Print

ყველაფერი ბიბლიის მიხედვით ვითარდება

6. ბიბლიური „დასასრული“-ს ბოლო ჟამისმიერი ანათვალი:

2013 წ. 17 – 20 ნოემბერი

ჩვენს თვალწინ მიმდინარე - ბოლო ჟამად სახელდებულ დროში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიჯნა, ანუ კოდირებული „დასასრული“ - 2013 წ. 17-20 ნოემბერს ამოიწურა.

ჩვენს თვალწინ მიმდინარე - 2013 წ. 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მარათონი, ოფიციალურად, 2013 წ. 17 ნოემბერს გამართული - გიორგი მარგველაშვილის [პრეზიდენტის პოსტზე] ინაუგურაციით დასრულდა.

ბიბლიური - „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“-ისეულ [3 ეზრა 12,21] მინიშნებაში მოაზრებული პირველი პერსონის, 2004-2013 წ.წ. საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მყოფი მ. სააკაშვილისათვის, კონსტიტუციური ნორმიდან მომდინარე უფლებამოსილების ვადა, სწორედ ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისას დამთავრდა.

 

იმავე დღესვე, ანუ - 2013 წ. 17 ნოემბერს, გიორგი მარგველაშვილის მიერ პრეზიდენტის რანგში გამოცემული პირველივე ბრძანების თანახმად, 2012 წ. 25 ოქტომბერს, პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ ფორმირებული სამთავრობო გუნდი გადამდგარად გამოცხადდა, და, ახლის დამტკიცებამდე, მათვე დაეკისრად მოვალეობის შესრულება.

საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტიდან საკუთარი ნებით გადამდგარი ბიძინა ივანიშვილის მაგივრად, პრეზიდენტმა გ. მარგველაშვილმა, 2013 წ. 18 ნოემბერს, პარლამენტს პრემიერ მინისტრობის ახალი კანდიდატურა - ირაკლი ღარიბაშვილი, და მის მიერ დაკომპლექტებული „ახალი“ სამთავრობო გუნდი წარუდგინა.

მომქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული პროცედურის დაცვის შემდეგ, 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ, წარდგენიდან მე-3 დღეს, ანუ 2013 წ. 20 ნოემბერს ახალი პრემიერ მინისტრი და მისის სამთავრობო გუნდი ერთხმად დაამტკიცა.

ამდენად, ბიბლიური - „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“-ისეულ [3 ეზრა 12,21] მინიშნებაში მოაზრებულ მეორე პერსონას, 2012 წ. 25 ოქტომბრიდან საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტზე მყოფ ბიძინა ივანიშვილს, კონსტიტუციური ნორმიდან მომდინარე უფლებამოსილება, სწორედ საქართველოს ახალი მთავრობის დამტკიცებისა, ანუ - 2013 წ. 20 ნოემბერს შეუჩერდა.

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს:

მიუხედავად იმისა, რომ ბ. ივანიშვილს თანამდებობის დატოვებას არაფერი ავალდებულებდა, ყველაფერი მაინც ისე განვითარდა, როგორც ბიბლიურმა ტექსტმა გვიწინასწარმეტყველა...

ამდენად, ბიბლიური - „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“-ისეული [3 ეზრა 12,21] ეტაპი ბოლო ჟამისა  - 2013 წ. 17 – 20 ნოემბერს გასრულდა...

თავად ამ ტერმინის - „დასასრული“-ს თაობაზე კი, აი რა გვინდა მოგახსენოთ:

[გაგრძელება იქნება]