Print

რას გვაუწყებს კოდი - "მარ[გველ]აშვილი"

 „გველი“, ანუ -  „უდროობისეული“ ეტაპის

ბიბლიური ნიშნები

ბიბლიაში, ღმერთის მიერ სამყაროს ქმნადობის აღმწერი ინფორმაციის შემდგომი თხრობა - გველის მიერ, სამოთხეში მყოფი ადამისა და მისი დედაკაცის ცდუნების გადმომცემი ტექსტით გრძელდება:

„გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომელიც გააჩინა უფალმა. უთხრა გველმა დედაკაცს...“ [დაბ. 3,1]. ამ ცდუნების შედეგად ადამმა და ევამ დაკარგეს სამოთხეში ყოფნის უფლება.

წმიდა წერილის მიხედვით

- „...ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზნი ებრძოდნენ ურჩხულს, და ურჩხული და მისი ანგელოზები ებრძოდნენ მათ. და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამის გველი, რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა, მთელი სამყაროს მაცდური, გადმოვარდა ქვეყნად“ [გამოცხ. 12,7; 9].

ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით - ეშმაკის, ანუ დასაბამისმიერი მაცდური გველის საბოლოო დამარცხება ხდება, მეორედაც შობით მომავალი ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვის, ანუ მისი - უფალ იესუ ქრისტედ დიდებით მოსვლის შემდეგ...

 

ეს მცირე შესავალი დაგვჭირდა იმისათვის, რათა გვეთქვა, რომ - პირობითი წრე უნდა შეიკრას... სამოთხისეული ამბის თხრობით წარმოჩენილი მაცდური გველი, ბოლო ჟამის მიწურულს - ღიად უნდა გამოვიდეს სამოქმედო ასპარეზზე. ამ დროის მოახლოების მაუწყებელი მისტერიული ნიშნების თაობაზე კი, უნდა ითქვას შემდეგი:

აღმოსავლური კალენდრით 2013 წ. - გველის წელიწადია.

აქვე უნდა ითქვას, რომ კოდირებული - „გველი“, ერთის მხრივ - ცდუნების, ხოლო მეორეს მხრივ - სიბრძნის [მკურნალის] სიმბოლოა...

ბოლო ჟამისმიერ მონაკვეთში [ისევე როგორც მანამდეც], ყველა ფაქტს [მოვლენას] თავისი კოდირებული მნიშვნელობა აქვს. გვარი - „მარგველაშვილი“,სხვადასხვა კუთხითაა მნიშვნელოვანი... ამჯერად მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, სადაც  „მარ[გვე]აშვილი“-თ- გველ[ია]“ ხაზგასმული.

 

2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში - გიორგი მარ[გველ]აშვილის გამარჯვება, ბიბლიაში დაფიქსირებული იმ მინიშნების მისტერიული მხარის მიმანიშნებელი უნდა იყოს, რასაც ე.წ. წრედის შეკვრა, ანუ - ეშმაკის, დასაბამისმიერი მაცდური გველის - ასპარეზზე ღიად გამოსვლა ჰქვია.

 

ამის შემდგომად დაწყებულ დროისმიერი ეტაპის თაობაზე ბიბლია ასე გვაუწყებს - „...ხოლო შემდგომ ამისა თავს დაიხსნის მცირედი ხნით... სატანა დაიხსნება თავისი საპყრობილედან. და გამოვა, რათა აცდუნოს ხალხნი, რომელნიც არიან ქვეყნის ოთხსავ კუთხეში... რათა საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა... და ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით, და შთანთქა ისინი“ [გამოცხ. 20,3; 7-9].

 

მაშასადამე, დროითი ეტაპის დამაფიქსირებელი მინიშნებების „დასასრულის“ შემდეგ, იწყება დამამთავრებელი მიჯნა, რომლის ხანგრძლივობის თაობაზეც ასე გვეუწყება -  „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“. თავად ეს - „მცირე ხანი“ რა ხანგრძლივობისაა არსად გვეუწყება, თუმცა იმაზე კი მიგვენიშნება, თუ როგორ მთავრდება ხსენებული „მცირე ხანი“ – „ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით, და შთანთქა ისინი“.

 

იქვე იმ, ე.წ. პერსონიფიცირებული პირების ჩამონათვალიცაა მოცემული, რომელთაც ეს ცეცხლი ემუქრებათ 

- „და ეშმაკი [იგივე - გველი“, რაც მისტერიული ფორმით: მარ(გველ)აშვილზე მიგვანიშნებს], მათი მაცდური ჩავარდა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი [აქ - იგივე ანტიქრისტე არსის მატარებელი ედ. შევარდნაძე] და ცრუწინასწარმეტყველი [აქ - მ. სააკაშვილი], და ეწამებიან დღე და ღამ, უკუნითი უკუნისამდე“ [გამოცხ. 20,11].

სახარებისეული მინიშნების მიხედვით - „ზეციდან ჩამომავალი ცეცხლი“, უფალ იესუ ქრისტეს არსთან კავშირდება

- „და როცა ხალხი მოლოდინში იყო, და გულში ყველა იმას ფიქრობდა იოანეზე: ქრისტე ხომ არ არისო იგი, მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე გნათლავთ თქვენ წყლით, მაგრამ მოდის ჩემზე უძლიერესი, და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკვრელი. და ის მოგნათლავთ თქვენ სულით წმიდითა და ცეცხლით“-ო [ლუკა 3,15-16].

 

ამდენად, ყველას ვისაც ყური სასმენლად აქვს მინდა მივულოცო, რამეთუ ბოლო ჟამისმიერ ეტაპზე: 2013 წ. ოქტომბერ - ნოემბრიდან დაიწყო დროში შეუცნობი ეტაპი, სახელდებით  - „მცირედი ხანი“, რომელიც - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადებით უნდა დასრულდეს. თუმცა მანამდე განსავითარებელ მოვლენებზე აი რა მინიშნებაა მოცემული  წმიდა წერილში

[გაგრძელება იქნება]