Print

მ. სააკაშვილის მარცხი და ორხელისუფლებიანობა

5. 2012 წ. ოქტომბრიდან 2013 წ. ოქტომბრამდე

ა) 2012 წ. 1 ოქტომბერი

 საქართველოში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების 1 ოქტომბერს ჩატარებით, დაგვიდასტურდა, ბიბლიური:  „... მეათე თვის პირველ დღეს, გამოჩნდა მთათა მწვერვალები“-ს [იხ. დაბ. 8,5] - მისტერიული პროცესის მიმდინარეობა.

 

ბ) მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის მარცხი

 მარტოდ დარჩენილი „ბოროტეული თავისა“ [მ. სააკაშვილის] [იხ. 3 ეზრა 11,45] და მისი გუნდის [„ნაცების“] საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას, ბიბლია ამ თავის - „გაუჩინარებას“, ანდა იგივე - „ მახვილით დაცემას“ არქმევს [იხ. 3 ეზრა 12,2; 28]:

- „აჰა, თავი [მ. სააკაშვილი], რომელიც [აქ -„სამეულიდან“ მარტო] დარჩენილიყო, გაუჩინარდა...“ [3 ეზრა 12,2];

-„იმ დანარჩენ ორს [მ. სააკაშვილი და ნ. ბურჯანაძე] კი მახვილი [მხილება] შეჭამს. ერთის [მ. სააკაშვილის] მახვილი მეორეს [ნ. ბურჯანაძე] შეჭამს [2008 წ. საპარლამენტო არჩევნები], თუმცა ისიც [მ.სააკაშვილი] მახვილით დაეცემა [2012 წ. საპარლამენტო არჩევნები] უკანასკნელ ხანებში“ [3 ეზრა 12,27-28].

ამდენად, 2012 წ. 1-25 ოქტომბრის დროით მონაკვეთში [არჩევნები - ახალი მთავრობის დამტკიცება] განვითარებული მოვლენების - ბიბლიურ წყაროსთან შეჯერება, საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ჩვენს თვალწინ ათვლა დაიწყო ბოლო ჟამში საძიებელი „დასასრულის“ გამომკვეთმა - „უკანასკნელმა ხანმა“.

 

გ) ორხელისუფლებიანობა

2012 წლის 1-25 ოქტომბრიდან ათვლა დაიწყო ბიბლიურმა - „ორნი დასასრულამდე დარჩებიანით“ სახელდებულმა ეტაპმა, რაც ჩვენს სინამდვილეში, საქართველოში ჩამოყალიბებული ორხელისუფლებიანობით შექმნილი რეალობის ბიბლიური შეფასებაა [იხ. 3 ეზრა 12,21; 29-30]:

- „... ორნი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] კი დასასრულამდე დარჩებიან“ [3 ეზრა 12,21].

დიახ, ბიბლიისეული მინიშნება - „ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან“ [3 ეზრა 12,21], 2012 წლის 1-25 ოქტომბრიდან, ჩვენს თვალწინ დაწყებულ ე.წ. ორხელისუფლებიანობაზე უნდა გვანიშნებდეს, რომლის განვითარებითი ხაზი ასეთია:

ამ - „ორიდან“, ერთ-ერთი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მყოფი ბ. ივანიშვილი, სრულად აკონტროლებს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტს; და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სამთავრობო გუნდის საქმიანობას; ხოლო

მეორე მხარეს წარმოადგენს - მ. სააკაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობასთან ერთად, თავის გავლენას ინარჩუნებს, როგორც არჩევითი [საკრებულოები] და აღმასრულებელი შტოს ქვედა რგოლებზე [გუბერნატორები, მერები, გამგებლები], ასევე - სასამართლო ხელისუფლებაზე.

ამ „ორი მეფის“ მიერ დამყარებული რეალობა, ანუ ე.წ. ორხელისუფლებიანობა, თავისთავად წარმოადგენს საძიებელი - ბოლო ჟამში „დასასრულის“ დროითი მონაკვეთის „გასრულებისეული“ ჟამის დადგომის დასტურს, რამეთუ:

- „ეს არის ამის განმარტება: ესენი არიან, რომლებიც შემოინახა უზენაესმა მისი დასასრულისთვის; ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო“ [3 ეზრა 12,30].

 

სხვადასხვა წყაროთა შეჯერებით გამოკვეთილია, რომ მინიშნება - „ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო“ [3 ეზრა 12,30], დროის მიხედვით 2012 წ. 25 ოქტომბრიდან ათვლით 2013 წლის 27 ოქტომბრამდელ მონაკვეთს მოიცავს;

[გაგრძელება იქნება