Print

ბიბლიური პასუხი - „ვინ დაიწყო 2008 წ. აგვისტოს ომი?“

[მეშვიდე ნაწილი]

4.7. 2008 წლის აგვისტოში მომხდარი

რუსეთ-საქართველოს ომის „დეტალები“


ა) წინათქმა, ანუ - ვლ. პუტინი

აღნიშნულ თემაზე საუბარი, 1999-2000 წლებიდან რუსეთის ფედერაციის ფაქტობრივად ერთპიროვნული მმართველის - ვლ. პუტინზე არსებული ბიბლიური მინიშნების ნაწილის გახსენებით გვინდა დავიწყოთ:

„თავის ნებაზე მოიქცევა მეფე [ვლ. პუტინი]: ყველა ღმერთზე [აქ, კოდირებულად  - ი. სტალინის სიკვდილის შემდგომად, რუსეთის იმპერიის მმართველებზე მინიშნებაა მოცემული] მეტად ამაღლდება, განდიდდება [ვლ. პუტინმა კვლავ ძველი, საბჭოთა კავშირისეული, „დიდება“ დაუბრუნა რუსეთის იმპერიას] და გასაკვირველს ილაპარაკებს... და წარმატებული იქნება, ვიდრე რისხვა არ ამოიწურება, რადგან რაც გადაწყვეტილია [ აქ - ნაწინასწარმეტყველებია], უნდა ასრულდეს.

არც მამა-პაპის ღმერთებს მიაქცევს ყურადრებას [აქ - კოდირებულად, რუსეთის იმპერიის ორ ბოლო მმართველზე - მ. გორბაჩოვსა და ბ. ელცინზეა მინიშნება], არც ქალღმერთს [აქ - უკვე მ. გორბაჩოვის ძლევამოსილ მეუღლეზე - რაისა გორბაჩოვაზეა მინიშნება], არც სხვა რომელიმე ღმერთს მიაქცევს ყურადღებას, რადგან ყველაზე მეტად განდიდდება.

სამაგიეროდ [ვლ. პუტინი] ციხე სიმაგრეთა ღმერთს  განადიდებს [აქ - ე.წ. „კგბ“-სა და მისი კადრების ბაზაზე ხელისუფლებაში დამკვიდრებაა ხაზგასმული]...

ის [ვლ. პუტინი] ქალაქებს სიმაგრეებს მოუწყობს უცხო ღმერთის სახელზე [აქ - კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზეა მინიშნება]. ვინც მას აღიარებს [მაგ. ჩეჩნეთის ე.წ. პრეზიდენტი - კადიროვი; და სხვა], პატივს გაუმრავლებს, მრავალს დაუმორჩილებს და მიწებს დაურიგებს საზღაურად“ [დან. 11,36-39].

 

ბ) ომის დაწყების „ინიციატორი“ – „სამხრეთის მეფე“

ბიბლია კოდირებულად გვამცნობს რუსეთ-საქართველოს  ომის დაწყება-განვითარების დეტალებს:

„ბოლო დროს მას [რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს - ვლ. პუტინს] სამხრეთის მეფე [სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველოს პრეზიდენტი - მ. სააკაშვილი, წამოეგო რა მოწინააღმდეგის მიერ დაგებულ ხაფანგს] შეებმება [ აქ მინიშნებაა ღია ომის დაწყების ინიციატორზე] და ქარტეხილივით დაატყდება ჩრდილოეთის მეფე [ვლ. პუტინი] ეტლებით, მხედრებით და უამრავი ხომალდით [აქ - საბრძოლო ტექნიკა]. გაილაშქრებს ქვეყანაზე [საქართველო], წალეკავს და გადაივლის“ [დან. 11,40].


მაშასადამე, ბიბლიური წინასწარჭვრეტისეული მინიშნების: „მას [ვლ. პუტინს] სამხრეთის მეფე შეებმება“-ს მიხედვით - ღია ომის დაწყების ინიციატორი - „სამხრეთის მეფე“, ანუ - მ. სააკაშვილია.

[გაგრძელება იქნება]