქართველოს იმ სულიერი მისიის თაობაზე, რასაც ჩვენს ქვეყანაში მომხდარი მოვლენებით, უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებისწინა - ბოლო ჟამად სახელდებული დროითი მონაკვეთის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების ასრულება ჰქვია.

ჩვენი პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-სთვის, 2013 წ. 25 ნოემბრიდან მოყოლებული იწყება, ბიბლიური და პოლიტიკური კუთხით გასააზრებელ - განსახორციელებელი: ორი, ერთმანეთის პარალელურად მიმდინარე ეტაპი. კერძოდ:

 

1. ბიბლიური კარნახის მიხედვით, მიმდინარე პროცესების თაობაზე ასეთი სურათი იკვეთება - „...გეუბნებით, ხალხებო, ვინც კი მოისმენთ და გაიგონებთ: ელოდეთ თქვენს მწყემსს და მარადიულ შვებას მოგანიჭებთ იგი; რადგან ახლოა ის, ვინც მოსასვლელია წუთისოფლის დასასრულს. მზად იყავით სასუფევლის საზღაურისთვის, რადგან მარადიული ნათელი გაგინათებთ საუკუნოდ...

მიიღეთ მადლი და სიხარული ჰმადლობდეთ მას, ვინც ციურ სასუფევლად მოგიხმოთ. წამოიმართენით და იდექით, და იხილეთ უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა რიცხვი [3 ეზრა 2,34-35; 37-38].

ბოლო ჟამის კუთხით გააზრების შემთხვევაში, აღნიშნული შინაარსისეული ეტაპი, ანუ 25 ნოემბრიდან დაწყებული გზასავალი, ემსახურება კოდირებული - „უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა რიცხვის“ საბოლოო გამოკვეთას.

 

2. ხსენებული ბიბლიური მინიშნების ჩვენს თვალწინ აცხადება, პოლიტიკური კუთხით განსავითარებელ იმ გზასავალად გვესახება, რასაც - 2014 წ. დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის [და მოსალოდნელ რიგგარესე საპარლამენტო] არჩევნებისათვის მზადება ჰქვია.

ჩვენის აზრით, ბიბლიაში მითითებული - „იხილეთ უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა რიცხვი“, კოდირებულად უნდა მიგვანიშნებდეს ხსენებული საარჩევნო კამპანიისათვის შესარჩევ იმ პირთა საერთო სიას, რომელიც:

- ერთის მხრივ, არჩევნებში კანდიდატების სახით მონაწილე, ხოლო

- მეორეს მხრივ, საარჩევნო კამპანიაში [არჩევნების დღის ჩათვლით] აქტიურად ჩართულ მხარდამჭერთა ერთობისაგან შესდგება.

ყოველივე ზემოთქმულის მთლიანობაში გააზრების შემდეგ, ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულ ყველა მკითხველს გილოცავთ - „ბეჭედდასასმელთა საძიებელი გზასავალის“ დასაწყისს.

მიმდინარე მონაკვეთი კი, ასეთი ბიბლიური მინიშნებით გვინდა დავასრულოთ:

„და ვიხილე სხვა ანგელოზი [კოდია], მზის აღმოსავალით აღმომავალი [კოდია], რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი [კოდია] და შესძახა ხმამაღლა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცათ ვნება მიწის და ზღვისა:

ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ღმერთის ჩვენის მონათა შუბლებს“ [გამოცხ. 7,2-3]. შემდგომად განსავითარებელი მოვლენების თანამიმდევრობა ასეთია:

[გაგრძელება იქნება]