Print

უფლის გაცხადებისწინა დროის საიდუმლო

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადება,

ანუ განკითხვის დღის დადგომა

უფალი იესუ ქრისტე, მეორედ მისი მოსვლის თაობაზე, ასე გვაუწყებს:

„და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით, და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე, და შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი, და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს - მარცხნივ“ [მათე 25,31-33];

და იქვე ამატებს, რომ ამ დიადი მოვლენის ასრულების - „... ის დღე და ის საათი არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“-ო [მათე 24,36].

ბიბლია, აღნიშნული მოვლენის, ანუ უფლის გამოჩინების თაობაზე, ასე გვმოძღვრავს -   „...მოვა, რომ ელაპარაკოს მათ. ის გამოააშკარავებს მათ უკეთურებებს და ბოროტებებს, და წინ დაუფენს მათ საზიზღარ საქმეებს. ცოცხალთ [ბოლო ჟამში მცხოვრებთ] დააყენებს მათ სამსჯავროში [აქ - განკითხვის დღეზეა მინიშნება] და, როცა ამხელს, გაანადგურებს მათ.

მოწყალებით დაიხსნის ჩემი ხალხის ნატამალს, ვინც ჩემს საზღვრებში გადარჩება და გაახარებს მათ, როცა მოვა დასასრული, განკითხვის დღე, რაზედაც თავდაპირველად გელაპარაკებოდი“ [3 ეზრა 12,32-34].

ამდენად -„განკითხვის დღე“, თავად არის - „დასასრული“, რომლის დადგომის ზუსტი დროის შესახებ, თურმე - „არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ [მათე 24,36]. 

ბიბლიისეული სწავლებით, უშუალოდ „განკითხვის დღე“ ასეა განმარტებული:

„განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი. მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება. მაშინ კი ვეღარავინ შესძლებს დასაღუპავის გადარჩენას, და არც გამარჯვებული გაიწირება...“ [3 ეზრა 7,43-45].

მაშასადამე, განკითხვისეულ დღეს - „ამ დრო-ჟამის“ დასასრული დგება, რაც ერთდროულად არის კიდეც - „დასაბამი მომავალი უკვდავებისა“.

თუ შევაჯერებთ ზემოთქმულს მივიღებთ, რომ:

1. უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადებით დგება დასასრული, ანუ - „განკითხვის დღე“;

2. „განკითხვის დღე“ არის ორი პირობითი დროის გამმიჯნავი -„დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა“;

3. არსებობს პასუხგაუცემელი კითხვა - „...რა იქნება დროითი გამიჯვნა? ან როდის დადგება წინანდელის ბოლო და მომდევნოს დასაწყისი?“ [3 ეზრა 6,7];

4. თავად ამ დიადი წამის დადგომის დრო - „არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ [მათე 24,36].

 

დასკვნის მაგიერ

მოდით ზემოთ წარმოჩენილი კოდი „დასასრული“-ს ორივე არსისმიერი მხარე მთლიანობაში გავიაზროთ:

1. ერთის მხრივ:

- ბიბლიაში მოცემული ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნები - „საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე“ [დან. 12,9] ;

- ამ ნიშნების აცხადების, ანუ დამდგარი დროის თაობაზე მხოლოდ ბოლო ჟამში შეიძლება საუბარი [დამოწმება] - „შენ თავად გაზომე დრო“[3 ეზრა 9,1];

- ყველა ნიშანი თავის დროში აცხადდება, რამეთუ - „არ აღძრავს, არც დააჩქარებს მათ უზენაესი“ [3 ეზრა 4,37];

- მათ შესახებ კი - „ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან“ [დან. 12,10];

- და, რომ „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“ [3 ეზრა 12,21], ანუ გამოკვეთილია თავად ამ „დასასრულის“ დადგომის შესაცნობი ნიშანი...

 

2. მეორეს მხრივ კოდირებული - „დასასრული“, „განკითხვის დღესთან“, ანუ - უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადებასთან იგივდება, და, სწორედ ამიტომაც, მისი დადგომის - „... ის დღე და ის საათი არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ [მათე 24,36].

 

ამდენად, ბიბლიაში, ბოლო ჟამის დადგომის დამაფიქსირებელი ნიშნები ორ პირობით ჯგუფადაა წარმოჩენილი:

პირველის მიხედვით, ბოლო ჟამის შესაცნობი დროითი ჯაჭვი იწყება 70 წლიანი [1921 -1991 წ.წ.] მონაკვეთით, და - მთავრდება ორი პიროვნების [მ. სააკაშვილისა და ბ. ივანიშვილის] მმართველობითი დროის ამოწურვით, ანუ - 2013 წ. ოქტომბერ - ნოემბერში;

ნიშანთა მეორე ჯგუფის მიხედვით, საძიებელი „დასასრული“ - განკითხვის დღესთან, ანუ უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადებასთან იგივდება, რომლის კონკრეტული დროითი მიჯნის თაობაზე მამა ღმერთის მეტმა არავინ არ შეიძლება იცოდეს [იხ. მათე 24,36].

მაშასადამე, სახეზეა საძიებელი „დასასრული“-ს არსის გადმომცემი ორი, თითქოსდა თანხვედრილი, მაგრამ კონკრეტული „დროის“ გააზრების კუთხით, ერთმანეთთან აცდენილი მიჯნა - ერთის თაობაზე თავიცა და ბოლოც ცნობილი და გამოკვეთილია; ხოლო მეორის დადგომის კონკრეტული დროის გამოცნობა არცერთ მოკვდავთაგანს არ ხელეწიფება.

ყოველივე თქმულიდან ცხადია, რომ საძიებელი „დასასრული“-ს პირველი კუთხისმიერი არსის მიხედვით, ბოლო ჟამის მდინარებაში: 2013 წლის ოქტომბერ - ნოემბერი არის ის პირობითი დროითი მიჯნა, როდესაც, ბიბლიაში, ბოლო ჟამის  გასააზრებელ - შესაცნობად დაფიქსირებული  ყველა იმ ნიშნით მოწვდილი [ასაცხადებელი] მოვლენის ეტაპი იწურება, რომელთა ასრულების თაობაზეც კონკრეტული დროის გამოთვლაა შესაძლებელი.

პარალელურად ამისა, 2013 წ. ოქტომბერ - ნოემბრიდან იწყება ბოლო ჟამში გასავლელი ისეთი დროითი მიჯნა, რომლის თაობაზეც რაიმე კონკრეტულ დროით მინიშნებას ბიბლია უკვე აღარ იძლევა, რამეთუ ეს მონაკვეთი უკვე - უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადებითა და განკითხვის დღის დადგომით უნდა დამთავრდეს, რომელი ჟამის თაობაზეც

- „არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ [მათე 24,36].

ამ დიადი წამის დადგომამდელ დროში კი, აი რა პროცესბზე მიგვანიშნებს ბიბლია:

[გაგრძელება იქნება]