Print

ბიბლიური ნიშნები - მ. სააკაშვილზე

რგოლი მეოთხე

 ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი

მ. სააკაშვილის „მეფობის“ დროითი მიჯნები,

ანუ  2003-2012 წ.წ.

ბოლო ჟამის შემდეგი [„მეოთხ“] ჯაჭვის რგოლი, პირველთა მსგავსად, რამოდენიმე პირობითი მონაკვეთისაგან შედგება.

ზოგადად, წმიდა წერილისეული მინიშნების თანახმად, ცრუწინასწარმეტყველი - ანტიქრისტეს საქმეთა გამგრძელებელია, და მასთან დაკავშირებით ნაწინასწარმეტყველები მინიშნებების ერთგვარი თანაზიარია. კერძოდ:

- ცრუწინასწარმეტყველი (მ. სააკაშვილი), ანტიქრისტეს (ედ. შევარდნაძე) მსგავსად, ასევე დიდი არეულობისა და განდგომილების ფონზე მოდის (იხ. II  თესალ. 2.2-3);

- ისიც, თავიდან ე.წ. კოლექტიური მმართველია (ზ. ჟვანია და ნ. ბურჯანაძესთან ერთად); რომლებსაც, ანტიქრისტეს მსგავსად, გზიდან ჩამოიცილებს (2005 წ. თებერვალი - ზ. ჟვანის; 2008 წ. აპრილი/ივნისი - ნ. ბურჯანაძე), და ერთპიროვნულად გააგრძელებს, გატიალების სიბილწისეულ ჟამზე, ნაწინასწარმეტყველების აღსრულებას (იხ. 3 ეზრა 12,22-28);

- ანტიქრისტეს დროს დაწყებული ქვეყნის დაშლის პროცესი, ცრუწინასწარმეტყველის მმართველობისას იურიდიულად ფორმდება...

მოდით,  მოკლედ გავიხსენოთ 2003-2008 წ.წ. დროის მონაკვეთში მ. სააკაშვილთან მიმართებაში დაფიქსირებული ბიბლიური ინფორმაციები:

 

 

4.1 მისი [ედ. შევარდნაძის] მთავართაგანის [მ.სააკაშვილის]

„გაბატონება“

ნაწინასწარმეტყველები 10,5 წლის [1992 წ. 11.10 – 2003 წ. 11.04] შემდეგ [2003 წ. 23.11], ანტიქრისტეს არსის მატარებელ ედ. შევარდნაძეს „ამხობს“ - „მისი ერთ-ერთი მთავართაგანი“, და იწყება - ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი მ. სააკაშვილის მმართველობა [იხ. დან. 9,27; დან 9,23-28; დან. 7,7; გამოცხ. 17,10-12; დან. 11,2-5;]:

- „... [ედ. შევარდნაძე] წინ აღუდგება მთავართა მთავარს [აქ - ოპოზიციის ლიდერი მ. სააკაშვილი] და შეიმუსრება, ოღონდ არა ხელით“ [დან. 8,25];

- „გაძლიერდება სამხრეთის მეფე [ედ. შევარდნაძე], მაგრამ [10,5 წლის თავზე] იმძლავრებს მასზე ერთ-ერთი მისი მთავართაგანი [თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - მ. სააკაშვილი], გაბატონდება და დიდი იქნება მისი ხელმწიფება“ [დან. 9,5].

 

4.2. „ბიჭ-ბუჭების“ მმართველობა

2003 წლის მიწურულს მომხდარის შემდგომად ხელისუფლებაში მოსულთა საქმიანობის თაობაზე ბიბლია ასე წინასწარმეტყველებს:

- „სარდლებად ბიჭ-ბუჭებს დავუდგენ და ქარაფშუტები იბატონებენ მათზე. დაითრგუნება ხალხი, კაცი კაცს დაჩაგრავს, მოყვასი მოყვასს, ბავშვი გაუმედიდურდება მოხუცს, უღირსი - პატივდებულს. რადგან კაცი დაიჭერს თავის ძმას თავის მამის სახლში... ჩემს ერს ბავშვები ჩაგრავენ და დიაცები უბატონდებიან. ჩემო ერო შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზა-კვალი აგირიეს...“ [ესაია 3,4-6; 12].

 

4.3. სამეული: მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე

და მათი საქმიანობის ბიბლიური შეფასება

აღნიშნული ეტაპი - „სამი მეფის“ [მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე] ერთდროული გამოჩენით იწყება. იქვეა მოცემული მათი საქმიანობის ბიბლიური შეფასებაც:

- „სამი უძრავი თავი რომ იხილე, ასეთია ამის განმარტება:

უკანასკნელ ხანებში  (აქ - 2003 წ. 21-23 ნოემბერი; 2004 წ. 4-25 იანვარი] აღაზევებს უზენაესი სამ მეფეს (მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე) და ბევრს შეყრის მათ სამეფოში [თავიდან მართლაც ბევრმა ირწმუნა ე.წ. „ვარდების რევოლუციის“] და გაბატონდებიან დედამიწაზე [ბოლო ჟამის ძირითადი მოვლენების განვითარების ადგილი - საქართველო].

და მის [საქართველოს] მკვიდრებზე უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი [აქ - ედ. შევარდნაძისა და „მოქკავშირის“ მმართველობასთან შედარებაზეა მინიშნება]. ამიტომ ეწოდათ მათ არწივის [აქ - ბოროტების სიმბოლოს] თავები.

ესენი [ანუ სამეული: მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე] არიან, ვინც დაიუნჯებენ მის [აქ - ედ. შევარდნაძის] ბოროტებებს და მის უკანასკნელსაც განახორციელებენ“ [3 ეზრა 12,22-25].

ამდენად, მთლიანობაში, ბიბლიის მიხედვით, ე.წ. სამეულის - მ. სააკაშვილის, ზ. ჟვანიასა და ნ. ბურჯანაძის საქმიანობა, ასეთი ტერმინოლოგიითაა შეფასებული:

1. „უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი“;

2. „დაიუნჯებენ მის [აქ - ედ. შევარდნაძის] ბოროტებებს და მის უკანასკნელსაც განახორციელებენ“. 

ამჯერად ამნიშნებით შემოვიფარგლოთ, მომდევნო ინფორმაციას, რომელიც ზურაბ ჟვანიას სიკვდილსა და ნინო ბურჯანაძის თაობაზე არსებულ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას შეეხება, თუ ღმერთი ინებებს,  23 მაისს შემოგთავაზებთ...