Print

ბიბლიური ნიშნები - ზ. ჟვანიასა და ნ. ბურჯანაძეზე

4.4. ზ. ჟვანიას „წამებით სიკვდილი“

2003 წლის ნოემბერში მომხდარი ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ გზით ქვეყნის სათავეში მოსულ „სამეულს“(მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე), 2005 წ. 3 თებერვალს - ზ. ჟვანია გამოაკლდა.

ბიბლიაში ამაზე ვკითხულობთ - „...აჰა შუა თავი (ზ. ჟვანია)... უეცრად გაუჩინარდა“ [3 ეზრა 11,33];

აღნიშნულთან მიმართებაში კი - „... ასეთია ამის განმარტება: ერთ-ერთი მათგანი (ამ ე.წ. „სამეულიდან“) თავის სარეცელზე მოკვდება (2005 წ. 3 თებერვალი), თუმცა წამებით“ [3 ეზრა 12,26].

 

4.5. ნ. ბურჯანაძის „ჩამოცილება“

2005 წ. 3 თებერვლის შემდგომად, ე.წ. სამეულის დარჩენილი „ორი თავიდან (მეფიდან)“ - „მარჯვენა თავი“ [მ. სააკაშვილი] „მარცხენა თავს“ [ნ. ბურჯანაძეს] იცილებს გზიდან [2008 წ. 21.05 – 7.06] [იხ. 3 ეზრა 11,35; 3 ეზრა 12,27-28]:

„დუეტში“ დარჩენილი მ. სააკაშვილისა და ნ. ბურჯანაძის თაობაზე ასე გვეუწყება:

- „დარჩა ორი თავი (მ. სააკაშვილი და ნ. ბურჯანაძე), რომლებიც ასევე მეფობდნენ დედამიწაზე (აქ - საქართველოში) და მის მკვიდრებზე [3 ეზრა 11,34].

2008 წლის აპრილის თვეში, ნ. ბურჯანაძემ „უარი განაცხდა“ საარჩევნო სიაში, მისთვის გამოყოფილი ქვოტით, ყოფნაზე. მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარებული 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 7 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარედ, ნ. ბურჯანაძის მაგივრად -  დ. ბაქრაძე აირჩიეს.

წმიდა წერილი მომხდარ მოვლენაზე ასე მიგვანიშნებს:

- „ვიხილე: აჰა, შთანთქა მარჯვენა თავმა (მ. სააკაშვილმა) მარცხენა თავი (ნ. ბურჯანაძე)“ [3 ეზრა 11,35].

ამდენად, 2008 წლის აპრილ-ივნისის დროითი მიჯნიდან მოყოლებული, დაიწყო მ. სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობითი ეტაპი. 

მომდევნო ინფორმაციას, რომელიც 2008 წ. აგვისტოს ომსა და მის შედეგებზე ბიბლიში არსებულ წინასწარმეტყველებას შეეხება, თუ ღმერთი ინებებს,  26 მაისს შემოგთავაზებთ...